საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საფრანგეთის წარმომადგენელმა ლუ დელუზმა გაიმარჯვა

13 დეკემბერს თბილისში საერთაშორისო მეგა შოუ საბავშვო ევროვიზია 2025 გაიმართა, სადაც გამარჯვებული ქვეყანა საფრანგეთი გახდა.
ლუ დელუზი საბავშო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული. ფოტო კორინ კამინგი EBU
ლუ დელუზი საბავშო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული. ფოტო კორინ კამინგი EBU

საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიებების მასპინძლობა შეუძლია. საბავშვო ევროვიზიამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდა არტისტები, დელეგაციები და მილიონობით მაყურებელი გააერთიანა.

საქართველომ წელს მეორედ უმასპინძლა საბავშვო ევროვიზიას, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული და საერთაშორისო მოვლენაა. კონკურსში 18 ქვეყანა მონაწილეობდა, შოუს პირდაპირი ტრანსლაცია კი მსოფლიოს 20 ქვეყანაში მიმდინარეობდა.

საღამოს მთავარი გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ლუ დელუზი გახდა სიმღერით  Ce Monde, რომელმაც ჟიურისა და მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმის მიცემის შედეგად – 96 ქულა და  საერთო ჯამში 248 ქულით გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ადგილზე უკრაინა გავიდა, რომლის წარმომადგენელიც სოფია ნერსესიანი იყო სიმღერით Motanka, უკრაინამ ჟიურის შეფასებით 79 ქულა მიიღო, თუმცა ხალხის ხმის მიცემით 98 ქულა დაიმსახურა და საერთო ჯამში 177 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. 

კონკურსი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოსთვისაც. ქვეყანა საბავშვო ევროვიზია 2025-ზე ანიტა აბგარიანმა შთამბეჭდავი სიმღერით Shine Like Star წარადგინა. მისი შესრულება პროფესიონალმა ჟიურიმ მაღალი ქულებით შეაფასა – ანიტამ 121 ქულა მიიღო, ონლაინ ხმის მიცემით კი 55 ქულა დააგროვა. საერთო შედეგებით, საქართველომ 176 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ძლიერ პოზიციას საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში.

საქართველოში საბავშვო ევროვიზია 2025-ის ორგანიზება ერთობლივად საქართველოს კულტურის სამინისტრომ, საქართველოს პირველმა არხმა და „სთარინგ ჯორჯიამ“  უზრუნველყო. ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი შოუ თანამედროვე სცენოგრაფიითა და საერთაშორისო სტანდარტების სატელევიზიო წარმოებით გამოირჩეოდა. საბავშვო  ევროვიზია 2025-ის მასშტაბური ღონისძიების ჩატარებით საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას და შესაძლებლობას, უმასპინძლოს მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტებს.

იხილეთ საბავშვო ევროვიზია 2025 ის მონაწილე ქვეყნების სრული სია და ქულები:

  1. საფრანგეთი – ლუ დელუზი, Ce monde  – 248 ქულა
  2. უკრაინა – სოფია ნერსესიანი, Motanka – 177 ქულა
  3. საქართველო – ანიტა აბგარიანი, Shine Like a Star –  176 ქულა
  4. სომხეთი – ალბერტი, Brave Heart – 175 ქულა
  5. ესპანეთი – გონსალო პინილოსი, Érase una vez 152 ქულა
  6. ალბანეთი – კრონი პულა, Fruta perime – 145 ქულა
  7. ჩრდილოეთ მაკედონია – ნელა მანჩესკა, Miracle  – 141 ქულა
  8. პოლონეთი – მარიანა კლოსი, Brightest Light – 139 ქულა
  9. სან მარინო – მარტინა CRV, Beyond the Stars – 125 ქულა
  10. ნიდერლანდები – მედოუ, Freeze – 93 ქულა
  11. მალტა – ელიზა ბორგი I Believe – 92 ქულა
  12. იტალია – ლეონარდო ჯოვანანგელი, Rockstar – 73 ქულა
  13. პორტუგალია –  ინეშ გონსალვეში, Para onde vai o amor? – 73 ქულა
  14. ხორვატია – მარინო ვრგოჩი, Snovi – 70 ქულა
  15. აზერბაიჯანი – იაგმური, Miau Miau – 66 ქულა
  16. კვიპროსი –  რაფაელა & ქრისტოსი, Away – 50 ქულა
  17. მონტენეგრო – ასია ჯოგოვიჩი, I tužna i srećna priča – 49 ქულა
  18. ირლანდია – ლოტი ო’დრისკოლი, Rúin – 44 ქულა
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2026 წლის გრემის საუკეთესო ალბომის ყდაზე წარდგენილი ხუთი ნომინანტიდან ოთხის ავტორი თავად არტისტია

შემდეგი სტატია

Black Eyed Peas-ის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ფერჯი ჯგუფს დაუბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი