ბილი ჯოელმა ტვინის დარღვევის დიაგნოზის დასმის შემდეგ პირველი შესრულებით გულშემატკივრები გააოცა

მუსიკალურმა ლეგენდამ 2025 წლის მაისში განაცხადა, რომ მას წნევის ჰიდროცეფალია დაუდგინდა.
ბილი ჯოელი Mohegan Sun Arena-ზე 2025 წლის 22 თებერვალი უნკასვილი, კონექტიკუტი. Myrna M. Suarez/Getty Images
ბილი ჯოელი Mohegan Sun Arena-ზე 2025 წლის 22 თებერვალი უნკასვილი, კონექტიკუტი. Myrna M. Suarez/Getty Images

2 იანვარს, 76 წლის ბილი ჯოელმა ფლორიდაში გულშემატკივრები გააოცა, მან ბენდთან ერთად შეასრულა ორი სიმღერა, რომელიც ბილი ჯოელის ალბომის, Turnstiles-ის ოცდაათი წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ღონისძიება ველინგტონში მდებარე პატარა ამფითეატრში გაიმართა, სადაც სცენაზე ბილისთან ერთად მისი მეუღლე და ორი ქალიშვილიც იმყოფებოდა. ლეგენდარულმა მუსიკოსმა შეასრულა სიმღერები: We Didn’t Start the Fire და Big Shot. 

„ამაღამ მუშაობას არ ვგეგმავდი“,  – განუცხადა ბილი ჯოელმა გულშემატკივრებს.

პარასკევის გამოსვლა ბილი ჯოელისთვის სცენაზე პირველი დაბრუნება იყო მას შემდეგ, რაც 2025 წლის მაისში გაამჟღავნა, რომ მას ტვინის დაავადების ერთ-ერთი ფორმა, ე.წ. „ნორმალური წნევის ჰიდროცეფალია“ (NPH) დაუდგინდა. განცხადების შემდეგ მან ყველა დაგეგმილი კონცერტი გააუქმა, რათა თერაპია დაეწყო. მისი ბოლო სრულმასშტაბიანი კონცერტი 2025 წლის თებერვალში გაიმართა.

კლივლენდის კლინიკის ინფორმაციით, ეს მდგომარეობა შეიძლება გავლენას ახდენდეს აზროვნებაზე, მეხსიერებაზე, წონასწორობასა და მოძრაობაზე და ხშირად მას ქირურგიულად მკურნალობენ.

2025 წლის ივლისში, Bill Maher-ის Club Random პოდკასტში მიცემულ ინტერვიუში ბილი ჯოელმა განაცხადა, რომ თავს ნორმალურად გრძნობდა, თუმცა აღნიშნა, რომ მკურნალობას კვლავ გადიოდა.

„ეს არ არის სრულად მოგვარებული, მკურნალობა ჯერ კიდევ გრძელდება“. – თქვა მუსიკოსმა

ინსტრუმენტთან მჯდომმა ბილი ჯოელმა სცენიდან აუდიტორიას მიმართა:  „კარგად ვარ. უბრალოდ წონასწორობა მაქვს ცუდი. თითქოს ნავში ვიჯდე.”

ფლორიდაში ბილი ჯოელის მოულოდნელი გამოჩენა სცენაზე შეგიძლიათ გულშემატკივრების ვიდეოჩანაწერებში ნახოთ, რომელიც Yotube-ზეა ატვირთული.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როჯერ უოტერსი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

შემდეგი სტატია

მედიკამენტის გვერდითი მოვლენის გამო მორისიმ კალიფორნიის კონცერტები გააუქმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი