ტეილორ სვიფტის მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის Opalite უკვე გზაშია

პროექტ The Life of a Showgirl-ის მუსიკალური ისტორია გრძელდება – პირველი სინგლის, The Fate of Ophelia-ს შემდეგ, მომღერალი მეორე მუსიკალური ვიდეოს გამოცემას აანონსებს.
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot
ტეილორ სვიფტი
Mert Alas & Marcus Piggot

ალბომ The Life of a Showgirl-ის გამოსვლიდან ოთხი თვის შემდეგ, ტეილორ სვიფტმა პროექტიდან მეორე მუსიკალური ვიდეო დააანონსა: სიმღერა Opalite-ის ვიდეოკლიპი 6 თებერვალს Spotify-სა და Apple Music-ზე გამოქვეყნდება.

პოპვარსკვლავმა განცხადება საკუთარ ვებგვერდზე განათავსა და სპეციალური ათვლის ტაიმერიც ჩართო. Apple Music-სა და Spotify-ზე პრემიერის შემდეგ, 8 თებერვალს, ვიდეოკლიპი YouTube-ზეც გახდება ხელმისაწვდომი.

ალბომი The Life of a Showgirl 3 ოქტომბრის რელიზის შემდეგ, Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა და საერთო ჯამში ლიდერ პოზიციაზე 12 კვირა დაჰყო. Luminate-ის მონაცემებით, პირველ კვირაში აშშ-ში ალბომის რეკორდული რაოდენობა – 4.002 მილიონი ეკვივალენტური ერთეული გაიყიდა. იმავე კვირაში The Fate of Ophelia – Billboard Hot 100-ში პირველ ადგილზე მოხვდა, მას კი მეორე პოზიციაზე Opalite მოჰყვა, რაც ამ დროისთვის სიმღერის საუკეთესო მაჩვენებელია.

ვიდეოს პრემიერის შესახებ ტეილორ სვიფტის გადაწყვეტილება, რომ პირველად პრემიერა Spotify-სა და Apple Music-ზე შემდგარიყო, YouTube-ის დეკემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც პლატფორმა Billboard-ის ყველა ჩარტიდან საკუთარი სტრიმინგ მონაცემების ამოღებას გეგმავს.

YouTube-ის გადაწყვეტილება წინ უძღოდა Billboard-ის 16 დეკემბრის განცხადებას ჩარტების მეთოდოლოგიის ცვლილების შესახებ. კერძოდ, ფასიანი გამოწერის მქონე (Premium) სტრიმინგებს უფრო მეტი პრიორიტეტი მიენიჭება, ვიდრე უფასო, რეკლამებზე დაფუძნებულ სტრიმინგებს. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცვალებადი ქცევისა და მუსიკალურ ინდუსტრიაში სტრიმინგიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ზუსტ ასახვას.

მუსიკალური ვიდეოს გარდა, ტეილორ სვიფტმა  Opalite-ის 7-ინჩიანი ვინილის სინგლიც დააანონსა, რომელიც მის ონლაინ მაღაზიაში მხოლოდ 48 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანუშკა ჩხეიძემ სპექტაკლ DARK WEB-ის მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავა

შემდეგი სტატია

თორნიკე ტაბატაძე – ქართველი არტისტი, Spotify-ზე მილიონობით სტრიმით

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი