რვა სინგლი, რომლებიც Grammy-ს წლის ჩანაწერის ნომინაციის კანდიდატები არიან

ამ კატეგორიაში შეიძლება ახალი ისტორიაც დაიწეროს.
კენდრიკ ლამარი & SZA Andre D. Wagner
კენდრიკ ლამარი & SZA Andre D. Wagner

გრემის 68-ე ყოველწლიური დაჯილდოების ნომინაციების გამოცხადებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. საბოლოო სია პარასკევს, 7 ნოემბერს გახდება ცნობილი.  ბოლო დღეებში საზოგადოებაში მითქმა-მოთქმაა, თუ ვინ შეიძლება გახდნენ საუკეთესო ახალი არტისტისა და წლის ალბომის კატეგორიების ნომინანტები. დღეს კი ყურადღებას წლის ჩანაწერის კატეგორიაზე გავამახვილებთ, რომელშიც, შესაძლოა, ისტორიული ნომინაციები ვიხილოთ.

HUNTR/X და ROSÉ, შესაძლოა, პირველი K-pop არტისტები გახდნენ, რომლებიც წლის ჩანაწერის ნომინაციას მიიღებენ. HUNTR/X გლობალურად წარმატებული ჰიტით Golden (KPop Demon Hunters-დან), ხოლო ROSÉ  – ბრუნო მარსთან კოლაბორაციით შექმნილი მეგაჰიტით APT.

კენდრიკ ლამარი და SZA, შესაძლოა, პირველი დუეტი გახდეს,  რომელიც ორჯერ იქნება წლის ჩანაწერის კატეგორიაში წარდგენილი. ისინი პირველად შვიდი წლის წინ, სიმღერა All The Stars-ით იყვნენ ნომინირებული, ხოლო წელს ძლიერი კონკურენტები არიან სიმღერით Luther.

ასევე Doechii-ს Anxiety, შესაძლოა, პირველი სინგლი გახდეს, რომელმაც წარმატებით გამოიყენა წინა წლებში ჩაწერილი გამარჯვებული სიმღერის სემპლი. Doechii-ს სიმღერა Somebody That I Used to Know Gotye feat. Kimbra-ს სემპლზეა შექმნილი,  რომელმაც ეს ჯილდო 2013 წელს მოიპოვა.

ლეონ თომასის Mutt (Live From NPR’s Tiny Desk), შესაძლოა, წინა წელს გამოშვებული ჰიტის პირველი ალტერნატიული ვერსია გახდეს, რომელმაც წლის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაცია მოიპოვა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვარაუდია, რადგან ზოგიერთი სიმღერა Anxiety-ს  უარყოფითად აფასებს, რადგან ახალი ვერსია ზედმეტად ჰგავს პირვანდელ ცნობილ ჰიტს. 

ამომრჩევლები, როგორც წესი, ამ კატეგორიაში ალტერნატიული ვერსიების არჩევას  ერიდებიან. იმ შემთხვევაში, თუ Mutt-ის სტუდიური ვერსია იქნებოდა წარდგენილი, ის გარანტირებულად იქნებოდა  ნომინირებული.

Grammy-ის ისტორიაში რამდენიმე ალტერნატიულ ვერსიას მართლაც მოუგია შესრულების კატეგორიებში, მათ შორის ადელის Set Fire to the Rain (Live) და ფარელ უილიამსის Happy (Live) –  ორივე მათგანი საუკეთესო პოპ-სოლო შესრულებისთვის დაჯილდოვდა და მუნი ლონგის Made for Me (Live on BET), რომელმაც საუკეთესო R&B შესრულების კატეგორიაში გაიმარჯვა. ასევე სემ სმითის Stay With Me (Darkchild Version), რომელმაც 2015 წელს წლის ჩანაწერის ჯილდო მოიგო, სწორედ ალტერნატიული ვერსია იყო,  ორიგინალი ჩანაწერი კი იმავე წელს გამოვიდა.

ბილი აილიში, შესაძლოა, კვლავ დაუბრუნდეს ფინალურ სიას ახალი სინგლით Wildflower. ეს იქნება მისი მეექვსე ნომინაცია ამ კატეგორიაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. 

ახალგაზრდა არტისტი sombr წარმოდგენილია სიმღერით Back to Friends. 20 წლის შემსრულებელი ამ ტრეკის ერთადერთი ავტორი და პროდიუსერია. სიმღერა მის სადებიუტო ალბომ I Barely Know Her-შია შესული.  ტეილორ სვიფტმა და რაიან ტედერმა აღნიშნეს, რომ ისინი sombr-ის დიდი გულშემატკივრები არიან.

ტაილას Push 2 Start წარდგენილია, როგორც წლის ჩანაწერის, ასევე საუკეთესო აფრიკული მუსიკალური შესრულებისთვის. ეს არის კატეგორია, რომელიც სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა ორი წლის წინ მოიგოსიმღერით Water.

ამ კატეგორიაში წლის ალბომის ნომინაციის რვავე სავარაუდო კანდიდატს დეტალურად განვიხილავთ. საბრინა კარპენტერი, Lady Gaga და კენდრიკ ლამარი SZA-სთან ერთად) ასევე არიან წარდგენილნი წლის ალბომის ნომინაციაზე. დანარჩენი ხუთი სავარაუდო ნომინანტი კი, შესაძლოა, ვერ მოხვდეს წლის ჩანაწერის ნომინაციაში: ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი სიმღერისთვის Who Believes in Angels?, Tyler the Creator სიმღერისთვის Sticky (GloRilla-ს, Sexyy Red-ის და Lil Wayne-ის მონაწილეობით),Clipse, Pusha T, Malice სიმღერისთვის Birds Don’t Sing (ჯონ ლეჯენდისა და Voices of Fire-ის მონაწილეობით), The Weeknd სიმღერისთვის Timeless (Playboi Carti-ს მონაწილეობით) და Bad Bunny სიმღერისთვის Baile Inolvidable ან DtM. 

ნახეთ სხვა სინგლები, რომლებიც ჯერ არ არის ნახსენები, თუმცა წლის საუკეთესო ჩანაწერის ძლიერ პრეტენდენტებს წარმოადგენენ: გრეისი აბრამსის That’s So True, ჩაპელ როუნის The Subway, ალექს უორენის Ordinary, ტეიტ მაკრეის Sports Car, ჯასტინ ბიბერის Daisies, არიანა გრანდეს twilight zone, კონან გრეის Vodka Cranberry, ლაუფის Lover Girl, ჯესი მერფის Blue Strips, შაბუზის Good News და ტედი სვიმსის Bad Dreams.

ქვემოთ ჩამოთვლილია რვა სინგლი,  რომლებიც Grammy-ს წლის ჩანაწერის კატეგორიაში სავარაუდო ნომინანტები არიან. 

გრეისი აბრამსი – That’s So True

გრეისი აბრამსი / Heather Hazzan

წინა ნომინაციები წლის ჩანაწერის კატეგორია: 0 

Hot 100-ში N6 პოზიციით

აღსანიშნავია, რომ გრეისი აბრამსმა ეს სინგლი აარონ დესნერთან და ჯულიან ბუნეტასთან ერთად შექმნა, რომელიც მისი პირველი ჰიტი გახდა Hot 100-ში და  ტოპ 10-შიც მოხვდა. ჯულიან ბუნეტა წელს ცერემონიაზე ამ კატეგორიაში საბრინა კარპენტერის Espresso-ს პროდიუსერობისთვის იყო ნომინირებული. ეს აბრამსისთვის მეორე ნომინაცია იქნება „დიდი ოთხეულის“ კატეგორიაში, ორი წლის წინ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციის შემდეგ.

სინგლი That’s So True ასევე იბრძვის საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციისთვის.

საბრინა კარპენტერი  – Manchild

Sabrina Carpenter Sarah Carpenter
Sabrina Carpenter Sarah Carpenter

წინა ნომინაციები წლის ჩანაწერის კატეგორიაში: 1

Hot 100-ში N1 პოზიცია (ერთი კვირა)

საბრინა კარპენტერმა წლევანდელ ცერემონიაზე ნომინაცია სიმღერით Espresso მიიღო და შესაძლოა, კვლავ მოხვდეს ფინალში ახალი, გამორჩეული ლიდ-სინგლით ალბომიდან Man’s Best Friend. სიმღერა მომღერალმა ჯეკ ანტონოფთან ერთად შექმნა, რომელიც წლის ჩანაწერის ნომინაციაზეა წარდგენილი. ეს ანტონოფის მეოთხე ნოიმინაცია იქნება ამ კატეგორიაში, მანამდე კი იგი  წარდგენილი იყო We Are Young (fun. ft. Janelle Monáe), ტეილორ სვიფტის Anti-Hero და Fortnight (ft. Post Malone) სიმღერებისთვის.

საბრინა კარპენტერის Manchild წლის საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციის კატეგორიისთვისაც იბრძვის,  რომელიც კარპენტერმა სიმღერით Espresso მოიგო. თუ საბრინა კარპენტერი Grammy-ს ამ კატეგორიაში გაიმარჯვებს, ის, შესაძლოა, გახდეს პირველი არტისტი, ვინც ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვებს 2012-13 წლების შემდეგ.  მაშინ ეს გამარჯვება ადელმა მოიპოვა სიმღერებით Someone Like You და Set Fire to the Rain (Live).

HUNTR/X (EJAE, Audrey Nuna, REI AMI)  – Golden

HUNTR/X
NETFLIX

წინა ნომინაციები: 0

Hot 100-ი N1 (რვა კვირა)

Golden შეიძლება ისტორიული, პირველი K-pop სიმღერა გახდეს, რომელიც წლის ჩანაწერის კატეგორიაში მოხვდება. ამავდროულად, ის იქნება პირველი ანიმაციური შემსრულებლის სიმღერა, რომელიც ამ ნომინაციას 1959 წლის შემდეგ მიიღებს, როცა პირველი Grammy-ს ცერემონიაზე იყო ნომინირებული ჯგუფ The Chipmunks-ის სიმღერა The Chipmunk Song .

ასევე მოსალოდნელია, Golden წლის საუკეთესო პოპ დუეტ/ჯგუფური შესრულების კატეგორიაში იყოს წარდგენილი.

Lady Gaga  – Abracadabra

Lady Gaga
Frank Lebon

წინა ნომინაციები: 3

Hot 100-ში N13 პოზიცია

ეს Lady Gaga-ს მეოთხე ნომინაცია იქნება წლის ჩანაწერის კატეგორიაში, მანამდე არტისტი ნომინირებული იყო სიმღერებით: Poker Face, Shallow (ბრედლი კუპერთან ერთად) და I Get a Kick Out of You (ტონი ბენეტთან ერთად).

სინგლი Abracadabra არტისტმა პროდიუსერებთან – Cirkut-თან (რომელიც მანამდე  ნომინირებული იყო ჩარლი XCX-ის 360-ზე მუშაობისთვის) და ენდრიუ უათთან (რომელმაც მოიპოვა ნომინაცია ჯასტინ ბიბერის Peaches-ის პროდიუსირებისთვის) ერთად შექმნა.

სიმღერა ასევე შესაძლოა, წარდგენილ იქნას წლის საუკეთესო Dance Pop ჩაწერის ნომინაციაში.

კენდრიკ ლამარი და SZA  – Luther

კენდრიკ ლამარი & SZA Andre D. Wagner
კენდრიკ ლამარი & SZA Andre D. Wagner

წინა ნომინაციები: ლამარი – 4, SZA – 3

Hot 100-ში N1 ადგილი (13 კვირა)

კენდრიკ ლამარი და SZA, შესაძლოა, პირველი დუეტი გახდეს, რომელიც ორჯერ მოიპოვებს წილის ჩანაწერის ნომინაციას. მათი პირველი წარდგენა შვიდი წლის წინ, სიმღერა All the Stars-ით შედგა.

Luther კენდრიკ ლამარის მეხუთე ნომინაცია იქნება,  რაც ჰიპ-ჰოპ არტისტებში ახალი რეკორდული მაჩვენებელია. ამჟამად კენდრიკ ლამარი და  Jay-Z ოთხ-ოთხი ნომინაციით თანაბარ პოზიციაზე არიან.

თუ ეს კოლაბორაცია გაიმარჯვებს, კენდრიკ ლამარი მეოთხე არტისტი გახდება, რომელმაც ამ კატეგორიაში ზედიზედ ორჯერ მოიპოვა გამარჯვება  –  რობერტა ფლეკის, U2-სა და ბილი აილიშის შემდეგ.

SZA-სთვის ეს მეოთხე ნომინაცია იქნება All the Stars, Kiss Me More, Kill Bill-ის შემდეგ.

სიმღერაში გამოყენებულია ლუთერ ვანდროსისა და შერილ ლინის 1982 წლის ვერსიის სემპლი (If This World Were Mine), რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. Luther ასევე შესაძლოა, ნომინირებული იყოს საუკეთესო მელოდიური რეპ-შესრულების კატეგორიაში.

ჩაპელ როუნი  – The Subway

ჩაპელ როუნი
Ryan Lee Clemens

წინა ნომინაციები: 1

Hot 100-ში N3 ადგილი 

ჩაპელ როუნმა, წელს წლის საუკეთესო ახალი არტისტის კატეგორიაში გაიმარჯვა, ამჯერად კი იგი  Grammy-ის სცენას ახალი სინგლით The Subway-ით უბრუნდება. სიმღერის პროდიუსერი დენ ნიგროა, რომელიც  წლის ჩანაწერზე ოლივია როდრიგოს ჰიტებით, driver’s license და vampire-ით, ასევე როუნის Good Luck, Babe!-ით ოთხჯერ იყო ნომინირებული.

სინგლი The Subway, შესაძლოა, წარადგინონ საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაზეც.

ROSÉ და ბრუნო მარსი  – APT.

ROSÉ და ბრუნო მარსი
ROSÉ და ბრუნო მარსი

წინა ნომინაციები: ROSÉ  – 0 ბრუნო მარსი  –  6

Hot 100-ში N3 პოზიცია

იმ შემთხვევაში, თუ ჰიტ-სინგლი  APT. გაიმარჯვებს, ბრუნო მარსი პირველი არტისტი გახდება, რომელმაც  წლის ჩანაწერის კატეგორია ოთხჯერ მოიგო. ამჟამად ის პოლ საიმონთან ერთად სამი გამარჯვებით ლიდერობს.

სიმღერის პროდიუსერები Cirkut, ომერ ფედი და როჟე ჩაჰაიედი არიან,

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სინგლები Luther და APT. ორივე იქნება ნომინირებული ამ კატეგორიაში, ეს გახდება პირველი შემთხვევა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, როცა ორი დამოუკიდებელი არტისტის კოლაბორაცია წლის ჩანაწერის ნომინაციაში მოხვდება.

APT. ასევე წარდგენილია საუკეთესო პოპ დუეტ/ჯგუფური შესრულების კატეგორიაში.

ალექს უორენი  – Ordinary

Alex Warren
Jack Dytrych

წინა ნომინაციები: 0

Hot 100-ში N1 პოზიცია (10 კვირა)

Ordinary ეს არის ალექს უორენის ემოციური ბალადა, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა და  ლიდერობდა როგორც ბრიტანულ ჩარტებში (13 კვირა), ასევე Billboard Global 200-ზე 10 კვირის განმავლობაში.

Ordinary წლის ოფიციალური Song of the Summer გახდა და შეიძლება, ამ სტატუსმა მას Grammy-ს ნომინაციაც მოუტანოს.

სიმღერა ასევე წარდგენილია საუკეთესო პოპ სოლო შესრულების კატეგორიაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mikano - Sxvisi Yopila

Mikano – ახალი სახე ქართულ მუსიკალურ სივრცეში და წარმატებული დებიუტი სიმღერით, „სხვისი ყოფილა“

შემდეგი სტატია

The Killers Todd Weaver

The Killers, Guns N’ Roses, Tyler, The Creator და Deftones Tecate Pa’l Norte 2026-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

TINDRA - საჭე

Tindra-ს შინაგანი მუსიკის ხმა სიმღერაში „საჭე”

„ამ ლექსსა და მუსიკაში ჩემი დაკომკიდებულებაა ასახული, რომელიც დამალვის სურვილთან, ფარ-ხმალის დაყრასთან, მაგრამ შემდეგ ისევ გზის გაგრძელების პროცესთან ასოცირდება.”
მეტი

გრეისი აბრამსი, ჰოლზი და სხვა მუსიკოსები ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ზოჰრან მამდანის გამარჯვებას გამოეხმაურნენ

ახალ ამბავს სიხარულით შეხვდნენ ასევე ლორდი, Clairo და სხვები.
მეტი
Mikano - Sxvisi Yopila

Mikano – ახალი სახე ქართულ მუსიკალურ სივრცეში და წარმატებული დებიუტი სიმღერით, „სხვისი ყოფილა“

"მე და ბატა არმაზში მივდიოდით და Chicago-ს ვუსმენდით, საცობში რომ შევჩერდით, გვერდით მანქანაში ჰარდკორ-ტექნო  ისმოდა, მეორე მხარეს, სამარშრუტო მანქანაში კი ხალხური მუსიკა. მაშინ მომივიდა აზრი, რომ  საინტერესო იქნებოდა მსგავსი მუსიკალური კლიპის გადაღება"
მეტი

ნახეთ ნიკ კეივის The Death of Bunny Munro-ს ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს მეტ სმითი ასრულებს

ვიდეოს საუნდტრეკად გასდევს ჯარვის კოკერის Black Magic-ისა და ნიკ კეივის Bright Horses-ის ნაწყვეტები.
მეტი

RADIOHEAD-ის დაბრუნება: იხილეთ სიმღერები, რომლებიც ბენდმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის Movistar Arena-ზე გამართულ შოუზე შეასრულა

RADIOHEAD-ის 20-დღიანი ტურის პირველი კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა. 2018 წლის ზაფხულის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბენდი სცენაზე სრული შემადგენლობით გამოვიდა.
მეტი