RIP MTV? ჯერ ადრეა: ინტერნეტში გავრცელებული სამგლოვიარო რეაქციები იმაზე, რაც დეკადების წინ დასრულდა

„ბილბორდის” Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში კეიტი და კითი განიხილავენ იმ აჟიოტაჟს, რაც MTV-ის მუსიკალური საერთაშორისო არხების დახურვას მოჰყვა.
STEVE FINN/GETTY IMAGE

თუ გასულ კვირას ინტერნეტში აქტიური იყავით, თვალში აუცილებლად მოგხვდებოდათ არაერთი სტატია თუ პოსტი „MTV-ის დასასრულზე”. თუმცა საინტერესოა, რეალურად რა დასრულდა?

„ბილბორდის” Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში წამყვანები სწორედ ამ სამგლოვიარო პოსტებს განიხილავენ, რათა ახსნან რეალური ამბავი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: MTV-მ სინამდვილეში დახურა მსოფლიოს მასშტაბით შემორჩენილი ბოლო მუსიკალური არხები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ეხება MTV-ის იმ ვერსიას, რომელზეც ამერიკელ მაყურებელს წვდომა კვლავ თავისუფლად აქვს. გამოდის, რომ რასაც ადამიანები დღეს გლოვობენ, არის ის, რაც რეალურად დეკადების წინ დასრულდა – მუსიკალური ვიდეოების წინასწარ შედგენილი პროგრამით ყურება კაბელურ ტელევიზიაში. 

მოუსმინეთ პოდკასტს:

გადაცემაში წამყვანებმა ასევე ისაუბრეს სადღესასწაულო მუსიკაზე, რომელიც უმეტესად უკვე გაქრა ჩარტებიდან მაშინ, როცა ტეილორ სვიფტი ორივე ჩარტში (Billboard 200  და Billboard Hot 100) ლიდერობს. ამასობაში ოლივია დინი Billboard 200-ში კარიერის ახალ პიკს აღწევს, Pink Floyd-ის The Dark Side of the Moon კი კიდევ უფრო უახლოვდება შთამბეჭდავ მე-1000 კვირას ალბომების ჩარტში.

The Billboard Pop Shop Podcast „ბილბორდის” ყოველკვირეული ჩარტების გარშემო არსებული პოპინფორმაციის ერთიანი სივრცეა. აქ დაგხვდებათ ცოცხალი დისკუსია პოპის ახალ ამბებზე, ჩარტების საინტერესო სტატისტიკებსა და ისტორიებზე, ახალ მუსიკაზე, ასევე სტუმრების ინტერვიუები მუსიკალურ ვარსკვლავებსა და პოპის სამყაროს წარმომაგდენლებთან. პოდკასტს უძღვებიან „ბილბორდის” აღმასრულებელი დირექტორი კეიტი ატკინსონი და „ბილბორდის” მმართველი დირექტორი ჩარტებისა და მონაცემების ოპერაციების მიმართულებით კით კოლფილდი. ყოველკვირეული პოდკასტი Billboard.com-სა და Apple Podcasts-ზე ისტრიმება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნოელ გალაგერი - 2024 წლის 28 ნოემბერი, ლონდონი. DAVE BENETT/GETTY IMAGES

ნოელ გალაგერი მზად არის, ფილმ James Bond-ისთვის მუსიკა დაწეროს: „ეს ბრიტანელებმა უნდა გააკეთონ და არა ამერიკელებმა“

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსი სცენაზე გრემის 64-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე, MGM Grand Garden Arena, 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი, ნევადა Christopher Polk/PMC

ბრუნო მარსი The Romantic-ის ერას ახალი სინგლით იწყებს I Just Might – მოუსმინეთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი