სან-პაულოს სახელმწიფო პროკურატურის განკარგულების თანახმად, YE-ს დააკავებენ, თუ ის ბრაზილიაში კონცერტის დროს ნაციზმის პროპაგანდას შეეცდება

„სან-პაულოში არ დავუშვებთ იმ ადამიანების ღონისძიებებს, ვინც ნაციზმს მხარს უჭერს,” – ნათქვამია განცხადებაში.
კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic
კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი.
ჯეფ კრავიცი / FilmMagic

29 ნოემბერს სან-პაულოში კანიე უესტის კონცერტი იყო დაგეგმილი. Metropoles-ის ცნობით, ახლახან სან-პაულოს სახელმწიფო პროკურატურამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, YE-ს დააკავებენ, თუ ის კონცერტის დროს რაიმე პრო-ნაცისტურ განცხადებას გააკეთებს ან შეასრულებს სკანდალურ სიმღერას – Heil Hitler.

„ვინც ნაციზმს პროპაგანდას უწევს, ის ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სივრცეში ვერც იმღერებს და ვერც დაუკრავს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნაციზმის პროპაგანდისტები ვერ დაკავდნენ ვერანაირი აქტივობით. სან-პაულოში არ დავუშვებთ იმ ადამიანების ღონისძიებებს, ვინც ნაციზმს მხარს უჭერს,” – განაცხადა ქალაქის მერმა რიკარდო ნუნესმა.  

Billboard-მა YE-ს წარმომადგენლებს კომენტარისთვის მიმართა.

გარდა ამისა, პროკურატურის სპეციალური განკარგულების თანახმად, უესტის კონცერტის ორგანიზატორები – გილიერმე კავალკანტე და ჟან ფაბრიციო რამოსი ასევე დაექვემდებარებიან დაკავებას, თუ არტისტის შოუს დროს რაიმე ფორმით ნაციზმის პროპაგანდა გავრცელდება.

ამჟამად YE და მისი გუნდი ახალ ადგილის ეძებს, რადგან მერიის გადაწყვეტილებით, Interlagos-ის ავტოდრომზე დაგეგმილი შოუ არტისტის მიერ წარსულში გაკეთებული ანტისემიტური განცხადებების გამო გაუქმდა. პროკურორმა ანა ბეატრის პერეირა დე სოუზა ფრონტინიმ ოქტომბერში სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააწესა იმ შემთხვევისთვისაც, თუ YE-ს ბრაზილიაში ყოფნისას ტანსაცმელზე რაიმე ნაცისტური სიმბოლიკა ექნება გამოსახული.

ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა ბრაზილიის შოუ. YE-ს ასევე დაგეგმილი აქვს კონცერტები 13 დეკემბერს სამხრეთ აფრიკაში და 30 იანვარს მექსიკაში.

ნოემბერში კანიე უესტი რაბინს შეხვდა და ბოდიში მოიხადა წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო. მან იუდეველთა საზოგადოების მიმართ მიყენებული ტკივილის გამო სინანული გამოხატა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვზივარ და პასუხისმგებლობას ვიღებ,“ – უთხრა უესტმა რაბინ იოშიაჰუ იოსეფ პინტოს. „სხვადასხვა სირთულე გავიარე, მათ შორის ბიპოლარული აშლილობა, რის გამოც ზოგჯერ ისეთ იდეებს ვყვებოდი, რომ ჩემი და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების დაცვის ვალდებულება მავიწყდებოდა. ამიტომ ახლა სრული პასუხისმგებლობის აღება მსურს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ენ ჰეთეუეი და მერილ სტრიპი „ეშმაკს აცვია პრადა 2-ის” პირველ ტრეილერში გამოჩნდნენ

შემდეგი სტატია

Shakira, Zoo Courtesy

Shakira-ს ახალი სიმღერა Zoo Disney-ს ანიმაციურ ფილმ Zootopia-2-შია გამოყენებული, სადაც იგი პერსონაჟ Gazelle-ს ახმოვანებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი