დავით ხრიკულის კონცერტი თბილისის კონსერვატორიაში

ხრიკული პირველი ქართველი პიანისტია, რომელიც შოპენის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალში მოხვდა.

30 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დავით ხრიკულის სოლო კონცერტი გაიმართება. ორგანყოფილებიან საფორტეპიანო საღამოზე ქართველი პიანისტი შოპენის ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტის ბილეთები სრულად გაყიდულია.

დავით ხრიკული პირველი ქართველი პიანისტია, რომელიც ფრედერიკ შოპენის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტი გახდა. 24 წლის მუსიკოსმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის სამივე ეტაპი გადალახა და 11 ფინალისტს შორის დასახელდა. შოპენის საფორტეპიანო კონკურსი ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს ვარშავა კონკურსის მე-19 სეზონს მასპინძლობდა.

დავით ხრიკული არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ამჟამად ის ესპანეთში ცხოვრობს და დედოფალ სოფიას სახელობის სამეფო მუსიკალურ სკოლაში სწავლობს.

მუსიკოსი კონსერვატორიის სცენაზე 27 დეკემბერსაც წარდგება კონსერვატორიის სტუდენტურ სიმფონიურ ორკესრტთან ერთად, რომელსაც დავით მუქერია უდირიჟორებს. ბილეთებს შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი

შემდეგი სტატია

ემა სმითის კონცერტი „თათუზა” ჯაზკლუბში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი