აქტივისტების ჯგუფმა Spotify-ს მუსიკალური არქივის მონაცემები პირატულად მოიპოვა

ანგარიშის თანახმად, მონაცემები დაახლოებით 256 მილიონ ჩანაწერს აერთიანებს: სიმღერის სათაურებს, შემსრულებლებს, ალბომებს, 86 მილიონ აუდიოფაილს, რომლებიც, სავარაუდოდ, პირატულ ქსელებში უნდა გავრცელდეს.
Spotify
DAVID TRAMONTAN/SOPA IMAGES/LIGHTROCKET VIA GETTY IMAGES

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ღია კოდის საძიებო სისტემასთან დაკავშირებულმა აქტივისტების ჯგუფმა Spotify-დან მონაცემები მოიპოვა და გაასაჯაროვა. ანგარიშის თანახმად, მონაცემები დაახლოებით 256 მილიონ ჩანაწერს აერთიანებს: სიმღერის სათაურებს, შემსრულებლებს, ალბომებს, 86 მილიონ აუდიოფაილს, რომლებიც, სავარაუდოდ, პირატულ ქსელებში უნდა გავრცელდეს. მასალის მოცულობა ჯამში დაახლოებით 300 ტერაბაიტია. 21 დეკემბრის მონაცემებით, გავრცელებულია მხოლოდ მეტამონაცემები (ინფორმაცია სიმღერების შესახებ) და არა თავად მუსიკალური ფაილები.

Billboard-ის მიერ მოპოვებულ განცხადებაში Spotify-ის წარმომადგენლები ადასტურებენ მომხდარს და ამბობენ, რომ მესამე მხარემ გამოიყენა „არალეგალური ტაქტიკა“, რათა გვერდი აევლო ციფრული უფლებების დაცვის მექანიზმისათვის, რომელიც მუსიკის არალეგალურად ჩამოტვირთვას უშლის ხელს. კომპანიაში ამჟამად მომხდარზე შიდა გამოძიება მიმდინარეობს. 

Anna’s Archive-ის თავდაპირველ ინფორმაციას სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. მათ შორისაა LinkedIn-ზე გავრცელებული პოსტი Third Chair-ის CEO-სა და თანადამფუძნებლისგან, იოავ ციმერმანისგან. Third Chair არის სტარტაპი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მედია კომპანიებისთვის იურიდიული ინსტრუმენტების შექმნაზე მუშაობს. ციმერმანის თქმით, თეორიულად, „ნებისმიერს შეუძლია, შექმნას Spotify-ს უფასო ვერსია, თუ საკმარისი საცავი და პირადი სტრიმინგ სერვერი ექნება. რეალური ბარიერები მხოლოდ საავტორო უფლებები და სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშია“. მიუხედავად იმისა, რომ Spotify-ზე არსებული აუდიოფაილების საერთო რაოდენობა Anna’s Archive-ის მიერ დასახელებულ რიცხვებს აღემატება, ციმერმანი აღნიშნავს, რომ ამ ინციდენტმა შესაძლოა მასშტაბით მნიშვნელოვნად გადააჭარბოს აქამდე არსებულ ყველაზე დიდ ღია მუსიკალურ არქივს – MusicBrainz-ს, რომელიც დაახლოებით ხუთ მილიონ უნიკალურ ტრეკს მოიცავს.

Anna’s Archive ერთგვარი გიგანტური საძიებო სისტემაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ცნობილი პირატული ბიბლიოთეკების მონაცემებს. მისი მთავარი მიზანი კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველა წიგნის, სამეცნიერო ნაშრომისა და კულტურული მემკვიდრეობის უფასოდ გაციფრულება, შენარჩუნება და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობაა. Anna’s Archive, როგორც წესი, წიგნებსა და აკადემიურ ნაშრომებზეა ორიენტირებული. პლატფორმა აცხადებს, რომ Spotify-სთან დაკავშირებული ეს შემთხვევა მათი მისიის – „კაცობრიობის ცოდნისა და კულტურის შენარჩუნების“ ნაწილია. Spotify-ს მონაცემების მოპოვებას Anna’s Archive აღწერს, როგორც მცდელობას, „შეიქმნას მუსიკალური არქივი, რომელიც პირველ რიგში[მუსიკალური მემკვიდრეობის] შენარჩუნებაზეა ორიენტირებული“.

„რა თქმა უნდა, Spotify-ზე მთელი მსოფლიოს მუსიკა არ არის თავმოყრილი, თუმცა ეს შესანიშნავი დასაწყისია,” – აღნიშნულია Anna’s Archive-ის პოსტში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Ninasamani-ს სადებიუტო სინგლი სახელწოდებით betoni

შემდეგი სტატია

Bedford Falls: მუსიკა, რომელიც მომენტებს მოგონებებად აქცევს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი