კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

Billboard გთავაზობთ საერთაშორისო და ქართველი არტისტების ახალ ტრეკებსა და ალბომებს.
ჰარი სტაილსი გრემის 2023 წლის დაჯილდოებაზე.
CHRISTOPHER POLK/VARIETY

საერთაშორისო რელიზები

ჰარი სტაილსმა ახალი სინგლი „Aperture“ გამოუშვა, რომელიც მისი მომავალი მეოთხე სტუდიური ალბომის – Kiss All the Time. Disco, Occasionally-ს ნაწილია. მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ ალბომის მხარდამჭერი ტურნეც დააანონსა, რომელიც შვიდ ქალაქს მოიცავს. 23 იანვარს სტაილსმა სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპიც გამოაქვეყნა, რომლის რეჟისორი ობ პერია.

სტაილსი არ არის One Direction-ის ერთადერთი ყოფილი წევრი, რომელმაც ამ კვირაში ახალი მუსიკა შემოგვთავაზა. Billboard-ის ყდის ვარსკვლავმა ლუი ტომლინსონმა თავისი მესამე სოლო ალბომი – How Do I Get Here? გამოუშვა. ნამუშევარი მისი წინა სტუდიური ალბომის, Faith In the Future-ის გაგრძელებაა, რომელმაც Billboard 200-ში მეხუთე ადგილი დაიკავა.

ამ კვირას R&B სცენაზეც სამი მნიშვნელოვანი ალბომი გამოვიდა: არი ლენოქსის Vacancy, Camper-ის Campilation და Nija-ს ჰიპ-ჰოპის ელემენტებით გაჯერებული What I Didn’t Say. ასევე, ქანთრი მუსიკის ახალი სახე – კაშუს კალპეპერი მსმენელის წინაშე წარდგა 18-სიმღერიანი სადებიუტო ალბომით –  Act I.

თუ 2010-იანი წლების განმსაზღვრელ ბენდებზე ვსაუბრობთ, Arctic Monkeys ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექტივია. ბენდი დაბრუნდა სიმღერით Opening Night, რომელიც 1995 წლის კომპილაციის – Help-ის დაანონსებული გაგრძელებისთვის ჩაიწერა. ალბომი, სახელწოდებით Help (2) საქველმოქმედო ორგანიზაცია War Child-ის მხარდასაჭერად გამოვა და მასში მონაწილეობას მიიღებენ Pulp, Fontaines D.C., ოლივია როდრიგო და სხვა არტისტები.

იაპონურმა ვოკალურმა ჯგუფმა XG-იმ დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ალბომი The Core გამოუშვა. კვირის განმავლობაში ახალი სინგლები ასევე გაავრცელეს: ჰოლი ჰამბერსტონმა (To Love Somebody), Fred again.. & Young Thug-მა (Scared), ქლეო სოლისმა (Nothing Is Impossible With You), ეშლი მაკბრაიდმა (What If We Don’t), ჯოის რაისმა (Break Me In), ჯეიმს ბლეიკმა (Death of Love) და ჯესი უერმა (I Could Get Used to This).

ქართული რელიზები

გიორგი თორაძემ, სასცენო სახელით Torcho, ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. კლიპი გადაღებულია სიმღერაზე „ტაქსი“. ვიდეოს რეჟისორია ლევან ლეკო ჭყონია, რომელიც ასევე მუშაობდა Torcho-ს 2024 წლის სადებიუტო კლიპზე – „კარმა“. მუსიკისა და ტექსტის ავტორი ჯემალ ბაღაშვილია, პროდიუსერები – გიორგი სანოძე და გიორგი ბულბულაშვილი, მიქსინგსა და მასტერინგზე კი ნიკა მარგველაშვილმა იმუშავა. 

ქართველმა არტისტმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა Creams-მა ახალი კლიპი – Plastic Supernova გამოუშვა. ვიდეოს შემოქმედებით იდეაზე Creams-მა სალომე ცაბუტაშვილთან ერთად იმუშავა. Creams მუსიკალურ სცენაზე 2019 წლიდან აქტიურად გამოჩნდა. 2020 წლიდან ის კომპანია Sony Music Group-ის მუსიკალურ ლეიბლ AWAL Records-თან თანამშრომლობს.

21 იანვარს ქართველმა ანონიმურმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა Mamaflex-მა ახალი ალბომი – Retired Crashout გამოსცა, რომელიც 15 ტრეკს აერთიანებს. ნამუშევარი, არტისტის წინა ალბომების მსგავსად, მუსიკალურ კოლაბორაციებს მოიცავს. Mamaflex მუსიკალურ სივრცეში პირველად 2018 წელს გამოჩნდა. მისი პირველი ტრეკი იმავე წელს გამოქვეყნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა საქართველოში. არტისტის მუსიკა ექსპერიმენტულ ტრეპსა და ჰიპ-ჰოპის ჟღერადობას აერთიანებს. ის საკუთარ იდენტობას მალავს – მუსიკალურ ვიდეოებსა და ლაივ გამოსვლებზე ყოველთვის ნიღბით ჩნდება.

21 იანვარს ალტერნატიულმა ჰიპ-ჰოპ ბენდმა MokuMoku-მ ახალი სინგლი – Manta Ray გამოუშვა. ტრეკი მუსიკალურმა ლეიბლმა Stockton Records-მა გამოსცა. 2026 წლის იანვარში სტრიმინგ პლატფორმა Spotify-ზე MokuMoku-ს ყოველთვიური მსმენელების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია, რაც ქართულ ბენდებსა და სოლო არტისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება. MokuMoku 2014 წელს ჩამოყალიბდა და მისი ჟანრობრივი სტილი ჰიპ-ჰოპის, როკისა და ფანკის ელემენტების სინთეზს აერთიანებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვიქტორია ბეკჰემი Netflix-ის „Victoria Beckham-ის“ მსოფლიო პრემიერაზე, 2025 წლის 8 ოქტომბერი, ლონდონი, კურზონ მეიფერი. ლია ტობი/Variety

ვიქტორია ბეკჰემის ძველი ჰიტი ბრუკლინ ბეკჰემის განცხადების შემდეგ ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილზეა

შემდეგი სტატია

რა მოხდა ბრუკლინ ბეკჰემის ქორწილში დედა-შვილს შორის – დიჯეის განმარტება

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი