რა მოხდა ბრუკლინ ბეკჰემის ქორწილში დედა-შვილს შორის – დიჯეის განმარტება

დიჯეი Fat Tony ინტერვიუში ბრუკლინისა და ვიქტორიას ცეკვის დრამაზე საუბრობს.
დევიდ ბეკჰემი, ვიქტორია ბეკჰემი და ბრუკლინ ბეკჰემი
JEFF SPICER/GETTY IMAGES

დიჯეი Fat Tony ბეკჰემების ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიას აზიარებს. საუბარია ცეკვის ეპიზოდზე, როცა, როგორც ბრუკლინ ბეკჰემი ამბობს, ვიქტორიამ მასა და მის მეუღლეს პირველი ცეკვა „წაართვა”.

სატელევიზიო ინტერვიუში ბრიტანელი მუსიკოსი ჰყვება: „დიახ, ქორწილში დიჯეი მე ვიყავი. ეს არ იყო ერთდღიანი ქორწილი, არამედ – სამდღიანი. მე დავუკარი პირველ, მისასალმებელ წვეულებაზე, შემდეგ ქორწილში და ბოლოს უკვე მომდევნო დღეს გამართულ ბრანჩზე, რომელიც ღონისძიების ყველაზე უცნაური ნაწილი იყო, რადგან ყველაფერი, რაც კი ქორწილში მოხდა, მეორე დღეს სტუმრებთან ერთად განიხილეს.”

არტისტმა ყურადღება გაამახვილა სიტყვა „შეუფერებელზე”, რომელიც ბრუკლინ ბეკჰემმა საკუთარი დედის ცეკვას უწოდა. „აქ იმიტომ ვარ, რომ ვისაუბრო სიტყვა ‘შეუფერებელზე’ – თუ რას მივიჩნევთ შეუფერებლად. თქვენ ახლა ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შეუფერებელ ადამიანს ესაუბრებით და თუ ინსტაგრამზე გამომიწერთ, ამას მიხვდებით. იქ არ ყოფილა სექსუალური ცეკვა, არ ყოფილა შავი კატის კოსტიუმი, არც Spice Girl-ის სტილის ქმედება.”

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, დიჯეიმ ერთი პრობლემა მაინც დაინახა: „საქმე დროის შერჩევაში იყო.”

„სცენაზე მარკ ენთონი მღეროდა, რომელმაც ბრუკლინს უხმო. ბრუკლინი სცენაზე ავიდა. ყველა ელოდა, რომ მას ნიკოლაც შეუერთდებოდა და მათი პირველი ცეკვა შედგებოდა. ამ დროს მარკ ენთონი დარბაზში მყოფ ყველაზე ლამაზ ქალს სთხოვს სცენაზე ასვლას და ამბობს: ‘ვიქტორია, ამოდი სცენაზე’. ვიქტორია იქვე დგას, ადის სცენაზე და, ცხადია, ამ მომენტში ბრუკლინი განადგურებულია, რადგან მას ეგონა, რომ ეს მისი პირველი ცეკვა იქნებოდა მეუღლესთან. ნიკოლა დარბაზს ტირილით ტოვებს, ბრუკლინი კი სცენაზეა გაჭედილი. ამის შემდეგ შედგა ის ცეკვა, რომლის დროსაც მარკ ენთონი ამბობს: ‘დედაშენს თეძოებზე მოხვიე ხელი’”.

დიჯეის თქმით, სტუმრებმა აშკარად იგრძნეს დაძაბულობა. „მთელი ეს სიტუაცია ყველასთვის ძალიან უცნაური იყო. ბეკჰემების უამრავ წვეულებაზე დამიკრავს წარსულში. ისინი ცეკვის მოყვარული ოჯახია და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ. მათ უყვართ ცეკვა, ამიტომ ის, რასაც ჩვენ შეუფერებლად მივიჩნევთ, არ ემთხვევა იმას, რასაც ბრუკლინი გრძნობს. აქ კი ყველაფერი ბრუკლინის გრძნობებზეა. თუ ის გრძნობს, რომ ეს შეუფერებელი და უცნაური იყო, მაშინ ეს ასეც იყო.”

Fat Tony ამბობს, რომ ამ ამბის მონაწილე ყველა მხარის ესმის. „ვფიქრობ, რაც ყველას გამოგვრჩა ამ ამბავში, არის ის, რომ მშობლებმა თავიანთი შვილი დაკარგეს, შვილმა კი – მშობლები და დანარჩენი ოჯახი.”

ახლახან ბრუკლინმა თავისი მშობლები ინსტაგრამზე საჯაროდ გააკრიტიკა და ამბის საკუთარი ვერსია გააზიარა. „მარკ ენთონიმ სცენაზე ამიყვანა, სადაც, პროგრამის მიხედვით, ჩემი და ჩემი მეუღლის რომანტიკული ცეკვა უნდა შემდგარიყო. ამის ნაცვლად კი ჩემთან ცეკვას დედაჩემი ელოდებოდა. ის ძალიან შეუფერებლად ცეკვავდა ყველას თვალწინ.”

გრძელ პოსტში ბრუკლინი ამბობს, რომ მისი მშობლები ცდილობდნენ, მასა და პელცს შორის ჩამდგარიყვნენ. „ბილბორდი” კომენტარისთვის დევიდ და ვიქტორია ბეკჰემებსაც დაუკავშირდა. 

ნახეთ დიჯეი Fat Tony-ს ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შემდეგი სტატია

პერის ჰილტონი იმ „სისასტიკეს” იხსენებს, რომლის წინაშეც 2004 წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაჟონვის შემდეგ დადგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი