პერი ბემონტი, The Cure-ის გიტარისტი და კლავიშისტი, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის ჯგუფის ისტორიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო,” – წერს ბენდი განცხადებაში.
პერი ბემონტი 2000 წელს
TIM MOSENFELDER/GETTY IMAGES

The Cure-ის გიტარისტი და კლავიშისტი პერი ბემონტი შობის დღეებში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ბენდი ავრცელებს. მუსიკოსი 65 წლის იყო. 

„დიდი მწუხარებით ვადასტურებთ ჩვენი დიდი მეგობრისა და ბენდის წევრის, პერი ბემონტის გარდაცვალებას, რომელიც ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში საშობაო პერიოდში გარდაიცვალა,” – წერს გრემიზე ნომინირებული ჯგუფი გავრცელებულ განცხადებაში. “მშვიდი, ინტენსიური, ინტუიციური, სტაბილური და უზომოდ კრეატიული – ‘ტედი’ The Cure-ის ისტორიის სასიცოცხლოდ მნიშვვნელოვანი ნაწილი იყო.”

მუსიკოსი ბენდს სრულად 1990 წლიდან შეუერთდა. თავდაპირველად, 1984 წელს, ის ჯგუფს ტურნეში გაჰყვა. ის უკრავდა გიტარაზე, ექსვსიმიან ბასზა და კლავიშზე შემდეგ ნამუშევრებში: 1992 წლის გრემის ნომინანტ ალბომში Wish, რომელიც Billboard 200-ის მეორე ადგილზე გავიდა და მოიცავდა Billboard Hot 100-ის ჰიტს Friday I’m in Love; 1996 წლის ალბომში Wild Mood Swings, რომელიც მე-12 ადგილზე გავიდა; 2000-იანების Bloodflowers-ში; 2001 წლის Acoustic Hits-სა და 2004-ის ბენდის სახელწოდების მქონე ალბომში The Cure.

ბემონტმა, რომელიც 1960 წლის 3 სექტემბერს ლონდონში დაიბადა, 14-წლიანი თანამშრომლობისა და 400-ზე მეტი ერთობლივი შოუს შემდეგ ბენდი 2005 წელს დატოვა. 2019 წელს ის The Cure-თან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა. მას შემდეგ, რაც 1979 წელს ინგლისურმა როკბენდმა თავისი სადებიუტო ალბომი Three Imaginary Boys გამოსცა, არაერთი მუსიკოსი ასახელებს მას, როგორც შთაგონების მთავარ წყაროს, მათ შორის არიან NIN, Deftones, My Chemical Romance, The Smashing Pumpkins, ფიბი ბრიჯერსი და „ოაზისი”.

„ბემონტი ბენდს 2022 წელს დაუბრუნდა და კიდევ 90 კონცერტზე დაუკრა – ზოგიერთი საუკეთესოც კი იყო ჯგუფის ისტორიაში. კულმინაცია კი ლონდონის  The Show of a Lost World კონცერტი იყო 2024 წლის პირველ ნოემბერს,” – წერს ბენდი განცხადებაში. „ჩვენი ფიქრები და თანაგრძნობა ახლა მის ოჯახთანაა. ის ძალიან მოგვენატრება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბონომ და იმელდა მეი დუბლინში გამართულ ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე ფოტო: კონორ ო’მირაინი / PA Images / Getty Images

U2-ის Bono-მ და იმელდა მეიმ დუბლინში ყოველწლიურ საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე, სიმღერა Christmas (Baby Please Come Home) შეასრულეს

შემდეგი სტატია

Nikakoi-მ ალბომი Freckles გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი