მანანა დოიჯაშვილის სახელობის ფესტივალის დასკვნითი კონცერტი

მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული იაპონელი პიანისტი კაცუნორი იში წარდგება.

მანანა დოიჯაშვილის სახელობის 27-ე საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ დასასრულს მიუახლოვდა. ტრადიიციისამებრ, ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს ცნობილი პიანისტის სოლო კონცერტს. ამ ტრადიციის ფარგლებში კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსოფლიო დონის არაერთ შემსრულებელს დაუკრავს. გამონაკლისი არც წლევანდელი კონცერტი იქნება და მსმენელის წინაშე ცნობილი იაპონელი პიანისტი კაცუნორი იში წარდგება.

პროგრამა ორგანყოფილებიანი იქნება და შესრულდება შუბერტისა და რაველის ნაწარმოებები. 

კაცუნორი იში იაპონიის 59-ე მუსიკალური კონკურსის მესამე პრემიის, რობერტ კაზადეზიუსის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის მეოთხე პრემიის და ჰამამაცუს საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის კონკურსის პირველი პრემიის მფლობელია.

როგორც სოლისტი, ის თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ორკესტრებთან და სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში. სხვადასხვა წელს კაცუნორი იში იყო ჟიურის წევრი არაერთ საერთაშორისო კონკურსზე. 2006 წლიდან ის ჰამამაცუს საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის აღმასრულებელი კომიტეტისა და ექსპერტთა საბჭოს წევრია. 

პიანისტის დისკოგრაფია მოიცავს: შუბერტის ექსპრომტებს, D.935; მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან”; და კომპაქტ-დისკს, სახელწოდებით Words of Love, რომელიც გრანადოსის, სტრავინსკისა და შუბერტის ნაწარმოებებს აერთიანებს.

ამჟამად კაცუნორი იში ტოკიოს მუსიკის კოლეჯის პროფესორია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქეთი მელუა - ფოტო: Matt Crossick, PA Media

ქეთი მელუამ ვესტმინსტერის სააბატოში გამართულ საშობაო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შემდეგი სტატია

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი