Chanel-მა A$AP Rocky-ს და მარგარეტ ქუალის მონაწილეობით მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარადგინა

ვიდეო ფრანგი რეჟისორის, მიშელ გონდრის მიერ არის გადაღებული.
A$AP Rocky ესწრება 2025 წლის CFDA Fashion Awards-ს. 2025 წლის 3 ნოემბერი, ნიუ-იორკი.
JOHN NACION

A$AP Rocky და მსახიობი მარგარეტ ქუალი Chanel-ის უახლესი მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი გმირები არიან და მოდის სახლის ცხოვრებაში ახალი თავის დაწყებას აღნიშნავენ.

სამწუთიანი სიურრეალისტური ვიდეო ფრანგი რეჟისორის, მიშელ გონდრის მიერ არის გადაღებული და მისი პრემიერა 30 ნოემბერს შედგა. ფილმი იწყება სცენით, სადაც რეპერი და მსახიობი ერთ საწოლში იღვიძებენ. რამდენიმე წამში ქუალი ბინას სწრაფად ტოვებს და ნიუ-იორკის მეტროსკენ მიდის. როკი მას ჩუმად აედევნება და მანჰეტენზე ხელს სთხოვს.

ფილმი Chanel-ის ყოველწლიური ღონისძიების – Métiers d’Art 2026-ის შოუს კამპანიის ნაწილია, რომელიც 2025 წლის 2 დეკემბერს გაიმართება.

A$AP Rocky, რომელიც ახლახან გახდა Chanel-ის ამბასადორი, მიშელ გონდრისთან თანამშრომლებზე საუბრობს. რეჟისორი განსაკუთრებით ცნობილია ფილმით – Eternal Sunshine of the Spotless Mind. მიშელ გონდრიმ 2005 წელს საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ოსკარიც მიიღო.

„ჩემი ყველა მუსიკალური ვიდეო, რომელსაც თავად ვიღებ, მისი ფილმებით არის შთაგონებული. მინდა, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმიც გადავიღო. ეს ის ადამიანია, ვისგანაც ინსპირაციას ვიღებ,“ – უთხრა როკიმ ჟურნალ Vanity Fair-ს.

როცა რეპერმა ინსტაგრამზე ფილმის თიზერი პირველად გამოაქვეყნა, ინტერნეტ მომხმარებლებმა კომენტარების სექციაში იუმორით გაიხსენეს როკის პრტნიორი რიანა. „ეს რირის უნდა გავუგზავნო,” – წერდა ერთ-ერთი მათგანი.

მარგარეტ ქუალი კი მუსიკალური პროდიუსერის და ბენდ Bleachers-ის ფრონტმენის – ჯეკ ანტონოფის ცოლია. წყვილმა 2023 წლის აგვისტოში იქორწინა. სტუმრებს შორის იყვნენ ტეილორ სვიფტი, ლანა დელ რეი, ჩანინგ ტეიტუმი, ზოე კრავიცი და კარა დელევინი.

ნახეთ Chanel-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი A$AP Rocky-ს და მარგარეტ ქუალის მონაწილეობით:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tatuza Jazz Club-ში აარონ პარკსის ტრიოს მუსიკალური საღამო გაიმართება

შემდეგი სტატია

Iggy Azalea-ს თქმით, მას მუსიკაში დაბრუნების ინტერესი აღარ აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი