Black Eyed Peas-ის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ფერჯი ჯგუფს დაუბრუნდა

„ბოლოს და ბოლოს, მოვახერხეთ შეკრება და ერთად აღვნიშნავთ ჩვენს იუბილეს,” – წერს მომღერალი.
The Black Eyed Peas 2011 წლის Super Bowl-ზე
JEFF KRAVITZ/FILMMAGIC

ფერჯი Black Eyed Peas-ს პირველად დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც რვა წლის წინ ჯგუფი დატოვა. მომღერალმა ინსტაგრამზე ფოტოები გააზიარა, სადაც ის ჯგუფის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით will.i.am-თან, Taboo-სა და Apl.de.Ap-თან პოზირებს.

„ბოლოს და ბოლოს მოვახერხეთ შეკრება და ერთად აღვნიშნავთ ჩვენს იუბილეს,” – წერს ფერჯი პოსტის აღწერაში. „განსაკუთრებული ღამეა ჩემს ძმებთან ერთად, ბევრი სიყვარულით სავსე.”

ფერჯიმ, იგივე სტეისი ენ ფერგიუსონმა, ჯგუფი ოფიციალურად 2018 წელს დატოვა და სოლო კარიერასა და დედობაზე გადაერთო. Black Eyed Peas-მა კი შემოქმედება უკვე ტრიოს ფორმატში განაგრძო. მხარეები მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ. 

საიუბილეო შეკრებამდე ფერჯი სცენას ერთხელ უკვე დაუბრუნდა. ოქტომბერში ის მოულოდნელად წარდგა Ludacris-ის კონცერტზე ატლანტაში, სადაც მათ 2006 წლის ჰიტი Glamorous შეასრულეს. 

სიმღერის დასრულების შემდეგ Ludacris-მა მაყურებელს მიმართა და უთხრა, რომ ფერჯი სცენაზე შვიდი წელია, არ მდგარა. შემდეგ კი ინსტაგრამზე დაწერა: „ჩვენ აქ ფერჯი გვყავდა! ატლანტა გაგიჟდა! მიყვარს ჩემი და.”

მიუხედავად იმისა, რომ Black Eyed Peas-ის გაერთიანებას უფრო არაფორმალური  სახე აქვს, ვიდრე პროფესიონალური, ჯგუფის მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ეს მომენტი დიდ დატვირთვას ატარებს. ფერჯისთან, როგორც ჯგუფის მთავარ წევრთან ერთად, ისინი დომინირებდნენ 2000-იანებისა და ადრეული 2010-იანების ჩარტებში ისეთი ალბომებით, როგორებიცაა Elephunk, The E.N.D. და ჰიტებით Where Is the Love?, Boom Boom Pow და I Gotta Feeling.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლუ დელუზი საბავშო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული. ფოტო კორინ კამინგი EBU

საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საფრანგეთის წარმომადგენელმა ლუ დელუზმა გაიმარჯვა

შემდეგი სტატია

შაკირას ცოცხალი შესრულება შვილებთან ერთად და ლათინური მუსიკის სხვა სიახლეები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი