დეტროიტის ლეგენდები ემინემი და ჯეკ უაითი მადლიერების დღის აღსანიშნ შოუზე ერთად პირველად წარდგნენ

რეპ სუპერვარსკვლავმა ღონისძიება თავის მენეჯერთან, პოლ როზენბერგთან ერთად წარადგინა.
ემინემი და ჯეკ უაითი Green Bay Packers-ის და Detroit Lions-ის თამაშის ნახევარტაიმის დროს. 2025 წლის 27 ნოემბერი. Gregory Shamus / Getty Images
ემინემი და ჯეკ უაითი Green Bay Packers-ის და Detroit Lions-ის თამაშის ნახევარტაიმის დროს. 2025 წლის 27 ნოემბერი. Gregory Shamus / Getty Images

გასაკვირი არ იყო, რომ 27 ნოემბერს ჯეკ უაითმა Detroit Lions-ის მადლიერების დღის ყოველწლიურ კლასიკურ მატჩზე,  Ford Field-ზე, The White Stripes-ის სპორტული ჰიმნი Seven Nation Army  შეასრულა.

ყველაზე დიდ სიურპრიზად კი დეტროიტის კიდევ ერთი ლეგენდის, ემინემის გამოჩენა იქცა, რომელიც საკუთარ მენეჯერთან, პოლ როზენბერგთან ერთად შოუს თანაპროდიუსერი იყო.

სუპერვარსკვლავი სპეციალურად Detroit Lions-ისთვის შექმნილი სამოსით წარდგა, სადაც ჯეკ უაითის შვიდწუთიანი სეტის შუა ნაწილში   სიმღერები: Till I Collapse და The White Stripes-ის Hello Operator-ს შეასრულა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორი დეტროიტელი მუსიკოსი – ემინემი და ჯეკ უაითი სცენაზე ერთად წარდგნენ. თან იმ ფონზე, როცა 8 ნოემბერს The White Stripes როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, ხოლო პარალელურად White’s Third Man Records-ის დეტროიტის ფილიალის გახსნის 10 წლის იუბილე აღინიშნა. აღსანიშნავია, რომ ემინემი დიდების დარბაზში 2022 წელს შეიყვანეს.

შოუზე ჯეკ უაითი ცისფერ გიტარაზე უკრავდა, „მიყვარხარ, დეტროიტ!”  – განაცხადა მუსიკოსმა სცენიდან.

შოუ Detroit Lions-სა და ბერბენკში დაფუძნებული Jesse Collins Entertainment-ის სამწლიანი პარტნიორობის პირველი ღონისძიებაა, რომელიც ცნობილია Super Bowl-ის წინა ნახევარფინალური შოუების შექმნით. პროექტში ასევე ჩართულნი არიან ემინემი და მისი მენეჯერი პოლ როზენბერგი. ემინემი და როზენბერგი ასევე მუშაობდნენ Collins Entertainment-თან Michigan Central-ის გახსნისადმი მიძღვნილ 2024 წლის ივნისის კონცერტზე, სადაც ჯეკ უაითიც გამოდიოდა.

JCE-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სეთ დუდოვსკიმ Billboard-ს განუცხადა, რომ ემინემისა და როზენბერგის მოსამზადებელ ჯგუფში ჩართვის შესახებ განხილვები NFL-ის სეზონის დასაწყისში გაიმართა, ხოლო ჯეკ უაითი მალევე იქცა შოუს მთავარ ღერძად.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვექმნა შოუ, რომელიც ქალაქის ნამდვილ ღირებულებებს  წარმოაჩენდა და ასევე იქნებოდა Lions-ის ერთგული.  ამ ელემენტების და ფასეულობების გათვალისწინებით, ჯეკ უაითი იდეალური შემსრულებელი იყო… როკ-ენ-როლის წარმოჩენა სცენაზე და მისი შესულება Detroit-ის ფარგლებს სცდება, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა სტდიონზე ან სპორტულ ღონისძიებაზე და ერთხელ მაინც მოუსმენია ლეგენდარული ჰიტი – Seven Nation Army“. – აღნიშნა დუდოვსკიმ. 

მშობლიური ქალაქის შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებდა დეტროიტის მკვიდრი, გრემის მფლობელი გოსპელ მომღერალი სისი ვაინანსი, რომელიც ეროვნული ჰიმნის შესასრულებლად ნეშვილიდან ჩამოფრინდა.

„ეს დიდი პატივია,“  – განუცხადა სისი ვიანანსმა Billboard-ს. „შვიდი ძმის და მამის გარემოცვაში გავიზარდე, ამიტომ Lions-ის თამაშს  ყოველ წელს ვუყურებდით. ათნი ვიყავით, შესაბამისად, ხშირად ყველა ბილეთის შეძენას ვერ ვახერხებდით და მატჩებს ტელევიზორით ვადევნებდით თვალს. აქ ყოფნა და ჰიმნის შესრულება ჩემთვის დიდი პატივია, ეს განსაკუთრებული და საოცრად სასიამოვნო მომენტია.” – აღნიშნა მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ Lions-ის თამაში NFC North-ის მეტოქესთან – Green Bay Packers-თან მადლიერების მატჩების სერიიდან პირველი იყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მას შემდეგ, რაც ინგლისელი რეპერი EsDeeKid ტიმოთე შალამესთან დააკავშირეს, არტისტის პოპულარობა გაიზარდა

შემდეგი სტატია

,,სასწაულის მოლოდინში“ – საპრემიერო სამზადისი სოხუმის თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი