ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე Snoop Dogg იტალიის ქუჩებში ოლიმპიური ჩირაღდნით გამოჩნდა

რეპერი აშშ-ის გუნდის პირველი საპატიო მწვრთნელი იქნება.
Snoop Dogg აშშ-ის ნაკრების მისასალმებელ ღონისძიებაზე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
JOE SCARNICI/GETTY IMAGES

Snoop Dogg აშშ-ის ნაკრების წარმომადგენლად დაბრუნდა. რეპერს პატივი ხვდა, ჩრდილოეთ იტალიის ქუჩებში ოლიმპიური ჩირაღდანი ეტარებინა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადამდე, რომელიც მილანსა და კორტინაში გაიმართება.

ამჯერად სნუპი განსხვავებული ფორმით წარდგა. აშშ-ის ნაკრების ოლიმპიურ ფორმაში გამოწყობილი რეპერი, რომლის შარვალზეც ეწერა „მწვრთნელი სნუპი”, გალარატეს ქუჩებში ჩირაღდნით ხელში ამაყად წარმოაჩენდა თავის ქვეყანას. 

„მე წარმოვადგენ მშვიდობასა და სიყვარულს და ჩემთვის დიდი პატივია ამ ჩირაღდნის ხელში ჭერა,” – ამბობს რეპერი ვიდეოში. „მინდა, სიყვარული გავავრცელო სპორტსმენებში, იტალიელ ხალხსა და მთელ მსოფლიოში, რადგან სწორედ ესაა ოლიმპიადის არსი – მშვიდობისა და სიყვარულის გავრცელება.”

მას შემდეგ, რაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებელი თავისი დასამახსოვრებელი გამოსვლით მოხიბლა, სნუპი NBC-ის ეთერში დაბრუნდება, როგორც სპეციალური კორესპონდენტი მილანი-კორტინას თამაშების გასაშუქებლად. 

და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის –  რეპერი ისტორიაში შევა, როგორც აშშ-ის ნაკრების პირველი საპატიო მწვრთნელი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. 

„აშშ-ის ნაკრებს პირველი საპატიო მწვრთნელის რანგში ვუერთდები. ეს არის როლი, რომელიც მოიცავს სპორტსმენების მხარდაჭერასა და დაფასებას იმის მიღმა, რასაც მაყურებელი მოედნებზე ხედავს,” – დაწერა რეპერმა LinkedIn-ზე. „აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი ხმა, ჩემი გული, და შესაძლოა ცოტა გამოცდილებაც, გამოვიყენო აშშ-ის ნაკრების მოტივაციისთვის, წარმოვაჩინო ათლეტების სპორტული გზა და ის ადამიანები, ვინც მათ ამ ოცნებების ახდენაში ეხმარება.”

სნუპი NBC-ის გაშუქებას საკუთარ უნიკალურ პერსპექტივას შესძენს. ის შემოგვთავაზებს პრაიმტაიმ სიახლეებსა და ინტერვიუებს ოლიმპიადის ტრანსლაციის წამყვან მაიკ ტირიკოსთან ერთად. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 6 თებერვალს შედგება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა NBC-სა და Peacock-ზე.

ნახეთ Snoop Dogg-ის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Torcho-ს სიმღერა Apple TV-ის ცნობილ სერიალში – DROPS OF GOD-ში გაჟღერდა

შემდეგი სტატია

ანუშკა ჩხეიძემ სპექტაკლ DARK WEB-ის მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი