Karajan Academy და ნინო კასრაძე Tatuza Jazz Club-ის სცენაზე

ღონისძიება Into the Open ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.
Karajan Academy და ნინო კასრაძე Tatuza Jazz Club-ის სცენაზე
Karajan Academy და ნინო კასრაძე Tatuza Jazz Club-ის სცენაზე

17 დეკემბერს Tatuza Jazz Club-ში საერთაშორისო კამერული მუსიკის საღამო გაიმართა. მსმენელის წინაშე Karajan Academy წარდგა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ შოსტაკოვიჩის, სილვესტროვის, რიხმისა და შუმანის ნაწარმოებები, ნინო კასრაძის ლიტერატურულ ჩართვებთან ერთად.

Karajan Academy: ჰარი ფრედერიკ კელერ უორდი – ვიოლინო, ბეატა ანტიკაინენი – ჩელო, ნორა ტუულია ილიონენი – პიანინო

მუსიკალური კოლექტივის შემადგენლობაში იყვნენ: ჰარი ფრედერიკ კელერ უორდი – ვიოლინო, ბეატა ანტიკაინენი – ჩელო და ნორა ტუულია ილიონენი – პიანინო. ღონისძიება Into the Open ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.

Into the Open მულტიმედიური საკონცერტო გამოცდილებაა, რომელსაც საფუძველი გერმანიაში ჩაეყარა. 2023 წლის იანვარში ფესტივალი ბერლინში გაიმართა, 2024 წელს კი მუსიკალური საღამოები სოხუმის თეატრის სცენაზე შედგა. Into the Open საქართველოში წინანდლის ფესტივალის დირექტორის, დავით საყვარელიძის ხელშეწყობით გაიმართა.

დავით საყვარელიძე

დავით საყვარელიძე:

„ეს ფესტივალი მულტიმედიური ღონისძიებაა, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა ფორმას ერთმანეთთან აკავშირებს. მე ფესტივალის შემოქმედებით პროცესებში აქტიურად ვარ ჩართული. როგორც იცით, Into the Open შარშან სოხუმის თეატრის სივრცეში გაიმართა. წელს ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთ გამორჩეულ კონცერტს Tatuza Jazz Club მასპინძლობს. მსგავსი ფორმატის ღონისძიება გერმანიაში უკვე გაიმართა, თბილისში კი Karajan Academy მუსიკალურ პროგრამას ნინო კასრაძესთან ერთად წარმოადგენს.“

ნინო კასრაძე

ნინო კასრაძე:

„მუსიკა და პოეზია ხელოვნების ორი ფორმაა, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან და ხშირად იკვეთებიან. ამ საღამოს პროგრამისთვის შევარჩიეთ ისეთი ავტორების ნაწარმოებები, როგორებიც არიან ტერენტი გრანელი, პაოლო იაშვილი, პაატა შამუგია და ზვიად რატიანი.“

ჰარი ფრედერიკ კელერ უორდი

ჰარი ფრედერიკ კელერ უორდი:

„საქართველოში ადრეც ვარ ნამყოფი, მქონდა შესაძლებლობა, მსმენელს წინანდლის ფესტივალის სცენიდან გავცნობოდი. ქართველები ძალიან ახლოს არიან კლასიკურ მუსიკასთან. Tatuza Jazz Club-ის სივრცე არაჩვეულებრივია და ამ გარემოში პოეზიისა და კლასიკური მუსიკის გადაკვეთა კიდევ უფრო საინტერესოდ ჟღერს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კარნეგი-ჰოლში ბილი ჯოელისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

„ტიკტოკის” პირველ დაჯილდოებაზე წლის აღმოჩენის ტიტული ალექს უორენს ერგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი