ერთმოქმედებიან სპექტაკლში ნაჩვენებია ორი 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის შეხვედრა სოხუმში. მრავალწლიანი განშორების შემდეგ მათი საუბარი, ფაქტობრივად, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ერთმანეთს დაცილებული საზოგადოებების დიალოგია. მეგობრები იხსენებენ განვლილ წლებს, ახალგაზრდობას და მათ ცხოვრებას კონფლიქტამდე, ჰყვებიან მნიშვნელოვანი შინაარსით დატვირთულ ამბებს წარსულიდან, საუბრობენ მომავალი თაობების მშვიდობიან ცხოვრებაზე, განიხილავენ სხვადასხვა პრობლემას… სპექტაკლის მსვლელობისას წარმოჩენილი იქნება როგორც წარსულის ფრაგმენტები, ისე ეპიზოდები აწმყოდან.

სცენარის ავტორი გურამ ოდიშარიაა, რეჟისორი – გიორგი კაშია, რეჟისორის თანაშემწე – სვეტლანა გოგოხია, კომპოზიტორი – გიორგი ჯღარკავა, მხატვარ-სცენოგრაფი – ანანო დოლიძე, ქორეოგრაფი – ეკა არჩაია.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ლევან ბერიკაშვილი, მერაბ ყოლბაია, გიგა აბულაძე, ნოდარ მელაძე, გიორგი გოგიშვილი, ჯანო იზორია, დავით ჩოგოვაძე, ბადრი ბეგალიშვილი, ჯაბა ჯანაშია, ზეინაბ დვალიშვილი, ბექა ქავთარაძე, ელენე ქურთიშვილი, გოგი გუგუჩია.

წარმოდგენაში ასევე მონაწილეობენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები: ალექსანდრე კობალაძე, ლუკა სვანიძე , ალექსანდრე კასაბური, ანა ნოზაძე, მონიკა მუშკუდიანი, ნატალია ზედელაშვილი, ნატალია ჭიჭინაძე, ელისაბედ გიორგობიანი, მარიამ მითაგვარია, ელიზავეტა ბენდელიანი.
სპექტაკლის მთავარი მიზანია, აღადგინოს და განავითაროს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირები.
ფონდ „კანანელის“ პროექტის, „ძმები დიოსკურების თანავარსკვლავედის“
ფარგლებში დადგმული სპექტაკლის „სასწაულის მოლოდინში“ ფინანსური მხარდამჭერია: კულტურის სამინისტრო, ორგანიზაცია “შემოქმედებითი საქართველო” და თბილისის მერია.

ფოტოების ავტორი: გიორგი ნიკოლიშვილი
სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერია: Billboard Georgia