კიმ კარდაშიანმა საახალწლოდ კანიე უესტის Yeezy-ს ჩექმები მოირგო და აღნიშნა, რომ მისი დიზაინი საუკეთესოა

„უნდა ვთქვა, Yeezy-ს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არაფერი შეედრება. არ ვიცი, ეს მოდელი გამოუშვეს თუ სპეციალურად ჩემთვის შექმნეს.”
კიმ კარდაშიანი 2025 წლის Vanity Fair Oscar Party-ზე. 2025 წლის 2 მარტი.
Amy Sussman/Getty Images

კიმ კარდაშიანმა ყოფილი მეუღლე კანიე უესტი პოზიტიურად მოიხსენია. კიმმა ახალი წლის დადგომა ასპენში, კოლორადოში აღნიშნა, საიდანაც სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ის გამომწერებს თავის ზამთრის სამოსს აჩვენებს. კარდაშიანს ვიდეოში Roberto Cavalli-ს ტყავის შარვალი, ოქროსფერი კორსეტი, ბეწვის პალტო და Yeezy-ს ჩექმები აცვია. კიმი Yeezy-ს დიზაინს აქებს და ამბობს: „უნდა ვთქვა, Yeezy-ს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არაფერი შეედრება. არ ვიცი, ეს მოდელი გამოუშვეს თუ სპეციალურად ჩემთვის შექმნეს.” 

ბოლო პერიოდში კარდაშიანი კანიეს შესახებ საჯაროდ აღარ საუბრობს, თუმცა მათი ურთიერთობა, პრესაში გავრცელებული ხმების თანახმად, ახლა უფრო მეგობრულია. TMZ-ის ცნობით, უესტმა სადღესასწაულო პერიოდის ნაწილი კალიფორნიაში, კარდაშიანთან და ბავშვებთან ერთად გაატარა.

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. შვიდი წლის შემდეგ კიმმა განქორწინება მოითხოვა და პროცესი 2022 წელს საბოლოოდ დასრულდა.

რაც შეეხება უესტს, ის კვლავ აქტიურად უშვებს Yeezy-ს სამოსს, რომლის ყიდვაც მის ვებგვერდზეა შესაძლებელი. 30 და 31 იანვარს უესტი მეხიკო სიტიში, Monumental Plaza de Toros La México-ზე გამოსვლასაც გეგმავს. შოუები, შესაძლოა, დაემთხვეს მისი არაერთხელ გადადებული ალბომის, Bully-ს გამოშვებას, რომლის რელიზის სავარაუდო თარიღიც სწორედ 30 იანვარია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billy Joel: And So It Goes, The Wizard Of Oz At Sphere და სხვა ნომინანტები 2026 წლის პროდიუსერთა გილდიის დაჯილდოებაზე

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსი 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი. CHRISTOPHER POLK/PMC

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი