Tyler, The Creator ტიმოთე შალამესთან ერთად ახალი ფილმის, Marty Supreme-ის თრეილერში ცეკვავს

ჯოშ საფდის მიერ გადაღებული ფილმი საშობაოდ გამოვა
Tyler the Creator ფილმში Marty Supereme Courtesy Photo
Tyler the Creator ფილმში Marty Supereme Courtesy Photo

ჯოშ საფდის ახალ ფილმში Tyler, The Creator პირველ სრულმეტრაჟიან როლს ასრულებს. Marty Supreme-ში, რომლის ტრეილერიც 11 ნოემბერს გამოქვეყნდა, ასევე მონაწილეობენ ტიმოთე შალამე და გვინეტ პელტროუ.

ტიმოთე შალამე მარტი მაუსერის, ახალგაზრდა პინგ-პონგის მოთამაშის როლს ასრულებს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროფესიონალურ სპორტში შევიდეს. სიუჟეტი ნაწილობრივ პინგ-პონგის მსოფლიო ჩემპიონ მარტი რეისმანის ცხოვრებაზეა დაფუძნებული.

Tyler, The Creator-ის პერსონაჟი, როგორც თრეილერიდან ვიგებთ, მარტის ახლო მეგობარია. გრემის მფლობელი რეპერი ფილმის თრეილერში რამდენჯერმე ჩნდება, ერთ-ერთ სცენაში ის სისხლიანი ცხვირით მარტის წინააღმდეგ პინგ-პონგის პარტიაში თამაშობს.

დინამიური თრეილერის ფინალში რეპერი მანქანიდან გადმოდის და გზის პირას მარტისთან ერთად ცეკვავს.

Marty Supreme-ის პრემიერა საშობაოდ გაიმართება. ამასთან, უკვე აქტიურად მიდის საუბარი ფილმის ოსკარზე წარდგენასთან დაკავშირებით.  მსახიობთა გუნდის შემადგენლობაში არიან ასევე: პენ ჯილეტი, ოდესა აზიონი, კევინ ო’ლერი და აბელ ფერარა.

ოქტომბერში ჯოშ საფდიმ ნიუ-იორკის 63-ე კინოფესტივალზე ფილმი დაუგეგმავად აჩვენა, რასაც მაყურებლების ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა. სწორედ მაშინ, Tyler, The Creator-იც ავიდა სცენაზე და პუბლიკას მიმართა. რეპერმა  აღნიშნა, რომ რეჟისორის „უსაზღვრად მადლიერია“, რადგან ის იყო პირველი, ვინც მას, როგორც მსახიობს, ენდო.

„ჯოშ, მადლობა შენ! გთხოვთ, ოვაციები არ დაიშუროთ ამ ადამიანისთვის. იმდენად მადლიერი ვარ მისი, ამას  სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მე უბრალოდ ფორტეპიანოზე ვუკრავ და კარგ ტანსაცმელს ვიცვამ, მსახიობობასთან კი საერთო არაფერი მაქვს.“ – თქვა სცენაზე Tyler, The Creator-მა.

შემდეგ კი განაგრძო:  „ეს კაცი იმდენად გამორჩეულია, რომ მე მას სრულად ვენდე და ვუთხარი: „გავაკეთებ ყველაფერს, რაც დაგჭირდება, სცენარის წაკითხვაც კი არ მინდა, უბრალოდ მოვალ და იქ ვიქნები, ეს ყველაფერი იმიტომ ვთქვი, რომ ვენდობი ამ ადამიანს, და იმ გზას, რომელიც მან შექმნა და წარმართა. ეს მართლაც შესანიშნავი იყო, ემოციურად ავფორიაქდი, რადან შენ შანსი მომეცი, ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი, მიყვარხარ და  გთხოვთ ტაში დაუკარით.” 

ნახეთ ფილმ Marty Supreme-ის თრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქეთი მელუა ფლორენციაში დავით თორაძისადმი მიძღვნილი კონცერტის ვიდეოს აზიარებს

შემდეგი სტატია

მაკლ ჯექსონის Thriller 1984 წლის შემდეგ პირველად Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი