ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
Home Alone/„მარტო სახლში”
MOVIESTORE/REX/SHUTTERSTOCK

ხანდახან სადღესასწაულო სიმღერები კლასიკად იმ ფილმების დამსახურებით იქცევა, რომლებისთვისაც ისინი შეიქმნა, მაგალითად, Have Yourself a Merry Little Christmas 1944 წლის ფილმიდან  Meet Me in St. Louis. მეორე მხრივ კი, გვაქვს უკვე არსებული მელოდიები, რომელთა ფილმებში გამოყენებამ მათ ახალი სიმაღლეები დააპყრობინა, მაგალითად მერაია კერის 1994 წლის სიმღერა All I Want for Christmas Is You, რომელმაც დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა 2003 წლის ფილმში Love Actually.

Billboard Pop Shop Podcast-ის ბოლო ეპიზოდში კეიტი და კითი საუბრობენ დაუვიწყარ ფილმებზე, რომლებშიც სადღესასწაული მუსიკა ისმის, მათ შორისაა White Christmas (1954), Home Alone (1990), Elf (2003), Love Actually (2003) და Mean Girls (2004).

ამასთანავე, რადგანაც ეს 2025 წლის პოდკასტის ფინალური ეპიზოდია, წამყვანები განიხილავენ თავიანთ საყვარელ სადღესასწაულო ფილმებსაც, რომლებიც საშობაო სეზონზე აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაშია. ჩამონათვალში შევიდა: The Polar Express, Scrooged, The Muppet Christmas Carol და Miracle on 34th Street-ის ორიგინალი ვერსია.

The Billboard Pop Shop Podcast „ბილბორდის” ყოველკვირეული ჩარტების გარშემო არსებული პოპინფორმაციის ერთიანი სივრცეა. აქ დაგხვდებათ ცოცხალი დისკუსია პოპის ახალ ამბებზე, ჩარტების საინტერესო სტატისტიკებსა და ისტორიებზე, ახალ მუსიკაზე, ასევე სტუმრების ინტერვიუები მუსიკალურ ვარსკვლავებსა და პოპის სამყაროს წარმომაგდენლებთან. პოდკასტს უძღვებიან „ბილბორდის” აღმასრულებელი დირექტორი კეიტი ატკინსონი და „ბილბორდის” მმართველი დირექტორი ჩარტებისა და მონაცემების ოპერაციების მიმართულებით კით კოლფილდი. ყოველკვირეული პოდკასტი Billboard.com-სა და Apple Podcasts-ზე ისტრიმება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მანანა დოიჯაშვილის სახელობის ფესტივალის დასკვნითი კონცერტი

შემდეგი სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

A$AP Rocky 2026 წლის პირველი Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმარი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი