შაკირას ცოცხალი შესრულება შვილებთან ერთად და ლათინური მუსიკის სხვა სიახლეები

კოლუმბიელ არტისტს ვაჟები – მილანი და საშა ბუენოს-აირესის კონცერტზე შეუერთდნენ და სიმღერა „Acróstico“ შეასრულეს.
შაკკრა შვილებთან ერთად Zootopia 2-ის პრემიერაზე. 2025 წლის 13 ნოემბერი. ლოს-ანჯელესი.
AXELLE/BAUER-GRIFFIN/FILMMAGIC

ახალი რელიზები, მნიშვნელოვანი განცხადებები და დასამახსოვრებელი მომენტები – Billboard-ის რედაქტორები ამ კვირის ლათინური მუსიკის სამყაროში მომხდარ მოვლენებს აჯამებენ. 

შაკირა შვილებთან ერთად სცენაზე

ლათინური ამერიკის ტურის Las Mujeres Ya No Lloran-ის ფარგლებში, შაკირამ ბუენოს-აირესში კონცერტის მსვლელობისას გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუწყო და სცენაზე თავისი ორი შვილი მიიწვია. ეს მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში პირველი ასეთი შესრულება იყო. კოლუმბიელ არტისტს ვაჟები – მილანი და საშა შეუერთდნენ და სიმღერა „Acróstico“ შეასრულეს. კომპოზიცია, რომელიც შაკირამ 2023 წელს, დედის დღეს გაავრცელა, შვილებს მიუძღვნა.

კონცერტის შემდეგ შაკირამ სოციალურ ქსელში დაწერა: „მადლობა ამ მომენტისთვის, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. შვილებთან ერთად სიმღერა ჯადოსნური იყო – მათში არსებული მუსიკის დანახვა და იმ ოჯახების ყურება, რომლებიც ერთად მღეროდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ, დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა.“

კარლოს ვივესის ფონდს 10 წელი შეუსრულდა

ამ კვირაში კარლოს ვივესმა და მისმა მეუღლემ, კლაუდია ელენამ, მათი ფონდის Tras La Perla-ს ათი წლის იუბილე აღნიშნეს. ფონდი შეიქმნა ვივესის მშობლიურ ქალაქ სანტა-მარტაში ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასევე სიერა ნევადასა და სიენაგა გრანდეს ეკოსისტემების დასაცავად.

„წარსულს რომ გადავხედავ, იმედით მავსებს იმის დანახვა, თუ როგორ გადაიქცა ჩვენი მიწის სიყვარულზე დაფუძნებული იდეა რეალურ პროექტებად, რომლებიც იმ რეგიონს ცვლიან, სადაც დავიბადე,“ – აღნიშნა ვივესმა განცხადებაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში Tras La Perla ასევე აქტიურად უწყობდა ხელს, რომ შესაბამისი  საჭიროების მქონე ოჯახებს ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე ჰქონოდათ წვდომა. ფონდმა ასევე ხელი შეუწყო გარემოს აღდგენით პროექტებს. 

კარლოს ვივესი და კლაუდია ელენა
ფოტო: TRAS LA PERLA

Grupo Frontera  ახალ კლიპში ერთგულ მსმენელთან შეხვედრის ისტორიას აზიარებს

Se Me Sale-ის ახალი კლიპით Grupo Frontera-მ ფანთან – კიბოთი დაავადებულ პერლა ლეილასთან შეხვედრის ისტორია გააზიარა. თითქმის სამწუთიან ვიდეოში, სადაც ჯგუფი სიყვარულზე მღერის, ტეხასელი მუსიკოსები პერლასთან ერთად დროს დისნეილენდში ატარებენ. კლიპში ასევე ჩანს გოგონას საავადმყოფოში მკურნალობის კადრები და ემოციური მომენტები მის მშობლებთან ერთად.

ვიდეოს დასაწყისში წერია: „ეძღვნება პერლიტას, რომელმაც სინათლე ყველაზე ბნელ დღეებშიც კი იპოვა. ამ ვიდეოდან მიღებული მთელი შემოსავალი პერლასა და მის ოჯახს გადაეცემა.“

სილვანა ესტრადას დებიუტი ჯიმი კიმელის შოუში

სილვანა ესტრადა პირველად გამოჩმდა Jimmy Kimmel Live-ში, სადაც ლოს-ანჯელესის ფილარმონიასთან ერთად შეასრულა სიმღერა „Dime“. კომპოზიცია შესულია ახალ ალბომში – Vendrán Suaves Lluvias.

„ვერ ვიჯერებ! ემოციებით და მღელვარებით სავსე ვარ. საოცარია იმის ნახვა, თუ რა გზებზე მატარებს ახალი სიმღერები. უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ,“ – დაწერა მექსიკელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა ინსტაგრამზე. გამოსვლის შემდეგ მან გაიხსენა, როგორ ჩამოვიდა სან-ფრანცისკოდან ლოს-ანჯელესში მანქანით და რეპეტიციას ბოლო წუთებში მიუსწრო. „ეს ყველასთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს სიმღერა ჩემი ცხოვრების რთულ პერიოდში დავწერე და ახლა, დეკემბრის ამ ლამაზ საღამოს, ლოს-ანჯელესში, ასე განსაკუთრებულად გაჟღერდა. მადლობა ჩემი მუსიკის მხარდაჭერისთვის,“ – აღნიშნა მან.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Black Eyed Peas-ის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ფერჯი ჯგუფს დაუბრუნდა

შემდეგი სტატია

Torcho-მ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი