პროდიუსერის აქცენტი: ზაქ ნაჰოუმი ოლივია დინის ჰიტების წყალობით Hot 100 პროდიუსერების ჩარტის სათავეშია

ზაქ ნაჰოუმმა ოლივია დინის ალბომ – The Art of Loving-ში თორმეტივე სიმღერა, მათ შორის Man I Need წარადგინა.
ოლივია დინი ლოლა მენსელი
ოლივია დინი ლოლა მენსელი

,,ბილბორდის” პროდიუსერების სერია Producer Spotlight ისეთ პირებს გამოარჩევს, რომლებიც ამჟამად ,,ბილბორდის” პროდიუსერების  რეიტინგში  არიან.

ბოლო პერიოდში მომღერალმა ოლივია დინმა ამ ჩარტებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, პირველ რიგში მისივე სინგლის –  Man I Need-ის წყალობით, რომელიც Billboard Hot 100-ის ტოპ ხუთეულშია.

არტისტის წარმატებული სინგლის პარალელურად, მისი პროდიუსერი ზაქ ნაჰოუმი ამ კვირის Hot 100 Producers ჩარტში ხუთეულიდან პირველ ადგილზე გადავიდა, ეს კი მისი დებიუტია ,,ბილბორდის” ჩარტის ლიდერ პოზიციაზე. ზაქ ნაჰოუმი, ოლივია დინის ალბომის, The Art of Loving-ის მთავარ პროდიუსერად მოიაზრება. 

ალბომი Billboard 200-ზე მე-7 პოზიციაზეა, გასულ კვირას კი ახალი რეკორდი მე-5 ადგილით დაამყარა, რაც ოლივია დინისთვის პირველი ტოპ 10-ის ალბომია. 

ზაქ ნაჰოუმმა ამ კვირაში Hot 100 Producers-ის ჩარტში პირველი ადგილი ოლივია დინის ალბომის ხუთი ტრეკის წყალობით დაიკავა. 

ნახეთ სიმღერების ჩამონათვალი:

N: 4, Man I Need

N: 18, So Easy (To Fall In Love) (კოპროდიუსერი ჯონ რაიანი და ჯულიან ბუნეტა) 

N: 55, A Couple Minutes

N: 82, Nice to Each Other

N: 97, Let Alone the One You Love  (კოპროდიუსერი ჯონ რაიანი, ჯულიან ბუნეტა და მეთ ზარა.)

მიუხედავად იმისა, რომ ხუთივე სიმღერა ზაქ ნაჰოუმს ჩარტებში პოპულარობას მატებს, ყველაზე დიდი წვლილი მაინც სიმღერებს: Man I Need-ს, A Couple Minutes-ს და Nice to Each Other-ს მიუძღვის, რადგან იგი სამივე ტრეკის ერთადერთ პროდიუსერად ითვლება. ასევე მნიშვნელოვანია სიმღერა Let Alone the One You Love, რომელმაც ამ კვირაში 97-ე ადგილი დაიკავა. სიმღერამ აშშ-ში ოფიციალური სტრიმინგი 4.7 მილიონიანი მაჩვენებლით დააგროვა, რაც წინა კვირასთან შედარებით 45%-ით მეტია. ეს პოპულარობა კი, სავარაუდოდ, ოლივია დინის 15 ნოემბერს Saturday Night Live-ში სტუმრობას უკავშირდება. 

Man I Need ოლივია დინისა და ზაქ ნაჰოუმის პირველი ჰიტია, რომელიც Hot 100-ში მოხვდა. მანამდე კი,  2021 წელს, ნაჰოუმი Hot Rock & Alternative Songs-ში 39-ე ადგილს იკავებდა PinkPantheress-ის სიმღერით Reason.

ოლივია დინისა და PinkPantheress-ის გარდა ზაქ ნაჰოუმმა ასევე შექმნა ტრეკები Bakar-ის, gnash-ის, slowthai-სა და Biig Piig-ისთვის.

Billboard-ის Hot 100 Producers-ის ჩარტი პროდიუსერის მიერ ყოველ ტრეკზე დაგროვილ ქულებს ეფუძნება, რომელიც Hot 100-ზე ხვდება. ნაჰოუმისთვის მისი ხუთივე ტრეკი ამ ქულებით ითვლება. მაგალითად, სიმღერაზე So Easy (To Fall In Love) სამი პროდიუსერი მუშაობდა და ქულებიც სამივე მათგანზე თანაბრად განაწილდა. 

Hot 100 Producers-ის სრული ჩარტი და ჟანრების რეიტინგი შეგიძლიათ Billboard.com-ზე ნახოთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Stranger Things-ის მეხუთე სეზონის პირველი ნაწილი ABBA-ს, მაიკლ ჯექსონის და სხვა არტისტების პოპ და როკ კლასიკებით დაბრუნდა

შემდეგი სტატია

მუსიკალური პროექტი SPID და მისი ახალი ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი