ემა სმითის კონცერტი „თათუზა” ჯაზკლუბში

ბრიტანელი ჯაზვოკალისტი ქართველი მსმენელის წინაშე 27 დეკემბერს წარდგება.

27 დეკემბერს „თათუზა” კიდევ ერთ გამორჩეულ საღამოს უმასპინძლებს. ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილი ბრიტანელი ჯაზვოკალისტი ემა სმითი წარდგება. 

ემა სმითი თანამედროვე ჯაზმუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმადაა აღიარებული. მას ნამღერი აქვს ისეთ სცენებზე, როგორიცაა „როიალ ალბერტ-ჰოლი” და მუდმივად მართავს კონცერტებს მსოფლიოს წამყვან ჯაზკლუბებში. მისი შემოქმედება მოიცავს კოლაბორაციებს მაიკლ ბუბლესთან, ქუინსი ჯონსის ორკესტრთან, ჯეფ გოლდბლამსა და Postmodern Jukebox-თან. წლების განმავლობაში ის იყო რეზიდენტი ვოკალისტი Ronnie Scott’s All Stars-ში.

სმითის შესრულების მანერას ელა ფიცჯერალდს ადარებენ. მისი ბოლო ალბომი Bitter Orange კი თანამედროვე ჯაზის გამორჩეულ ნამუშევრადაა აღიარებული.

ემა სმითთან ერთად „თათუზას” სცენაზე წარდგებიან: სემ უოტსი (კლავიში), კონორ ჩაპლინი (ბასი), მეტ სკელტონი (დრამი).

კონცერტის დაწყების დრო – 22:00 საათი. კარი გაიღება 21:00 საათზე. 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დავით ხრიკულის კონცერტი თბილისის კონსერვატორიაში

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალის 2026 წლის სეზონის თარიღები ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი