ბრუნო მარსი The Romantic-ის ერას ახალი სინგლით იწყებს I Just Might – მოუსმინეთ

პოპვარსკვლავის მეოთხე სტუდიური ალბომი 27 თებერვალს გამოვა.
ბრუნო მარსი სცენაზე გრემის 64-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე, MGM Grand Garden Arena, 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი, ნევადა Christopher Polk/PMC
ბრუნო მარსი სცენაზე გრემის 64-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე, MGM Grand Garden Arena, 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი, ნევადა Christopher Polk/PMC

გრემის მფლობელი მომღერალი ბრუნო მარსი 9 იანვარს ახალი სინგლით I Just Might დაბრუნდა და ოფიციალურად The Romantic-ის ახალი ერა დაიწყო.

მელოდიური, დახვეწილი ჟღერადობის მქონე სიმღერა Leo Sayer-ის დისკო-კლასიკას – You Make Me Feel Like Dancing-ს ეხმიანება. ტრეკს თან მუსიკალური ვიდეო ახლავს, სადაც მწვანე კოსტიუმში გამოწყობილი ბრუნო მარსი ჩანს. კლიპის რეჟისორები დენიელ რამოსი და თავად ბრუნო მარსი არიან.

სინგლი ბრუნო მარსის მეოთხე სტუდიურ ალბომ The Romantic-ში შევა, რომლის გამოსვლაც 27 თებერვალს იგეგმება. ეს პოპვარსკვლავის პირველი სოლო ალბომია თითქმის ათი წლის შემდეგ. ბოლოს მუსიკოსმა 2016 წელს გრემის მფლობელი ალბომი 24K Magic გამოსცა.

ბრუნო მარსმა 5 იანვარს სოციალურ ქსელში ალბომის გამოსვლა  დააანონსა. „ჩემი ალბომი მზადაა.“ – დაწერა მან X-ზე. სოლო პროექტებს  შორის ახალ რელიზებს მუსიკოსი ყოველთვის დიდი სიფრთხილით არჩევდა. 2021 წელს მან Anderson .Paak-თან ერთად ალბომი An Evening With Silk Sonic გამოუშვა, რომელმაც გრემის დაჯილდოებაზე სრული ტრიუმფი მოახდინა. მას ასევე ჰქონდა კოლაბორაციები Lady Gaga-სთან Billboard Hot 100-ის ლიდერი ჰიტით Die With a Smile და APT. BLACKPINK-ის Rosé-სთან ერთად, რომელმაც 2025 წლის Billboard Global 200-ის ჩარტი პირველი ადგილი დაიკავა.

40 წლის არტისტს ასევე პირველად ჰქონდა გლობალური ტურნე. The Romantic Tour კი ჩრდილოეთ ამერიკას გაზაფხულსა და ზაფხულში მოიცავს და სტარტს ლას-ვეგასში 10 აპრილს აიღებს.

ტურის სხვადასხვა კონცერტზე წარდგებიან არტისტები: Anderson .Paak (DJ Pee. Wee-ს სახელით), RAYE,  ვიქტორია მონე და ლეონ ტომასი. ჩრდილოეთ ამერიკის გარდა, The Romantic Tour ევროპის ტურნესაც მოიცავს და კონცერტები გაიმართება: პარიზში, მილანში, ლონდონში, ბერლინში, ამსტერდამში, მადრიდსა და პარიზში.

მოუსმინეთ და ნახეთ ბრუნო მარსის სიმღერა და მუსიკალური ვიდეო I Just Might.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

RIP MTV? ჯერ ადრეა: ინტერნეტში გავრცელებული სამგლოვიარო რეაქციები იმაზე, რაც დეკადების წინ დასრულდა

შემდეგი სტატია

ძველით ახალი წლის ორი გამორჩეული საღამო Tatuza Jazz Club-ში: ბექა გოჩიაშვილი და მსოფლიო დონის მუსიკოსები სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი