Mikano – მიკანო ტვილდიანის მუსიკალური პროექტი

Mikano
Mikano

ქართულ მუსიკალურ სივრცეში ცოტა ხნის წინ ახალი პროექტი Mikano გამოჩნდა, რომელიც ამერიკაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი არტისტის, მიკანო ტვილდიანის სოლო პროექტია. Mikano-მ ნოემბერში ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული შთამბეჭდავი მუსიკალური ვიდეო სახელწოდებით „სხვისი ყოფილა” გამოაქვეყნა. ცოტა ხნის წინ კი მეორე სინგლი The Existential Donkey გამოუშვა, რომელსაც თან კლიპიც  ახლავს.

Billboard საქართველო Mikano-ს არმაზში, თავის ახალ სტუდიაში ესტუმრა და ინტერვიუ ჩაწერა:

Mikano
Mikano

მიკანო ტვილდიანი – მუსიკოსი, პროდიუსერი

„გავიზარდე მუსიკალურ ოჯახში, მამაჩემი არის პროფესიით ექიმი, დედაჩემი მხატვარი. მახსოვს, ძალიან ხშირად გვქონდა ოჯახში შეკრებები, სადაც ხალხურ სიმღერებს მღეროდნენ და მამაჩემი თუ თავის სამუშაო კაბინეტში არ იყო, უკრავდა გიტარაზე. მერე ავირბენდი მანსარდაში. იქ დედაჩემს ჰქონდა სტუდია, სადაც ხატავდა და ძალიან შემოქმედებითი ენერგია ტრიალებდა.

ამრიკაში, ნიუ-იორკში დავიბადე და გავიზარდე. შორი მანძილების გამო მანქანაში დიდი ხნით ყოფნა გვიწევდა, ხშირად დავდიოდით ჯაზკლუბებში და მანქანაში ვუსმენდით Earth, Wind & Fire-ს ან  Bee Gees-ს ან Chicago-ს და კიდევ ბევრ სხვა შემსრულებლებს. ყველაზე კარგად მახსოვს Bee Gees-ების სიმღერა  Tragedy, ბავშვობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ სიმღერას ელფები ასრულებდნენ და ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური მუსიკა ჩემთვის. გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სკოლას ვამთავრებდი. ყველა ჩემი მეგობარი სხვადასხვა კოლეჯში მიდოდა სასწავლებლად, ბოლო შეხვედრის დროს მანქანაში ვისხედით და უცებ რადიოში ჩაირთო Bee Gees-ების ეს სიმღერა –  Tragedy, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე და ის ბავშვობის წლები და მოგონებები გამახსენა, სწორედ ეს იყო ჩემი მუსიკალური ბიძგი.“

სკოლის დამთავრების შემდეგ მიკანომ ბენდის წევრები შეკრიბა და ჩამოაყალიბა ფსიქოდელიური როკ-ჯგუფი, თუმცა მალევე დაიშალნენ, შემდეგ  დრამერთან ერთად დუო პროექტი Mautomata შექმნა და Tbilisi New Comer-ის ფინალშიც  წარდგნენ. საბოლოოდ კი არტისტმა სოლო პროექტი Mikano დაარსა, რომელიც თავისი სახელიდან გამომდინარეობს. 

„გადავწყვიტე, ეს პროექტი გამეკეთებინა, რომელიც ჩემი შინაგანი თავისუფლების გამოხატულებაა. მინდა თავი  სხვადასხვა განხრით, სხვადასხვა ჟანრში გამოვცადო.” – აღნიშნავს მიკანო.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად Mikano ალბომზე მუშაობს, რომელშიც, არტისტის თქმით, ბევრი საინტერესო კოლაბორაციის, სხვადასხვა ჟანრის თუ სტილის სინთეზი იქნება.

ნახეთ Mikano-ს ვიდეოინტერვიუ და მოისმინეთ მისი ბოლო სინგლი The Existential Donkey:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სტივი უანდერი ყოველწლიურ საქველმოქმედო კონცერტს აუქმებს

შემდეგი სტატია

ნათია თოდუა - 365 Chances ფოტო: ნათია თოდუა

ნათია თოდუას ახალი სიმღერა 365 Chances

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი