SZA-ს თქმით, თეთრი სახლი არტისტებს საკუთარი ქმედებების პიარისთვის განზრახ აღიზიანებს

„თეთრი სახლის მიერ არტისტების აგრესიის გამოწვევა და ამის უფასო პიარისთვის გამოყენება სიბნელის კულმინაციაა,” – წერს SZA.
SZA 2025 წლის LACMA Art+Film Gala-ზე.
STEFANIE KEENAN/GETTY IMAGES

R&B-ის შემსრულებელი ვარსკვლავი SZA თეთრი სახლის ბოლო პიარ ტაქტიკას აკრიტიკებს. 10 დეკემბერს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში არტისტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ონლაინ სივრცეში ცნობილი ადამიანების განზრახ გაღიზიანების და გაბრაზების მცდელობაში ადანაშაულებს.

თავისი ყოფილი მენეჯერის, ტერენს ჰენდერსონის პოსტზე გამოხმაურებისას SZA-მ დაწერა: „თეთრი სახლის მიერ არტისტების აგრესიის გამოწვევა და ამის უფასო პიარისთვის გამოყენება სიბნელის კულმინაციაა“.

გრემის მფლობელმა შემსრულებელმა ადმინისტრაციის ქმედებები და „შოკისა და გაოცების ტაქტიკის“ გამოყენება მკაცრად გააკრიტიკა და ამ სტრატეგიას „ბოროტება და ამავდროულად მოსაწყენი“ უწოდა.

Billboard-მა კომენტარისთვის თეთრ სახლს მიმართა.

თავდაპირველ პოსტში SZA-ს ყოფილი მენეჯერი, Top Dawg Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორი წერდა: „არტისტების პროვოცირება, რათა მათ პროპაგანდას და პოლიტიკური დღის წესრიგის გავრცელებას შეუწყონ ხელი, ბინძური თამაშია. შეწყვიტეთ ეს!“.

მიუხედავად იმისა, რომ არ დაუკონკრეტებიათ, ზუსტად რას გულისხმობდნენ, SZA-ს და ტერენს ჰენდერსონის პოსტები, სავარაუდოდ, ეხებოდა ბოლოდროინდელ ტენდენციას, რომლის მიხედვით, თეთრი სახლის ოფიციალური სოციალური მედიის ანგარიშები ცნობილი ლიბერალი არტისტების მუსიკის ფონზე შექმნილ ვიდეოებს აქვეყნებენ.

დეკემბერში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა აშშ-ის ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) ვიდეო, რომელშიც გამოყენებული იყო სიმღერა – Juno. ოფიცრების კოლაჟში ჩანდა, როგორ მისდევდნენ და ხელბორკილებს ადებდნენ ადამიანებს ქუჩებში, ფონად კი Short n’ Sweet-ის ჰიტი Juno ჟღერდა. პოსტს კარპენტერის პასუხი მოჰყვა: „ეს ვიდეო ბოროტი და ამაზრზენია,”– დაწერა კარპენტერმა X-ზე. „არასოდეს გამოიყენოთ ჩემი მუსიკა თქვენი არაადამიანური დღის წესრიგის სასარგებლოდ.” კრიტიკის შემდეგ თეთრმა სახლმა ვიდეო წაშალა. კარპენტერის მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ, Newsweek-თან გაზიარებულ პასუხში თეთრი სახლის სპიკერმა აბიგეილ ჯექსონმა თქვა: „ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით ჩვენი ქვეყნიდან სახიფათო კრიმინალების – მკვლელების, მოძალადეებისა და პედოფილების დეპორტაციისთვის.”

ნოემბერში ოლივია როდრიგომ ადმინისტრაცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ ICE-ის ვიდეოში მისი სიმღერა – All-American Bitch გამოიყენეს. მომღერალმა მაშინ დაწერა: „არასოდეს გამოიყენოთ ჩემი სიმღერები თქვენი რასისტული, სიძულვილით სავსე პროპაგანდის გასავრცელებლად“.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ TikTok ვიდეოსთვის ასევე გამოიყენა ტეილორ სვიფტის სიმღერა – The Fate of Ophelia, რასაც სვიფტის ფანების დიდი უკმაყოფულება მოჰყვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსე 2026 წლის „მეტ გალას” თანათავმჯდომარე იქნება

შემდეგი სტატია

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტი 15 დეკემბერს გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი