2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე ლორენ ჰილი, პოსტ მელოუნი, რება მაკენტაირი და სხვები გასულ წელს გარდაცვლილ მუსიკოსებს მიაგებენ პატივს

რობერტა ფლეკი, დი’ანჯელო და ოზი ოსბორნი იმ არტისტებს შორის არიან, რომელთაც ცერემონიაზე გაიხსენებენ.
ლორენ ჰილი
MANDEL NGAN – POOL/GETTY IMAGES

28 იანვარს ხმისჩამწერმა აკადემიამ ის არტისტები დაასახელა, რომლებიც 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე გასულ წელს გარდაცვლილ მუსიკოსებს მიაგებენ პატივს.

ლორენ ჰილი თავის გამოსვლას მიუძღვნის დი’ანჯელოს, რომელიც ოქტომბერში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა და ასევე რობერტა ფლეკს, რომელიც თებერვალში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1996 წელს ჰილის ჯგუფმა Fugees ფლეკის 1973 წლის კლასიკის, Killing Me Softly With His Song-ის რიმეიკი გამოსცა. ამავე წლის MTV Movie Awards-ზე ფლეკმა და Fugees-მა დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს და სიმღერა ერთად შეასრულეს. 

პოსტ მელოუნი, ენდრიუ უოტი, ჩედ სმითი, დაფ მაკაგანი და სლეში პატივს მიაგებენ ოზი ოსბორნს, რომელიც ივლისში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2019 წელს პოსტ მელოუნმა გამოსცა ჰიტი Take What You Want, რომელშიც ოსბორნი და ტრევის სკოტი მონაწილეობენ. 

რება მაკენტაირი კი, ბრენდი კლარკსა და ლუკას ნელსონთან ერთად, თავის გამოსვლას ყველა იმ დანარჩენ არტისტს მიუძღვნის, რომელიც გასულ წელს მუსიკალურ საზოგადოებას გამოაკლდა. 

აკადემიას არ დაუდასტურებია, იქნება თუ არა ცერემონიაზე ბრაიან უილსონის, Sly Stone-ისა და ბობ ვეერისადმი მიძღვნილი ნომრები. ფლეკს, ოსბორნს, უილსონს, სტოუნსა და ვეერს – ყველას აქვს მიღებული ხმისჩამწერი აკადემიის lifetime achievement ჯილდო. უილსონს – The Beach Boys-ის, ოსბორნს – Black Sabbath-ის, ხოლო ვეერს – Grateful Dead-ის შემადგენლობაში.

გასულ წელს გარდაცვლილ არტისტებს უკვე მიაგეს პატივი სხვა შოუებმა. BET Awards-ზე ანდრა დეიმ ფლეკის Killing Me Softly With His Song შეასრულა. ხოლო MTV VMA-ზე სტივენ ტაილერმა, ჯო პერიმ, Yungblud-მა და ნუნო ბეტანკურმა ოსბორნის სამსიმღერიანი მიძღვნა გააკეთეს. 

ბოლო წლებში გრემი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გასულ წელს გარდაცვლილ ერთ ან რამდენიმე არტისტზე, როგორც In Memoriam სეგმენტში, ასევე მისგან დამოუკიდებლად. გასულ წელს ქუინსი ჯონსმა ექვსსიმღერიანი მიძღვნა მიიღო. 2024 წელს კი In Memoriam-ის გაფართოებული სეგმენტი ტონი ბენეტის, შინეიდ ო’კონორის, კლარენს ავანტისა და ტინა ტერნერის გასახსენებელ ნომრებს მოიცავდა. 2023 წელს ამავე სეგმენტში გაიბრწყინეს ლორეტა ლინმა, Migos-ის Takeoff-მა და Fleetwood Mac-ის კრისტინ მაკვიმ. ერთი წლით ადრე კი განსაკუთრებული ყურადღება ხვდათ კენი როჯერსს, ჯონ პრაინსა და Gerry & the Pacemakers-ის ჯერი მარსდენს, რომლის ჰიტიც You’ll Never Walk Alone იდეალურად შეესაბამებოდა კონტექსტს.

2020 წელს Boyz II Men-მა შეასრულა It’s So Hard to Say Goodbye to Yesterday კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის პატივსაცემად, რომელიც ავიაკატასტროფაში სწორედ გრემის დაჯილდოების დილას დაიღუპა. 

რაც შეეხება 2026 წლის გრემის შემსრულებლებს, წლევანდელი შოუს პირველ გამომსვლელად საბრინა კარპენტერი დასახელდა, რომელსაც შემდეგ უკვე ახალი არტისტის კატეგორიის რვავე ნომინანტი მოჰყვა: ედისონ რეი, ალექს უორენი, KATSEYE, ლეონ თომასი, ლოლა იანგი, ოლივია დინი, sombr და The Marías.

შემსრულებელთა მესამე გამოცხადებისას Clipse და ფარელ უილიამსი დასახელდნენ, რომლებიც წელს სამ ნომინაციას იზიარებენ. გუშინ კი გამომსვლელთა სიას ჯასტინ ბიბერიც დაემატა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დონალდ ტრამპთან ერთად სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკი მინაჟმა საკუთარ თავს პრეზიდენტის „№1 ფანი“ უწოდა

შემდეგი სტატია

Madonna 65-ე გრემის დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი. Frazer Harrison/Getty Images

Madonna ჰარი სტაილსის Aperture-ს იწონებს: „მიყვარს შენი ახალი სიმღერა“ – აღნიშნავს პოპის დედოფალი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი