მედიკამენტის გვერდითი მოვლენის გამო მორისიმ კალიფორნიის კონცერტები გააუქმა

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დანიშნულ სამკურნალო საშუალებაზე გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია გახდა.
მორისი რომის კონცერტზე, 2025 წელი
MARILLA SICILIA/MONDADORI PORTFO

მორისიმ 2026 წლის ტურნეს პირველი კონცერტები გააუქმა, რომლებიც იანვრის დასაწყისში კალიფორნიაში იყო დაგეგმილი.

მომღერალი მსმენელის წინაშე 3 იანვარს უნდა წარმდგარიყო, თუმცა ტურნეს განრიგში მითითებულია, რომ კონცერტი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. 

საკონცერტო დარბაზის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი „დანიშნულ მედიკამენტზე გვერდითი მოვლენის განვითარება გახდა”. სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ სახელდება. 

ასევე გაუქმდა მომღერლის მეორე კონცერტიც, რომელიც 6 იანვარს იყო დაგეგმილი. შოუს ახალი თარიღი არც ამ შემთხვევაშია მითითებული.

მოვლენების ამგვარად განვითარება ერთგვარად განაგრძობს მორისის ლაივ კონცერტების გაუქმების ბოლო წლების ტენდენციას. ჯანმრთელობის მდგომარეობის, განრიგის შეუთანხმებლობისა თუ დარბაზთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შოუების გადადება და გაუქმება მომღერლის არაერთ ტურნეს შეეხო.

სექტემბერში მუსიკოსმა ოტავას კონცერტი უსაფრთხოების მიზნით გააუქმა, რაც Bluesky-ზე გამოქვეყნებულ მუქარას უკავშირდებოდა. მომდევნო თვეში ასევე გაუქმდა თურქეთში დაგეგმილი კონცერტი საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე, რაც მორისის ისრაელის მხარდამჭერ განცხადებას მოჰყვა. 

ნოემბერში მომღერალმა გააუქმა სამხრეთამერიკული ტურნე და გადაწყვეტილება „უკიდურესი გადაღლილობით” ახსნა. დეკემბერში კი ასევე მოულოდნელად გააუქმა მისი პირველი კონცერტი დომინიკის რესპუბლიკაში. 

ამ ეტაპზე მორისის შემდეგი კონცერტი 10 იანვარს ტეხასში, სან-ანტონიოშია დაგეგმილი, სადაც მომღერალი 15 წელიწადზე მეტია, არ გამოსულა. აღნიშნული კონცერტიც გადადებული შოუების რიგს მიეკუთვნება, რომელიც თავდაპირველად 8 მაისს უნდა გამართულიყო. მანამდე კი, 2016-2017 წლებში, სან-ანტონიოში დაგეგმილი კონცერტებიც გაუქმდა.

იანვრის გაუქმებულ კონცერტებზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება. საჯარო კომენტარი არც თავად მორისს გაუკეთებია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი ჯოელი Mohegan Sun Arena-ზე 2025 წლის 22 თებერვალი უნკასვილი, კონექტიკუტი. Myrna M. Suarez/Getty Images

ბილი ჯოელმა ტვინის დარღვევის დიაგნოზის დასმის შემდეგ პირველი შესრულებით გულშემატკივრები გააოცა

შემდეგი სტატია

EJAE და მარკ ზონენბლიკი იღებენ ჯილდოს საუკეთესო სიმღერისთვის Golden, ფილმიდან KPop Demon Hunters. 31-ე ყოველწლიური Critics Choice Awards, 2026 წლის 4 იანვარი, კალიფორნია. კევინ ვინტერი/Getty Images / Critics Choice Association

2026 წლის Critics Choice Awards-ის მუსიკალურ კატეგორიებში გამარჯვებულები Golden და Sinners გახდნენ – ნახეთ გამარჯვებულთა სრული სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი