2026 წლის გრემის საუკეთესო ალბომის ყდაზე წარდგენილი ხუთი ნომინანტიდან ოთხის ავტორი თავად არტისტია

ბოლო დროს მუსიკოსები ხშირად თავადვე არიან საკუთარი ალბომების არტდირექტორები ან თანადირექტორები.
Tyler, the Creator და Bad Bunny
LUIS “PANCH” PEREZ; ERIC ROJAS

გრემის ხმის მიცემის საბოლოო რაუნდი 12 დეკემბერს იწყება. საუკეთესო ალბომის ყდისთვის წარდგენილი ხუთი ნომიმანტიდან კი ოთხი ალბომის ყდა თავად შემსრულებელ არტისტებს ეკუთვნით.

ტაილერ ოკონმა, ცნობილი, როგორც Tyler, The Creator, ნომინაციაში წარდგენილია, როგორც საკუთარი ალბომის, Chromakopia-ს არტდირექტორი. მისი მეტოქეები არიან ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო, ცნობილი, როგორც Bad Bunny, ალბომისთვის Debí Tirar Más Fotos; ჯო კერი, იგივე Djo ალბომისთვის The Crux და რაიან ტესდეილი ალბომისთვის moisturizer.

ერთადერთი ნომინანტი საუკეთესო ალბომის ყდის კატეგორიაში, რომლის ავტორიც მისივე შემსრულებელი არ არის, Perfume Genius-ის ალბომი Glory-ა. 

ხმისჩამწერმა აკადემიამ წელს ხელახლა ჩაუშვა საუკეთესო ალბომის ყდის კატეგორია, თუმცა ნომინაცია სათავეს 1959 წელს გრემის პირველი ცერემონიიდან იღებს. მაშინ ეს კატეგორია ფრენკ სინატრამ მოიგო, როგორც არტდირექტორმა საკუთარი ალბომისა Frank Sinatra Sings for Only the Lonely. ამავდროულად, სინატრას ალბომი წლის ალბომის ნომინაციაშიც იყო წარდგენილი. წელს კი იმავე სცენარს იმეორებს ტაილერის Chromakopia და Bad Bunny-ს Debí Tirar Más Fotos.

ახალი კატეგორიის დაანონსებისას ხმისჩამწერი აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰარვი მესონ ჯუნიორმა განაცხადა: „ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელ ციფრულ სამყაროში ალბომების ყდები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. არსებობს საკულტო ყდები, რომლებსაც ერთი შეხედვითაც ცნობ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ალბომი ფიზიკურად არასდროს გქონია. მათი კულტურული მნიშვნელობა უდავოა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვიფიქრეთ, რომ ეს კატეგორია აუცილებელი იყო.”

ალბომების არტმიმართულების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებენ თავად მუსიკოსები. გრემის არსებობის პირველი 32 წლის განმავლობაში სინატრა ერთადერთი არტისტი იყო, რომელსაც ჯილდო საკუთარი ალბომის არტდირექტორობისთვის ჰქონდა მიღებული. ბოლო 35 წლის განმავლობაში კი ათმა არტისტმა მოახერხა არტდირექტორის ჯილდოს მოპოვება ალბომის საუკეთესო შეფუთვის ნომინაციაში.

როცა 7 ნოემბერს გრემის ნომინაციები გამოცხადდა, Chromakopia-ს არტდირექტორებად შონ ლეველინი და ლუის პერესი იყვნენ დასახელებული. თუმცა 9 დეკემბერს ისინი სიიდან ამოიღეს და მათ ნაცვლად თავად ტაილერი ჩასვეს. იგივე მოხდა Djo-ს შემთხვევაშიც. თავდაპირველად მისი ალბომის ყდისთვის გრემის ნომინანტად უილიამ უესლი იყო დასახელებული, რომელსაც ასევე 9 დეკემბერს თავად Djo-ც მიემატა.

ხმის მიცემის ბოლო ეტაპი 5 იანვრამდე გაგრძელდება. გრემის 68-ე დაჯილდოება კი პირველ თებერვალს შედგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკალური ინდუსტრიის უახლესი რელიზები

შემდეგი სტატია

ლუ დელუზი საბავშო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული. ფოტო კორინ კამინგი EBU

საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საფრანგეთის წარმომადგენელმა ლუ დელუზმა გაიმარჯვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი

ჯასტინ ბიბერი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა – მომღერალმა Coachella-ზე მსმენელს დასამახსოვრებელი მუსიკალური შოუ შესთავაზა

პოპვარსკვლავმა შაბათს გამართულ სეტზე უდიდესი ჰიტები YouTube-ის ვიდეოების ფონზე შეასრულა და განვლილი გზა გაიხსენა.
მეტი