სტივი უანდერი ყოველწლიურ საქველმოქმედო კონცერტს აუქმებს

House Full of Toys-ის ოთხი კონცერტის ნაცვლად, წელს უანდერი ბავშვებს დონაციით დაეხმარება.
სტივი უანდერი
WONDER PRODUCTIONS, INC., PHOTO BY DARIUS L. CARTER

ყოველწლიური საქველმოქმედო კონცერტის, House Full of Toys-ის 26-ე გამოშვებისთვის სტივი უანდერმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ამჯერად ის ღონისძიების ფორმატს ცვლიდა და ერთი საღამოს ნაცვლად, 25 გრემის მფლობელი ლეგენდა ოთხ კონცერტს გამართავდა – 18, 19, 20 და 21 დეკემბერს. თუმცა, სამწუხაროდ, გეგმები შეიცვალა და დროის სიმცირის გამო უანდერმა კონცერტები საერთოდ გააუქმა. მისი თქმით, ღონისძიება მომავალ წელს დაბრუნდება. 

განცხადებაში, რომელიც რადიოეთერით თავადვე წაიკითხა, მუსიკოსი აღნიშნავს: „კვირა-ნახევრის წინ მომივიდა იდეა, რომ, ერთის ნაცვლად, House Full of Toys-ის ოთხი კონცერტი გამემართა. იდეა დიდი იყო, დრო კი – ცოტა. ასე რომ, სწორედ ამ მცირე დროის გამო გადავწყვიტე, საბოლოოდ ოთხივე შოუ გამეუქმებინა. მიუხედავად ამისა, წელს მე შევწირავ თანხას მათ, ვისთანაც ჩემი გულია და გავაკეთებ დონაციას House Full of Toys-ის ბავშვებისთვის. მომავალ წელს კი ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით საქველმოქმედო კონცერტს – დიდ იდეას უკვე საკმარისი დროით.”

ტრადიციის თანახმად, უანდერის ყოველწლიურ კონცერტზე მისულ მაყურებელს სთხოვენ, თან იქონიონ შეუფუთავი სათამაშო ან სასიხარულო საჩუქარი. House Full of Toys, რომელიც მუსიკოსის საქველმოქმედო ფონდ We Are You Foundation-ის ორგანიზებით იმართება, ეხმარება ბავშვებს, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებსა და ოჯახებს. 

House Full of Toys-ის სცენაზე გამოსულან ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან ლაიონელ რიჩი, Queen Latifah, ჯასმინ სალივანი, ანდერსონ პაკი და ელა მეი. 2024 წლის გამოშვება კი, რომელიც მიბმული იყო უანდერის ტურნეს, სახელწოდებით Sing Your Song! As We Fix Our Nation’s Broken Heart, ჯონ ბატისტს, Lucky Daye-სა და El DeBarge-ს მასპინძლობდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მარიო ბრუნელოს კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში

შემდეგი სტატია

Mikano

Mikano – მიკანო ტვილდიანის მუსიკალური პროექტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი