ენ ჰეთეუეი და მერილ სტრიპი „ეშმაკს აცვია პრადა 2-ის” პირველ ტრეილერში გამოჩნდნენ

ტრეილერს საუნდტრეკად მადონას სიმღერა გასდევს.

„ეშმაკს აცვია პრადა” ოფიციალურად დაბრუნდა. 12 ნოემბერს ფილმის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომლის საუნდტრეკიც მადონას ცნობილი სიმღერაა.

50-წამიან ვიდეოში მაყურებელი ბრუნდება ჟურნალ Runway-ს ოფისში, ნიუ-იორკში, სადაც მირანდა პრისლი წითელი ქუსლიანი ფეხსაცმლით მიაბიჯებს. კადრებს ფონად გასდევს მადონას საკულტო სიმღერა Vogue, რომელიც Billboard Hot 100-ის ლიდერი ჰიტია.

მას შემდეგ, რაც მერილ სტრიპი ლიფტში შედის, კარის დახურვამდე მას ენ ჰეთეუეი უერთდება, რომელიც ენდი საქსის როლს განასახიერებს. „მირანდა,” – ამბობს ჰეთეუეის პერსონაჟი. სტრიპის გმირი კი პასუხობს: „საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდა.”

ფილმის პრემიერა 2026 წლის მაისშია დაგეგმილი. ცნობილია, რომ მასში ასევე ბრუნდებიან სტენლი ტუჩი და ემილი ბლანტი.

მადონასთვის უცხო არ არის „ეშმაკს აცვია პრადას” სამყარო. Vogue გამოყენებულია ფილმის პირველი ნაწილის ერთ-ერთ სცენაშიც, სადაც ენდი ნიუ-იორკის ქუჩებში მაღალი მოდის ტანისამოსს ირგებს და საბოლოოდ მირანდას აღიარებას იმსახურებს.

მართალია, ფილმის ბევრი დეტალი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, როგორც ცნობილია, „ეშმაკს აცვია პრადა 2” წარმოაჩენს, თუ როგორ უმკლავდება Runway-ს სტაჟიანი რედაქტორი მირანდა პრისლი ბეჭდური ინდუსტრიის კრიზისს. ფილმში ძველ პერსონაჟებთან ერთად ახალი სახეებიც გამოჩნდებიან, რომელთა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, ლედი გაგაც არის.  

ნახეთ ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Radiohead Tom Sheehan

Radiohead-ის ალბომი Hail to the Thief (Live) ოთხ სხვადასხვა ჩარტში ტოპ ათეულშია

შემდეგი სტატია

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

სან-პაულოს სახელმწიფო პროკურატურის განკარგულების თანახმად, YE-ს დააკავებენ, თუ ის ბრაზილიაში კონცერტის დროს ნაციზმის პროპაგანდას შეეცდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი