Mikano – ახალი სახე ქართულ მუსიკალურ სივრცეში და წარმატებული დებიუტი სიმღერით, „სხვისი ყოფილა“

“მე და ბატა არმაზში მივდიოდით და Chicago-ს ვუსმენდით, საცობში რომ შევჩერდით, გვერდით მანქანაში ჰარდკორ-ტექნო  ისმოდა, მეორე მხარეს, სამარშრუტო მანქანაში კი ხალხური მუსიკა. მაშინ მომივიდა აზრი, რომ  საინტერესო იქნებოდა მსგავსი მუსიკალური კლიპის გადაღება”
Mikano - Sxvisi Yopila
Mikano – Sxvisi Yopila

მიკანო ტვილდიანი ნიუ-იორკში დაბადებული და ამჟამად თბილისში მოღვაწე მულტინსტრუმენტალისტი არტისტი და პროდიუსერია, რომელსაც აუდიოინჟინერიის მიმართულებითაც აქვს მიღებული გამოცდილება.  ჟანრობრივად მისი მუსიკა dance-ს, R&B-სა და ფსიქოდელიურ როკს აერთიანებს.

3 ნოემბერს მუსიკალურ პლატფორმებზე Mikano ახალი სიმღერით „სხვისი ყოფილა“ გამოჩნდა. არტისტის თქმით, სინგლი 2024 წელს დაიწერა და პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული. სიმღერის ინსტრუმენტალი მიკანოს მიერაა შექმნილი, ტექსტის ინსპირაცია კი ცხოვრებისეული თავგადასავლებიდან გამომდინარეობს, რომელიც დროთა განმავლობაში თავად არტისტისთვის, ბატატო ტვილდიანისა და თაიკო მიქაბერიძისთვის  საერთო ხუმრობად (inside joke-ად) იქცა. მოგვიანებით სამმა მეგობარმა გადაწყვიტა, ეს ტექსტი სიმღერად ექციათ, მიკანომ და ბატატომ ვოკალი ჩაწერეს, ერთობლივი ექსპერიმენტის შედეგად კი დაიბადა სიმღერა „სხვისი ყოფილა“.

მიკანო ტვილდიანი, მუსიკოსი:

“მე და ბატა არმაზში მივდიოდით და Chicago-ს ვუსმენდით, საცობში რომ შევჩერდით, გვერდით მანქანაში ჰარდკორ-ტექნო  ისმოდა, მეორე მხარეს, სამარშრუტო მანქანაში კი ხალხური მუსიკა. მაშინ მომივიდა აზრი, რომ  საინტერესო იქნებოდა მსგავსი მუსიკალური კლიპის გადაღება, სადაც ყველას თავისი სამყარო ექნებოდა და ეს გახდა მეორე პერსპექტივა სიმღერის “სხვისი ყოფილა”. ამ სამარშრუტო მანქანიდან მოვიდა ის იდეაც, რომ კლიპის მთავარი სიუჟეტის განვითარების ადგილიც ავტობუსი ყოფილიყო. თბილისში ცხოვრების განუყოფელი ნაწილია საცობში დგომა. რთულია, თავი აარიდო და არ შეგაწუხოს ამ საკითხმა, სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ აქტუალური და ყველასთვის რელევანტური იქნებოდა. ეს ტიპაჟებიც ასე შეირჩა, ამ “სამყაროებიდან” (საცობში მდგომი მანქანებიდან) შევქმენით ეკლექტური პროფესიების და ვიზუალის მქონე სხვდასხვა პერსონაჟები.”

სწორედ ამ დაკვირვებიდან დაიწყო ვიდეოს კონცეფციის ფორმირებაც – თბილისის საცობი, როგორც ქალაქის მიკროკოსმოსი. სიმღერის კლიპზე რეჟისორმა ჯიჯლამ და „ინდუსტრიის“ პროდაქშენ გუნდმა იმუშავეს.

„კლიპის იდეის ჩონჩხის შექმნის შემდეგ შევხვდით ჯიჯლას (რეჟისორს) და მასთან ერთად დავხვეწეთ, უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ, შემდგომ კი „ინდუსტრიასთან“ და მათ პროდიუსერთან ერთად დავიწყეთ იდეის რეალიზება. ეს ჩემი პირველი დიდი კლიპია და ძალიან საინტერესო იყო ამხელა პროდაქშენთან და ჯგუფთან ერთად მუშაობა. მაგარი გამოცდილება იყო, სეტზე ყოფნა საკმაოდ გასართობია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კლიპის მსახიობების უმეტესი ნაწილი შენი მეგობრები და ოჯახის წევრები არიან.“  – მიკანო ტვილდიანი

„სხვისი ყოფილა“  – ირონიული და ამავდროულად გულწრფელი ამბავია, რომელიც ქალაქურ ემოციებსა და ურთიერთობებს ეყრდნობა.  სიმღერა პირად ცხოვრებისეულ და ამავე დროს ზოგად, საერთო ნარატივს ატარებს, რაც მსმენელს საკუთარი ისტორიის ამოცნობის საშუალებასაც აძლევს. ეს არის ერთგვარი დიალოგი, რომელიც სარკასტულ და ნოსტალგიურ განწყობას ქმნის.

ქართულ მუსიკალურ სივრცეში Mikano-ს გამოჩენა მსმენელს ექსპერიმენტულ მუსიკას და გამორჩეული ვიზუალური ესთეტიკით შექმნილ ნამუშევრებს ჰპირდება, რომლებიც ჟანრობრივ საზღვრებს სცდება და თანამედროვე ურბანულ კულტურას ახალი ენერგიითა და ჟღრადობით ავსებს.

მოისმინეთ Mikano-ს სიმღერა  „სხვისი ყოფილა“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ ნიკ კეივის The Death of Bunny Munro-ს ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს მეტ სმითი ასრულებს

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი & SZA Andre D. Wagner

რვა სინგლი, რომლებიც Grammy-ს წლის ჩანაწერის ნომინაციის კანდიდატები არიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი