Questlove-მა დაადასტურა, რომ  D’Angelo-ს ალბომი მალე გამოვა

The Roots-ის დრამერმა და D’Angelo-ს დიდი ხნის კოლაბორაციონისტმა განაცხადა, რომ მომღერლის უსათაურო LP წარსულისა და მომავლის მორიგი კლასიკური შერწყმა იქნება.
D'Angelo - 2015 წლის 15 მარტი, ოსტინი, ტეხასის შტატი. რიკ კერნი/GETTY IMAGES
D’Angelo – 2015 წლის 15 მარტი, ოსტინი, ტეხასის შტატი. რიკ კერნი/GETTY IMAGES

ერთ-ერთი ხრიკი, რომელიც D’Angelo-მ თავის სამ სტუდიურ ალბომში გამოიყენა, იყო ის, რომ ალბომში ერთდროულად ჟღერდა 1960-იანი წლების დაკარგული R&B კლასიკა, შორეული სოულ-ბლუზი და მომავლის ფანკი.

თუ Brown Sugar-ის (1995), Voodoo-ს (2000) ან Black Messiah-ის (2014) რეტრო-ფუტურისტული ჟღერადობა არ გაკმაყოფილებთ,  The Roots-ის წევრ Questlove-ს თქვენთვის კარგი ამბავი აქვს. გასულ შაბათ-კვირას 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიის წითელ ხალიჩაზე, The National News Desk-თან საუბრისას, დრამერმა, ოსკარის მფლობელმა დოკუმენტალისტმა და D’Angelo-ს დიდი ხნის კოლაბორაციონისტმა მიანიშნა, რომ სამომავლოდ ახალი ალბომის გამოცემა იგეგმება. 

გასულ წელს გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსი ნელ-ნელა აგროვებდა ტრეკებს გრემის მფლობელი ალბომის, Black Messiah-ის დიდი ხნის ნანატარი გაგრძელებლისთვის.  „ეს ხმა ყოველთვის წარსულიდანაა, თუმცა მომავლისკენაა მიმართული. ამ ჩანაწერსაც იგივე ხასიათი ექნება.” – განაცხადა Questlove-მა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე დამატებითი ინფორმაცია პრესისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ არის, 2024 წელს Rolling Stone Music Now პოდკასტთან საუბარში კოლაბორაციონისტი რაფაელ სადიკი აღნიშნავდა, რომ მუსიკოსი თავს კარგად გრძნობდა და მუსიკაზე მუშაობდა. “რამდენჯერმე ვესაუბრე  – აღფრთოვანებულია. ბევრს არ ვსაუბრობთ, მაგრამ როცა ვსაუბრობთ, ეს სიგიჟეა. მაგალითად, ის მეუბნება: “ამას უნდა მოუსმინო. ბას-გიტარაზე უნდა დაუკრა. ერთი ტრეკი მაქვს, უნდა ჩაერთო, რადგან ის შენზეა შექმნილი.” – აღიშნავდა სადიკი ინტერვიუში. 

მისივე თქმით, იმ დროს D’Angelo ექვს კომპოზიციაზე ერთდროულად მუშაობდა და ამით საოცრად აღფრთოვანებული ჩანდა. „ახლა თვითონ მართავს თავის ბედს. მართალია, მენეჯერიც ჰყავს, მაგრამ ვერავინ აიძულებს, ის გააკეთოს, რაც არ სურს. ახლა იცის, რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და ეს მისი სრულიად ახალი მიდგომაა.“

სადიკის თქმით, სიმღერებს შორის, რომლებზეც ისინი მუშაობდნენ, იყო ძველი ტრეკი მათი ადრეული პერიოდიდან, როდესაც მცირე დროით ჩამოაყალიბეს ჯგუფი A Tribe Called Quest-ის Q-Tip-თან ერთად. „ვფიქრობ, ეს ჩანაწერი D’Angelo-ს ახალ ალბომში მოხვდება. ეს არის ჩანაწერი, რომელიც ყველამ ერთად გავაკეთეთ. ბასზე მე ვუკრავ, D’Angelo-ც უკრავს და ფონად ორივე ერთად ვმღერით, ჯანდაბა ეს საოცარი ფანკია, ეს მუსიკა კარგად დაძველდა, კარგი მუსიკა ყოველთვის კარგად ძველდება.” – აღნიშნა სადიკმა.

როგორც მას სჩვეოდა ხოლმე, D’Angelo ათწლეულზე მეტი ხნის წინ  რადარიდან  გაქრა და მხოლოდ 2018 წელს გამოჩნდა, როდესაც Red Dead Redemption 2-ისთვის ვიდეოთამაშის საუნდტრეკისთვის  სიმღერა May I? Stand Unshaken ჩაწერა.  2021 წელს  Verzuz-ის სცენაზე არასაკონკურსო ფორმატით, D’Angelo & Friends-ის კონცერტით, აპოლოს თეატრში წარდგა. ეს პრაქტიკულად სოლო შოუ იყო, რომელშიც Method Man & Redman, H.E.R. და The Vanguard-ის ტრომბონისტი ქიონ ჰაროლდი მონაწილეობდნენ.

D’Angelo, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად 14 ოქტომბერს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი  Jay-Z-სთანაც თანამშრომლობდა სიმღერისთვის I Want You Forever, რომელიც ფილმ The Book of Clarence-ის საუნდტრეკების სიაში შევიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ემინემი Detroit Lions-ის მადლიერების დღისადმი მიძღვნილი სპეციალური მატჩის მუსიკალური შოუს პროდიუსერი იქნება

შემდეგი სტატია

ძი იუ x „ჭაობი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი