Ninasamani-ს სადებიუტო სინგლი სახელწოდებით betoni

არტისტმა ninasamani-მ ახალი სინგლი Betoni წარადგინა, სადაც საკუთარი შინაგანი მდგომარეობა უბრანულ გარემოსა და სივრცით შეგრძნებას დაუკავშირა. სიმღერის ინსპირაცია მისი ოთახის ატმოსფეროდან გამომდინარეობს, სადაც ბეტონის ჭერი და ოთახის აკუსტიკა იმ ემოციური ფონის ნაწილად იქცა, რომლითაც საბოლოოდ მუსიკალური ნამუშევარი შეიქმნა.

სიმღერა შემოქმედებით პროცესში არსებულ ფიქრებსა და შინაგან შეგრძნებებს გამოხატავს, სადაც ქალაქი უცვლელი რეალობის ანარეკლია. ეს კონტრასტი კი მკაფიოდ იკითხება სიმღერის ხასიათში.

Ninasamani: 

„ჩემს ოთახში ბეტონის ჭერი მაქვს. ეს ჭერი მომწონს, ოთახის საუნდმა და ბუნებრივმა რევერბერაციამ მომცა ინსპირაცია, რომ ჩემი იმდროინდელი მდგომარეობა მუსიკაშიც გადმომეტანა. მუშაობის პროცესში ბევრი ფიქრი და შინაგანი ქაოსი მქონდა და ეს ჭერიც ძალიან “მაჭერდა”. ხშირად გარეთ გასვლა მინდოდა, თუმცა ქალაქშიც იგივე ბეტონის გარემო მხვდებოდა. საბოლოოდ ერთი პარკი აღმოვაჩინე, სადაც თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ.”

აღსანიშნავია, რომ სიმღერის ვიზუალური მხარეც სრულად ავტორს ეკუთვნის: 

„თავიდანვე მქონდა წარმოდგენა, როგორი უნდა ყოფილიყო ვიდეო. გადავიღე და დავამონტაჟე მარტომ. ეს მიმართულება ძალიან მომწონს და ჩემთვის ბუნებრივი პროცესია. 90-იანების სტილი ავირჩიე, რადგან ვფიქრობ, ამ ჟანრის ხასიათს ყველაზე ზუსტად სწორედ ეს პერიოდი გამოხატავს.”

მოისმინეთ Ninasamani-ის სინგლი Betoni, რომელოც პირადი გამოცდილების, სივრცითი ფორმისა და ემოციური შეგრძნების სინთეზია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tbilisi Mural Fest 2025-ის მიმოხილვა

შემდეგი სტატია

აქტივისტების ჯგუფმა Spotify-ს მუსიკალური არქივის მონაცემები პირატულად მოიპოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი