Billy Joel: And So It Goes, The Wizard Of Oz At Sphere და სხვა ნომინანტები 2026 წლის პროდიუსერთა გილდიის დაჯილდოებაზე

ნომინანტთა შორის ასევე არიან: KPop Demon Hunters, „ზოოტოპია 2” და Only Murders in the Building.
ბილი ჯოელი 1973 წელს
ბილი ჯოელის არქივი/HBO

ამერიკის პროდიუსერთა გილდიამ 37-ე ყოველწლიური დაჯილდოების ნომინანტები გამოაცხადა. ცერემონია 28 თებერვალს ლოს-ანჯელესში შედგება. 

დაჯილდოების მთავარ პრიზზე – დერილ ეფ ზანუკის სახელობის ჯილდო თეატრალური სრულმეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო პროდიუსერისთვის – ნომინირებული არიან: Bugonia, F1, Frankenstein, Hamnet, Marty Supreme, One Battle After Another, Sentimental Value, Sinners, Train Dreams და Weapons. ამ კატეგორიის გამარჯვებული ისტორიულად ხშირად ემთხვევა ოსკარის საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებულს. 

Billy Joel: And So It Goes, ფილმი ლეგენდარულ ბილი ჯოელზე, წარდგენილია ნომინაციაში საუკეთესო პროდიუსერი არამხატვრულ სატელევიზიო ნამუშევრებში, შემდეგ პროექტებთან ერთად: aka Charlie Sheen, Mr. Scorsese, Pee-wee as Himself და SNL50: Beyond Saturday Night.

„ნეტფლიქსის” მეგაჰიტი KPop Demon Hunters ნომინირებულია საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმის პროდიუსერის ჯილდოზე. მისი კონკურენტები არიან: The Bad Guys 2, Demon Slayer: Kimetsu no Yaiba Infinity Castle, Elio და „ზოოტოპია 2”. 

The Wizard of Oz at Sphere, რომელშიც ყველასთვის საყვარელი 1939 წლის კლასიკა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებს ხვდება, წარდგენილია პროდიუსერთა გილდიის ინოვაციის ჯილდოზე, ფილმებთან: Asteroid, Big Wave: No Room for Error, D-Day: The Camera Soldier და Territory ერთად.

პროდიუსერთა გილდიის დაჯილდოების ცერემონია ასევე მოიცავს სამ სპეციალურ ჯილდოს, რომლებსაც ემი პასკალი, ჯეისონ ბლუმი და მარა ბროკ აკილი მიიღებენ. 

საბავშვო, მოკლემეტრაჟიანი და სპორტული პროგრამების ნომინაციებისთვის ხმის მიცემა 19 იანვარს დასრულდება. ამ კატეგორიების გამარჯვებულები, ისევე, როგორც ინოვაციის ჯილდოს მფლობელი, 23 თებერვლის კვირაში გამოცხადდება, პროდიუსერთა გილდიის დაჯილდოების აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროების ნომინანტებისა და პროდიუსერთა გუნდის ღონისძიებების ფარგლებში.

კინო და სატელევიზიო კატეგორიების ხმის მიცემა 3 თებერვალს შეწყდება. მათი გამარჯვებულები კი 28 თებერვლის შოუზე გამოვლინდებიან. 

2026 წლის პროდიუსერთა გილდიის დაჯილდოების თავმჯდომარეები მაიკ ფარა და ჯო ფარელი არიან. აღმასრულებელი პროდიუსერი ბრენდენ ჩეპმენი, ხოლო თანაპროდიუსერი კარლინ კაპელეტი იქნება. 

ნახეთ ნომინაციების სრული სია:

დერილ ეფ ზანუკის ჯილდო თეატრალური სრულმეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო პროდიუსერი:

Bugonia
F1
Frankenstein
Hamnet
Marty Supreme
One Battle After Another
Sentimental Value
Sinners
Train Dreams
Weapons

საუკეთესო პროდიუსერი ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის: 

The Bad Guys 2
Demon Slayer: Kimetsu no Yaiba Infinity Castle
Elio
KPop Demon Hunters
ზოოტოპია 2

ნორმან ფელტონის ჯილდო ეპიზოდური სატელევიზიო დრამის საუკეთესო პროდიუსერისთვის:

Andor
The Diplomat
The Pitt
Pluribus
Severance
The White Lotus 

დენი თომასის ჯილდო ეპიზოდური სატელევიზიო კომედიის საუკეთესო პროდიუსერისთვის: 

The Bear
Hacks
Only Murders in the Building
South Park
The Studio

დევიდ ელ უოლპერის ჯილდო ლიმიტირებული ან ანთოლოგიური სატელევიზიო სერიალი საუკეთესო პროდიუსერისთვის: 

Adolescence
The Beast in Me
Black Mirror
Black Rabbit
Dying for Sex

სატელევიზიო ან სტრიმინგ პლატფორმის სრულმეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო პროდიუსერი: 

Bridget Jones: Mad About the Boy
The Gorge
John Candy: I Like Me
Mountainhead
Nonnas

არამხატვრული სატელევიზიო პროგრამის საუკეთესო პროდიუსერი:

aka Charlie Sheen
Billy Joel: And So It Goes
Mr. Scorsese
Pee-wee as Himself
SNL50: Beyond Saturday Night 

ლაივ გასართობი პროგრამის, სკეტჩის, სტენდაპისა და სატელევიზიო ტოკ-შოუს საუკეთესო პროდიუსერი:

The Daily Show
Jimmy Kimmel Live!
Last Week Tonight With John Oliver
The Late Show With Stephen Colbert
SNL50: The Anniversary Special

სატელევიზიო თამაშისა და კონკურსის საუკეთესო პროდიუსერი:

The Amazing Race
Jeopardy!
RuPaul’s Drag Race
Top Chef
The Traitors

დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო პროდიუსერი: 

The Alabama Solution
Cover-Up
Mr. Nobody Against Putin
My Mom Jayne: A Film by Mariska Hargitay
Ocean With David Attenborough
The Perfect Neighbor
The Tale of Silyan 

საუკეთესო სპორტული პროგრამა: 

100 Foot Wave
Big Dreams: The Little League World Series 2024
Formula 1: Drive to Survive
Hard Knocks: Training Camp with the Buffalo Bills
Surf Girls: International 

საუკეთესო საბავშვო პროგრამა:

LEGO Star Wars: Rebuild the Galaxy – Pieces of the Past
Phineas and Ferb
Sesame Street
Snoopy Presents: A Summer Musical
SpongeBob SquarePants

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი პროგრამა: 

Adolescence: The Making of Adolescence
The Daily Show: Desi Lydic Foxsplains
Hacks: Bit By Bit
Overtime with Bill Maher
The White Lotus: Unpacking the Episode

პროდიუსერთა გილდიის ინოვაციის ჯილდო:

Asteroid
Big Wave: No Room for Error
D-Day: The Camera Soldier
Territory
The Wizard of Oz at Sphere 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში, 1 დეკემბერი, 2025 წელი. ლოს ანჯელესი MICHAEL BUCKNER/VARIETY

ბილი აილიში მინეაპოლისში მომხდარი სროლის ფაქტს კრიტიკული პოსტებით გამოეხმაურა და ICE „ტერორისტულ ორგანიზაციად“ მოიხსენია

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანმა საახალწლოდ კანიე უესტის Yeezy-ს ჩექმები მოირგო და აღნიშნა, რომ მისი დიზაინი საუკეთესოა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი რაიან კუგლერი Sinners-ის ევროპულ პრემიერაზე Cineworld Leicester Square-ში, 2025 წლის 14 აპრილი, ლონდონი, ჯეფ სპაისერი/Getty Images Warner Bros. Pictures-ისთვის

Sinners-მა ოსკარის რეკორდული – 16 ნომინაცია მიიღო, ნახეთ 2026 წლის ნომინანტთა სრული სია

დაიან უორენმა ისტორია დაწერა, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ის პირველი კომპოზიტორი გახდა, რომელიც ზედიზედ ცხრა წლის განმავლობაშია ნომინირებული.
მეტი
Doechii - Billboard-ის Greatest Pop Stars-სთვის

Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტები: N9 – Doechii

წლის საუკეთესო ვარსკვლავის ტიტულისთვის შერჩეული კანდიდატი 2025 წელს გახდა ცნობილი, Doechii ამ წელს სრული მასშტაბით გამოჩნდა სცენაზე და მთელი პოპსამყაროს ყურადღება მიიპყრო.
მეტი
ლუ დელუზი საბავშო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული. ფოტო კორინ კამინგი EBU

საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საფრანგეთის წარმომადგენელმა ლუ დელუზმა გაიმარჯვა

13 დეკემბერს თბილისში საერთაშორისო მეგა შოუ საბავშვო ევროვიზია 2025 გაიმართა, სადაც გამარჯვებული ქვეყანა საფრანგეთი გახდა.
მეტი

2026 წლის გრემის საუკეთესო ალბომის ყდაზე წარდგენილი ხუთი ნომინანტიდან ოთხის ავტორი თავად არტისტია

ბოლო დროს მუსიკოსები ხშირად თავადვე არიან საკუთარი ალბომების არტდირექტორები ან თანადირექტორები.
მეტი
Heima Production

Heima Production-ი The One Club for Creativity-ის 2025 წლის გლობალური რეიტინგების მუსიკისა და ხმის დიზაინის კატეგორიების ათეულშია

The One Club for Creativity-ის 2025 წლის გლობალურ რეიტინგებს შორის Heima Production ევროპის მასშტაბით მე-2, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მე-8 ადგილზეა.
მეტი