„ბოლო გადასხმა” – თამადა ფილმ „ლირიკას” საუნდტრეკს აზიარებს

„ლირიკა” რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ბოლო ნამუშევარია, რომლის პრემიერაც 20 დეკემბერს შედგა.

თამადა ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპს აზიარებს, სახელწოდებით „ბოლო გადასხმა”. სიმღერა ფილმ „ლირიკას” საუნდტრეკია, რომლის პრემიერაც 2025 წლის 20 დეკემბერს შედგა. კინოთეატრებში კი მისი ნახვა მაყურებელს 2 იანვრიდან შეუძლია. ფილმის რეჟისორი რეზო გიგინეიშვილია. 

„საუკეთესო ხალხი შეიკრიბა, ფილმი გადაიღეს. რეზომ დამირეკა, გიგინეიშვილმა, საუნდტრეკი იქნებოდა კარგიო – ისეთი, შენ რომ გამოგდისო. მეც არ დავაყოვნე, დავბზრიალდი უცებ და ასე ვიგრძენი,” – წერს თამადა „ბოლო გადასხმის” ვიდეოკლიპზე.

მუსიკოსთან ერთად სიმღერაში ილიკო სუხიშვილი და ნატალია ქუთათელაძეც მონაწილეობენ. 

ბილბორდ საქართველო „ლირიკას” რეჟისორს, რეზო გიგინეიშვილს ესაუბრა:

„იმ დროიდან, როცა ფილმების გადაღება დავიწყე, ჩემს ნამუშევრებს ყოველთვის ახლავს საუნდტრეკები, რომლებიც მერე ხალხში შემოდის და პოპულარული ხდება. მუდმივად ვპატიჟებ საინტერესო არტისტებს, რომელთაგანაც ზოგი მანამდეც პოპულარული იყო, ზოგიც კი სწორედ ამ სიმღერებით გაიცნო ფართო საზოგადოებამ. მაგალითად, პირველ ფილმში ეს იყო ნინო ქათამაძე, იყო ასევე უკრაინელი მომღერალი ივან დორნი, ჯგუფი „ტოკიო” და ა.შ. წარმატებული კოლაბორაციის შემთხვევაში კი ვაკეთებდით მუსიკალურ ვიდეოებსაც, რომლებიც ასევე პოპულარული ხდებოდა. ასე რომ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჰიტების შექმნის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს.

საუნდტრეკზე მუშაობისას ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს ცალკე კომპოზიცია. სიმღერა უნდა იბადებოდეს ფილმის წიაღში. „ლირიკას” შემთხვევაშიც ასე მოხდა: „ბოლო გადასხხმა” ფილმის სცენიდან წამოვიდა, სადაც ილიკო მღერის, დათო ევგენიძე უკრავს, მურმან ჯინორია ტექსტს ამბობს და იქვე დაიბადა ეს იდეა. და როცა უკვე ვფიქრობდი, თუ ვინ შეიძლება ეს ყველაფერი მუსიკალურად დააგვირგვინოს, რამდენიმე მუსიკოსი მყავდა წარმოდგენილი და ერთ-ერთი იყო ლაშა – თამადა. მისი შემოქმედება ძალიან მომწონს, რადგან ეს არ არის შოუ-ბიზნესის მიბაძვა, ეს არის რაღაც ორიგინალური, დაფუძნებული აბსოლუტურად ქართულ ბაზისზე და ამავდროულად, არის განათლებული, მომზადებული ადამიანის მიერ შექმნილი. თამადას აქვს თავისი სახე და თვითმყოფადია, ამიტომაც დავურეკე ლაშას. მან კი გამომიგზავნა პირველი ჩანახატი, რომელიც ძალიან მომეწონა. მერე შევთავაზე ილიკოს ჩაწერა, რომელიც ფართო გაგებით ხელოვანია. ადრეც მიმუშავია მასთან „მძევლებზე”, ძალიან მუსიკალურია და დიდი არტისტია, რომელსაც შეუძლია, თავი ყველა სფეროში გამოავლინოს, რადგან ამ ხელოვნებას ის თავის თავში ატარებს. 

ამის შემდეგ კი გამიჩნდა იდეა, რომ ამ ყველაფერს ქალის ხმა მოუხდებოდა, რომელიც არ იქნებოდა ჩვეულებრივი ნამღერი, არამედ – კონტრასტული. ამ კონტრასტის მისაღწევად წარმოვიდგინე საოპერო ხმა და დავპატიჟე ნატალია ქუთათელაძე, რომელიც თავისი ღვთაებრივი ხმით დაემატა ტრეკს. საბოლოოდ კი, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა დრამატურგიულადაც, მუსიკალურადაც და მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობის, რომ ასეთი ნიჭიერი ხალხი შეიკრიბა ამ პროდუქტის გარშემო, რომელიც ბოლოს მუსიკალური კლიპით დავაგვირგვინეთ და 2 დღეში უკვე ჰიტი გახდა.”

„ლირიკა” საახალწლო ქალაქური ამბავია არჩევანზე, მეორე შანსსა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაზე. მასში მთავარ როლს ოსკარზე ნომინირებული მსახიობი მიშა მესხი ასრულებს. ფილმი ასევე აერთიანებს ქართული კინოს, მუსიკისა და სპორტის გამორჩეულ წარმომადგენლებს. მათ შორის არიან: ილიკო სუხიშვილი, არჩილ და შოთა არველაძეები, დათო ევგენიძე და სხვები. 

„მინდა, თქვენს მკითხველს მივმართო – ვინც კლიპის საშუალებით გაიგო ფილმის შესახებ, ან, შეიძლება, პირიქით – ნახონ ფილმი, რომ ეს ყველაფერი ერთიანობაში მოვიდეს. დღეს დამკვიდრებული ხედვა, რომ ყველაფერი ღირებული ადრე იქმნებოდა და ახალგაზრდა თაობაში ვერავინ ვეღარაფერს აკეთებს, მითია და უნდა დაიმსხვრეს. ფილმიც იქმნება, მუსიკაც და ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები. ასე რომ, თუ ამ სიმღერას ფილმსაც დაამატებენ და ზოგადად, თუ აღდგება ფილმების კინოში ნახვის კულტურა, მგონია, რომ ძალიან კარგ დროს გაატარებენ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე Snoop Dogg-ის გამოსვლას ტელეეთერით ტრანსლაციისას ცენზურა შეეხო

შემდეგი სტატია

Mebo Renard - Ramdens • რამდენს (Official Music Video) © ლევან ბაბუციძე

Mebo Renard -ის ახალი მუსიკალური რელიზი – „რამდენს“

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი