Snoop Dogg-ს შოტლანდიური საფეხბურთო გრანდის მფლობელობა სურს

როგორც ცნობილია, რეპერი საფეხბურთო კლუბ „სელტიკისგან” ზარს ელოდება.
Snoop Dogg
ADELA LOCONTE

Snoop Dogg-ს თავისი საყვარელი საფეხბურთო კლუბის, გლაზგოს „სელტიკის” მფლობელთა შორის ყოფნა სურს. 

შოტლანდიის Daily Record-თან საუბრისას, სნუპმა, რომელმაც წლის დასაწყისში ინგლისის ჩემპიონატის გუნდ „სვონსი სიტიში” ინვესტიცია განახორციელა, განაცხადა, რომ ახლა მზადაა, იგივე „სელტიკთანაც” გააკეთოს.

„ეს ისაა, რაზეც წარსულშიც მისაუბრია და თუ შესაძლებლობა მომეცა, აუცილებლად გავაკეთებ. „სელტიკი” დიდი კლუბია და ფანებს ამ დიდებულ სტადიონზე საუკეთესო ფეხბურთელების ნახვა სურთ. ერთადერთი, რაც მისმა მფლობელებმა უნდა გააკეთონ, უბრალოდ უნდა მკითხონ,” – ამბობს რეპერი. 

შოტლანდიის პრემიერლიგაში მოასპარეზე „სელტიკი” The Old Firm-ის ერთ მხარეს წარმოადგენს – მოვლენის, რომელიც ეწოდება ისტორიულ დერბის მატჩებს  „სელტიკსა” და ასევე გლაზგოს საფეხბურთო კლუბ „რეინჯერს” შორის. „სელტიკ პარკი” კი, კლუბის საკულტო საშინაო სტადიონი, მართლაც უზარმაზარია და ის 60 000 მაყურებელს იტევს. გუნდს 100 მთავარი ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორისაა ევროპის თასი (ამჟამად უეფას ჩემპიონთა ლიგა) 1966-1967 საფეხბურთო სეზონზე. 

სნუპი არ არის ფეხბურთის რიგითი გულშემატკივარი. Record-თან საუბრისას მან „სელტიკის” შანსებიც განიხილა, რომელსაც ამჟამად მარტინ ო’ნილი ხელმძღვანელობს, ბრენდან როჯერსის კლუბიდან წასვლის შემდეგ. რეპერის თქმით, მომავალი წარსულს ეკუთვნის და ის ისურვებდა კლუბში ავსტრალიელი მწვრთნელის, ანჯ პოსტეკოგლუს დაბრუნებას, რომელიც, „ნოტინგემ ფორესტის” მცირეხნიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, ამჟამად თავისუფალია. 

„სელტიკთან” 2-წლიანი წარმატებული სამწვრთნელო პერიოდის დროს პოსტეკოგლუმ კლუბს მრავალი ტიტული მოაგებინა. „მარტინ ო’ნილი დიდ პატივისცემას იმსახურებს. ის მუდამ ჩვენთანაა, როცა გვჭირდება. თუმცა ვფიქრობ, რომ ანჯი უნდა დავაბრუნოთ. კლუბი იმას გააკეთებს, რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ ფანებს ნამდვილად გაუხარდებათ მისი დაბრუნება.”

როგორც აღმოჩნდა, სნუპი სპორტის დიდი გულშემატკივარია. 2005 წელს მან სნუპის ახალგაზრდული საფეხბურთო ლიგა (SYFL) დააარსა, რომელმაც ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) არაერთი მოთამაშე გაზარდა. გასულ თვეს კი რეპერმა ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის ფინალზე იმღერა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Madonna 2024 წლის 4 მაისი, ბრაზილია. WIREIMAGE FOR LIVE NATION

მადონას თქმით, Rosalía-ს ახალი ალბომის „მოსმენას ვერ წყვეტს”

შემდეგი სტატია

Anita Abgariani - Shine Like a Star | 🇬🇪 Georgia | Official Music Video | Junior Eurovision 2025

საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს ანიტა აბგარიანი წარადგენს სიმღერით Shine Like a Star

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი