U2-ის Bono-მ და იმელდა მეიმ დუბლინში ყოველწლიურ საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე, სიმღერა Christmas (Baby Please Come Home) შეასრულეს

ეს საშობაო ტრადიცია უკვე თხუთმეტი წელია, გრძელდება და წელს დუბლინში უსახლკარო ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაციის – Dublin Simon Community-ს დასახმარებლად გაიმართა
ბონომ და იმელდა მეი დუბლინში გამართულ ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე ფოტო: კონორ ო’მირაინი / PA Images / Getty Images
ბონომ და იმელდა მეი დუბლინში გამართულ ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე ფოტო: კონორ ო’მირაინი / PA Images / Getty Images

U2-ის სოლისტმა Bono-მ შობის ღამეს ირლანდიელ მომღერალ იმელდა მეისთან ერთად თანამედროვე საშობაო ტრადიციაში მიიღო მონაწილეობა. დღესასწაულის წინ დუბლინში უკვე მეთხუთმეტედ საქველმოქმედო ქუჩის კონცერტები იმართება, რომელიც ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდამჭერი ღონისძიებაა.

დუბლინის ცენტრში, Gaiety-ს თეატრის მიმდებარედ, ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. Bono-მ და იმელდა მეიმ სცენაზე, ცოცხალ ბენდთან ერთად, დარლინ ლავის 1963 წლის ცნობილი საშობაო ჰიტი Christmas (Baby Please Come Home) შეასრულეს.

ტექნიკური ხარვეზის გამო ერთ-ერთი მიკროფონის მწყობრიდან გამოსვლის  შემდეგ, სიმღერა ორივე არტისტმა ერთ მიკროფონთან შეასრულა.

წლევანდელი საქველმოქმედო ქუჩის კონცერტის ფარგლებში შეგროვებული თანხა დუბლინის Simon Community-ს გადაეცა, ორგანიზაციას, რომელიც ირლანდიაში უსახლკარო ადამიანებს ეხმარება. აღნიშნული ღონისძიება პირველად 2010 წელს ჩატარდა, როცა დუბლინში გრეფტონის ქუჩაზე სპონტანური ერთობლივი სიმღერით საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას, რომელიც დღემდე გრძელდება.

გამოცემა NME-ის ცნობით, Bono-ს და იმელდა მეის სცენაზე  შეუერთდნენ ოსკარის მფლობელი მომღერალი და კომპოზიტორი, ღონისძიების ორგანიზატორი გლენ ჰანსარდი, ასევე ჯგუფ The Script-ის სოლისტი დენი ო’დონოჰიუ, Riptide Movement, დენი ო’რეილი (The Coronas) და Shobsy. საღამო ჯგუფ The Pogues-ისა და კირსტი მაკკოლის საშობაო კლასიკით Fairytale of New York-ის  ერთობლივი შესრულებით დასრულდა.

გასულ წლებში Bono-ს ამ საქველმოქმედო ღონისძიებაზე არაერთხელ დაუკრავს თავის გიტარისტ The Edge-თან ერთად. მათ შორის 2018 წელს, როცა მათ ორი საშობაო სიმღერა O Holy Night და Night Divine შეასრულეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდისა და ბარბარე მორგოშიას ერთობლივი საშობაო სიმღერა

შემდეგი სტატია

პერი ბემონტი, The Cure-ის გიტარისტი და კლავიშისტი, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი