მაკლ ჯექსონის Thriller 1984 წლის შემდეგ პირველად Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვდა

სიმღერა ჰელოუინის პერიოდში ყოველთვის აქტუალური ხდება და 2018 წლიდან ჩარტში პოზიციების გამყარების ტენდენციაც ყოველწლიურია. თუმცა აქამდე Thriller მე-19 ადგილზე მაღლა არასდროს ასულა.
მაიკლ ჯექსონი
Thriller

1984 წლის მარტში მაკლ ჯექსონის ჰიტმა – Thriller Billboard Hot 100-ის მე-4 პოზიცია დაიკავა. ეს ჯექსონის ალბომის უკვე მეშვიდე ჰიტი იყო, რომელიც ტოპ ათეულში შევიდა და იმ დროისთვის ჩარტის რეკორდიც მოხსნა. 15 ნოემბრით დათარიღებულ Hot 100-ის ჩარტში სიმღერამ 32-დან მე-10 ადგილზე გადაინაცვლა და კვლავ ტოპ 10-ში დაბრუნდა. 

მიზეზი, თუ რატომ დაწინაურდა 40 წლის წინანდელი სიმღერა ასე სწრაფად, მარტივია: ის ჰელოუინის პერიოდში მუდმივად აქტუალური ხდება და 2018 წლიდან  ჩარტში პოზიციების გამყარების ტენდენციაც ყოველწლიურია. თუმცა აქამდე Thriller მე-19 ადგილზე მაღლა არასდროს ასულა. 

2024 წელს ჰელოუინის პერიოდში სიმღერის გაყიდვების ანგარიშზე  აშშ-ის მასშტაბით 17 მილიონი ოფიციალური სტრიმი და 5 000 ციფრული გაყიდვა იყო. 2025 წელს კი Thriller-ის კულმინაციურმა კვირამ 14 მილიონი სტრიმი და 3 000 გაყიდვა მოიტანა. ამ შემცირებული მაჩვენებლის მარტივი ახსნა ის კი არ არის, რომ Thriller ნაკლებად პოპულარულია, უბრალოდ საქმე დროის ფაქტორს ეხება, კერძოდ,  2024 წელს ჰელოუინი ხუთშაბათს აღინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩარტის კვირა მოიცავდა როგორც ჰელოუინის ღამეს, ისე მის წინა ექვს დღეს, როცა შესაბამისი სიმღერები უკვე აქტიურდება. ხოლო წელს, როცა ჰელოუინი პარასკევ დღეს დაემთხვა, გაზრდილი მაჩვენებლები ჩარტის წინა კვირაში დაფიქსირდა, ხოლო ჰელოუინის ღამის შემდეგ ყოველდღიური სტრიმები სწრაფად დაეცა და მალევე ჩვეულებრივ ნიშნულს დაუბრუნდა. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წელი გაყიდვების მხრივ სიმღერისთვის უფრო წარმატებული იყო, მაშინ, ერთი შეხედვით, 2025 წლის ნახტომი ჩარტში კიდევ უფრო დამაბნეველია. 

მიზეზი კონკურენციის შემცირებით აიხსნება. Taylor Swift-ის The Life of a Showgirl-ის სიმღერები უკვე გასცდა სტრიმინგის ძლიერ პიკს და არც ბევრი ახალი ჰიტი გამოჩენილა, რომელიც მას ჩაანაცვლებდა. ამ კვირაში Thriller მე-6 ადგილზეა Streaming Songs ჩარტში და მე-5 ადგილზე Digital Song Sales-ში. 2023 ან 2024 წლებში ეს მაჩვენებლები ტოპ 10-ში მოსახვედრად საკმარისი არ იქნებოდა.

სიმღერას ასევე დაეხმარა Billboard-ის განახლებული წესები, რომლის მიხედვითაც ჰიტები, რომლებიც დიდხანს იკავებენ პოზიციებს, ჩარტიდან იხსნება. ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით, Thriller-ს მეტი სივრცე გაუჩნდა ჩარტში დაწინაურებისთვის. 

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში არ ყოფილა არც ერთი ახალი მასშტაბური რელიზი, რომელიც ჰელოუინის თემატურ სიმღერებს კონკურენციას გაუწევდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tyler the Creator ფილმში Marty Supereme Courtesy Photo

Tyler, The Creator ტიმოთე შალამესთან ერთად ახალი ფილმის, Marty Supreme-ის თრეილერში ცეკვავს

შემდეგი სტატია

Rustavelli – რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს ახალი ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი