საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს ანიტა აბგარიანი წარადგენს სიმღერით Shine Like a Star

საბავშვო ევროვიზია თბილისში 13 დეკემბერს გაიმართება.
Anita Abgariani - Shine Like a Star | 🇬🇪 Georgia | Official Music Video | Junior Eurovision 2025
Anita Abgariani – Shine Like a Star | 🇬🇪 Georgia | Official Music Video | Junior Eurovision 2025

2025 წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო მუსიკალურ კონკურსს წელს თბილისი უმასპინძლებს, სადაც საქართველოს სახელით პირველი არხის მუსიკალური პროექტის, „რანინას” მერვე სეზონის გამარჯვებული, 11 წლის ანიტა აბგარიანი წარდგება.

7 ნოემბერს საქართველომ ანიტა აბგარიანის საკონკურსო სიმღერა Shine Like a Star  და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა. მუსიკის ავტორი კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი მარიამ ღვალაძეს ეკუთვნის, ვიდეორგოლზე კი პირველი არხის თანამშრომლებმა იმუშავეს. კლიპის რეჟისორი თემურ კვირკველიაა, კოსტიუმის დიზაინი კი იზა ნადარეიშვილმა შექმნა.

საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს საერთაშორისო მუსიკალურ საბავშო კონკურსს, რომელიც 13 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელსაც კონკურსი ოთხჯერ აქვს მოგებული. პირველად საბავშო ევროვიზია საქართველოში 2017 წელს გაიმართა, გასულ წელს კი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ კონკურსზე 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოიპოვა გამარჯვება, რის შედეგადაც თბილისი უკვე მეორედ საბავშვო ევროვიზიის მასპინძელი ქალაქი  გახდა. 

წლევანდელ კონკურსში 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

ნახეთ საბავშვო ევროვიზიის მონაწილის, ანიტა აბგარიანის საკონკურსო სიმღერა Shine Like a Star.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Snoop Dogg-ს შოტლანდიური საფეხბურთო გრანდის მფლობელობა სურს

შემდეგი სტატია

ახალ ინტერვიუში SZA-მ კენდრიკ ლამარისა და დრეიკის დაპირისპირებაზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი