კარნეგი-ჰოლში ბილი ჯოელისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

შემსრულებლებს შორის მუსიკოსის ქალიშვილი ალექსა რეი ჯოელიც იქნება.
ბილი ჯოელი
MYRNA M. SUAREZ/GETTY IMAGES

12 მარტს კარნეგი-ჰოლში ბილი ჯოელისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. საქველმოქმედო კონცერტზე, რომელიც საბავშვო მუსიკალურ პროგრამებს დაეხმარება, ჯოელის სიმღერები შესრულდება. მიწვეულ ვოკალისტებს შორის არიან: რობ თომასი, ჯოელის ქალიშვილი ალექსა რეი ჯოელი, მერი ჩეპინ კარპენტერი, პეტ მონაჰანი, გევინ დეგრიუ, ბეტი ლავეტი, მეტ ნათანსონი და სხვები. სცენაზე მათ ჯოელის ლაივ ბენდიც შეუერთდება. მონაწილე არტისტების სრული სია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. 

კონცერტი მაიკლ დორფის ორგანიზებით, მისივე Music Of პროგრამის ფარგლებში გაიმართება. ის რიგით 21-ე ღონისძიება იქნება სერიისა, რომელმაც 20 წლის განმავლობაში ნიუ-იორკის მუსიკალური განათლების პროგრამებისთვის 2 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო. გასული წლების კონცერტების მთავარი გმირები იყვნენ: ბრიუს სპრინგსტინი, Rolling Stones, პატი სმითი, ბობ დილანი, პოლ მაკარტნი, დევიდ ბოუი და სხვები. 

ჯოელს ამჟამად შემოქმედებითი პაუზა აქვს. ცოტა ხნის წინ მას ე.წ. ნორმალური წნევის ჰიდროცეფალიის დიაგნოზი დაუსვეს და ამ ეტაპზე რეაბილიტაციის კურსს გადის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუსიკოსს 2025 წელს დაგეგმილი ყველა კონცერტის გაუქმება მოუწია. ბილი მაერისთვის ივლისში მიცემულ ინტერვიუში ჯოელმა თქვა, რომ თავს კარგად გრძნობდა, თუმცა დაამატა: „ჯერ ყველაფერი მოგვარებული არ არის… მუშაობა კვლავ გრძელდება.”

„ჩემი ბალანსი საშინელია. თითქოს გემზე ვარ. ჩემს მდგომარეობას ადრე „ტვინში წყალს” ეძახდნენ, ახლა კი ნორმალური წნევის ჰიდროცეფალია ჰქვია,” – ამბობდა მუსიკოსი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნათია თოდუა - 365 Chances ფოტო: ნათია თოდუა

ნათია თოდუას ახალი სიმღერა 365 Chances

შემდეგი სტატია

Karajan Academy და ნინო კასრაძე Tatuza Jazz Club-ის სცენაზე

Karajan Academy და ნინო კასრაძე Tatuza Jazz Club-ის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი