Iggy Azalea-ს თქმით, მას მუსიკაში დაბრუნების ინტერესი აღარ აქვს

რეპერმა ამის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა.
Iggy Azalea
CHARLES SYKES/BRAVO/GETTY IMAGES

Iggy Azalea ოფიციალურად ემშვიდობება რეპკარიერას. ავსტრალიაში დაბადებულმა არტისტმა, რომელიც ბოლო დროს სამეწარმეო და ციფრულ ბიზნესზეა გადართული, დაადასტურა, რომ მუსიკალურ ინსდუსტრიაში დაბრუნებას არ გეგმავს.

აღნიშნული ინფორმაცია ინსტაგრამის პოსტს მოჰყვა, სადაც აზალიამ სელფი გამოაქვეყნა. ერთ-ერთმა ფანმა კი ჰკითხა, ახალ კონტრაქტს ხომ არ აფორმებდა ხმისჩამწერ სტუდიასთან. 

„ჯანდაბა, არა,” – უპასუხა კომენტარებში მუსიკოსმა. „თუმცა ამაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვფიქრობდი. დარწმუნებული ვარ, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნება არ მინდა.”

რეპერი უკვე წლებია, მუსიკალურ კარიერას ჩამოშორდა. ბოლო სტუდიური ალბომი The End of an Era 2021 წელს გამოსცა, როგორც მისი ცხოვრების შემოქმედებითი ეტაპის დასასრული. აზალიას დებიუტი 2014 წელს შედგა ალბომით The New Classic. ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად, მისი სინგლი Fancy კი Billboard Hot 100-ის ლიდერი გახდა. აზალია დეკადის ერთ-ერთ ყველაზე კომერციულად წარმატებულ ავსტრალიელ რეპერად იქცა.

წლის დასაწყისში მუსიკოსმა X-ზე დაწერა, რომ Universal Music Group-ს მისთვის გადასახდელი „მილიონობით დოლარის” ოდენობის საერთაშორისო როიალტი მართებდა. ის ამტკიცებდა, რომ საუბარი რვანიშნა ციფრებს ეხებოდა და ამბობდა, რომ კარიერის ადრეულ ეტაპზე კორპორაციამ ანაზღაურება „ტექტნიკურად მოპარა”. Universal Music Group-ს ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, აზალიამ კი საკითხის განხილვა და არტისტების უფლებებისა და როიალტის გამჭვირვალობისთვის ბრძოლა განაგრძო.

აგვისტოში რეპერი ABC News-ზე გამოჩნდა, სადაც გულახდილად ისაუბრა იმ წნეხზე, რომელიც ცნობადობის ზენიტში გამოსცადა. მან გაიხსენა, რომ კარიერის დასაწყისში მას „ინდუსტრიის მცენარე” შეარქვეს და რეპინდუსტრია „ბრძოლის ველად” მოიხსენია. „მუდმივად ნაღმებზე დავდიოდი და ამას უბრალოდ ვერ გავუძლებდი. ეს არ არის გაძლებადი,” – თქვა მან და დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გზაზე ბევრ შეცდომას უშვებდა, მუსიკისადმი მისი დამოკიდებულება ყურადღების ცენტრში ყოფნის ემოციურმა წნეხმა შეცვალა. 

„არის რაღაცები, რაც დავიმსახურე, ან რაღაცები, რაც უკეთ შემეძლო გამეკეთებინა. მაგრამ ვერ ვიჯდები ამის გამო მთელი დღე და ვერ ვინერვიულებ. ეს უბრალოდ ცხოვრების ნაწილია.”

ამჟამად აზალია ბიზნესსაქმიანობაზეა გადართული, რაც მოიცავს კრიპტოვალუტის პროექტებსა და ონლაინ შემოქმედებით სფეროს. და როგორც მისი ბოლო კომენტარი მიანიშნებს, მუსიკალური ინდუსტრიიდან წასვლის გადაწყვეტილება მყარია და დარბუნების გეგმები ჯერჯერობით ჰორიზონტზეც არ ჩანს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Chanel-მა A$AP Rocky-ს და მარგარეტ ქუალის მონაწილეობით მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარადგინა

შემდეგი სტატია

აარონ პარკსის ტრიოს ორი გამორჩეული კონცერტი Tatuza Jazz Club-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი