ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
Buddah Records-ის აღმასრულებელი ნილ ბოგარტი, ჯერი კასენეცი და ჯეფ კაცი
MICHAEL OCHS ARCHIVES/GETTY IMAGES

ჯერი კასენეცი, რომელიც ჯეფ კაცთან ერთად 1960-იანი წლების „ბაბლგამ” მუსიკის ყველაზე ცნობილი პროდიუსერი იყო, 6 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 82 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზად სახლში დაცემის შედეგად გამოწვეული გართულებები დასახელდა. 

1967-68 წლებში კასენეცმა და კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოსცეს, მათ შორის ხუთი Billboard Hot 100-ის ტოპ ხუთეულში მოხვდა: The Music Explosion-ის Little Bit o’ Soul (მე-2 ადგილი), Ohio Express-ის Yummy Yummy Yummy (მე-4 ადგილი) და 1910 Fruitgum Co-ს Simon Says (მე-4 ადგილი), 1,2,3 Red Light (მე-5 ადგილი) და Indian Giver (მე-5 ადგილი). სამი მილიონი გაყიდვის მქონე სინგლი, რომელიც ტოპხუთეულში ვერ მოხვდა, Ohio Express-ის Chewy Chewy იყო (მე-15 ადგილი).

1968 წელს ისინი თავად შევიდნენ Hot 100-ის ტოპ 30-ში, როგორც არტისტები. კასენეცი და კაცი Quick Joey Small (Run Joey Run)-ს ასრულებდნენ, რითაც ჩარტის 25-ე ადგილზე მოხვდნენ.

1969 წელს კასენიც-კაცის კიდევ ერთი პროდუქტი მოხვდა Hot 100-ში, როცა Crazy Elephant-ის Gimme Gimme Good Lovin მე-12 ადგილზე გავიდა. 

„ბაბლგამ” მუსიკამ პოპულარობის პიკს ჰარდ როკის აღზევების პარალელურად მიაღწია. 1969 წლის ბესტსელერი სინგლი კი The Archies-ის Sugar, Suga გახდა. 1970-იან წლებში მიმდინარეობამ პოპულარობა დაკარგა, თუმცა მან გავლენა მოახდინა ისეთ პოპჰიტებზე, როგორებიცაა Edison Lighthouse-ის Love Grows (Where My Rosemary Goes) და The Grass Roots-ის Sooner or Later. ადრეულ შოუებზე Talking Heads-იც  ასრულებდა 1-2-3 Red Light-ს.

1943 წელს დაბადებული ჯერი კასენეცი ჯეფ კაცს არიზონას უნივერსიტეტში შეხვდა, სადაც მათ Clark Five-ის კონცერტი გამართეს. მათი პირველი პროდუქტი R&B მომღერლის, Christine Cooper-ის S.O.S. Hearts in Distress იყო.

კასენეცი და კაცი არასდროს ყოფილან გრემის, ისევე, როგორც კომპოზიტორთა დიდების დარბაზის ნომინანტები. თუმცა მათ უდავოდ ჰქონდათ ნაპოვნი თავიანთი ნიშა, სადაც ჰიტს ჰიტზე ქმნიდნენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

A$AP Rocky 2026 წლის პირველი Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმარი იქნება

შემდეგი სტატია

მუსიკალური პოდკასტები ქართულ ციფრულ მედიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი