ემინემი Detroit Lions-ის მადლიერების დღისადმი მიძღვნილი სპეციალური მატჩის მუსიკალური შოუს პროდიუსერი იქნება

ემინემი და მისი მენეჯერი პოლ როზენბერგი 2025 წლიდან 2027 წლამდე შოუს წარმოების, პრეზენტაციისა და შემსრულებელთა შერჩევის პროცესში კონსულტანტების სტატუსით ჩაერთვებიან.
ემინემი New York Jets-ის და Detroit Lions-ის მატჩზე. 2018 წლის 10 სექტემბერი. დეტროიტი, მიჩიგანი.
JOE ROBBINS/GETTY IMAGES

ემინემმა და მისმა მენეჯერმა, პოლ როზენბერგმა, ამერიკული ფეხბურთის ცნობილ გუნდთან – Detroit Lions-თან მრავალწლიან პარტნიორობას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, ისინი მადლიერების დღის მუსიკალური შოუს აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან.

Lions-მა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ემინემი და როზენბერგი 2025 წლიდან 2027 წლამდე შოუს წარმოების, პრეზენტაციისა და შემსრულებელთა შერჩევის პროცესში კონსულტანტების სტატუსით ჩაერთვებიან.

„ჩვენთვის დიდი პატივია Lions-თან ძალების გაერთიანება და დეტროიტის სპორტის უდიდეს ტრადიციაში მონაწილეობის მიღება,“ – თქვა როზენბერგმა განცხადებაში. „ათეულობით მილიონ მაყურებელს შევთავაზებთ დაუვიწყარ შოუებს, სადაც მსოფლიო დონის არტისტები გამოვლენ.“

მუსიკალურ შოუზე პროდიუსერული კომპანია Jesse Collins Entertainment იმუშავებს. ბოლო წლებში მუსიკალური შოუების მთავარი შემსრულებლები იყვნენ Shaboozey, ჯეკ ჰარლოუ და Big Sean.

„ძალიან გვიხარია, რომ ვმუშაობთ მარშალთან და პოლთან – მუსიკალურ ინდუსტრიაში ორ ყველაზე წარმატებულ და ავტორიტეტულ ფიგურასთან, თანაც ისინი მრავალი წელია, Lions-ის გულშემატკივრები არიან,“ – აღნიშნა Detroit Lions-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, როდ ვუდმა. „მათი რეპუტაცია მოგვცემს შესაძლებლობას, მოვიზიდოთ უმაღლესი დონის არტისტები და საბოლოოდ, ეს ყოველწლიური შოუ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კულტურულ მოვლენად ვაქციოთ NFL-ის კალენდარში.“

ფანების ნაწილმა კომენტარებში იმედი გამოთქვა, რომ ემინემი, შესაძლოა, თავადაც იყოს შოუს ერთ-ერთი შემსრულებელი.

ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუ ვინ გამოვა 2025 წლის შოუში, რომელიც Ford Field-ზე გაიმართება – იქ, სადაც მადლიერების დღის აღსანიშნავ ტრადიციულ  მატჩზე ერთმანეთს Lions და Green Bay Packers დაუპირისპირდებიან.

ნახეთ Detroit Lions-ის ოფიციალური განცხადება: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლაურა პაუზინის ვატიკანის ისტორიულ ცერემონიაზე „ბილბორდ” იტალიის Global Icon-ის ჯილდო გადაეცა

შემდეგი სტატია

D'Angelo - 2015 წლის 15 მარტი, ოსტინი, ტეხასის შტატი. რიკ კერნი/GETTY IMAGES

Questlove-მა დაადასტურა, რომ  D’Angelo-ს ალბომი მალე გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი