კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

გაეცანით კვირის მუსიკალურ გზამკვლევს, სადაც ZAYN-ის, J. Cole-ის, Tame Impala-ს, JENNIE-ს და სხვა არტისტების ნამუშევრებს იხილავთ.
ZAYN
NABIL ELDERKIN/MERCURY RECORDS

Billboard-ის კვირის მუსიკალური რელიზები ერთგვარი მუსიკალური გზამკვლევია, რომელიც მნიშვნელოვანი რელიზებისა და მუსიკალური ნამუშევრების შესახებ გვიყვება.

ამ კვირაში ნიკ ჯონასი თავისი უახლესი სოლო პროექტისთვის საუკეთესო ფორმაშია, ZAYN ახალი სინგლით ბრუნდება  და მალე ალბომის გამოცემასაც გეგმავს, ხოლო Tame Impala-მ JENNIE მოიწვია Dracula-ს რემიქსისთვის…

გაეცანით კვირის რჩეულ მუსიკას ქვემოთ:

ნიკ ჯონასი – Sunday Best

ნიკ ჯონასმა 2026 წელი  სინგლ Gut Punch-ის გამოცემით დაიწყო და მეხუთე სოლო ალბომი Sunday Best დააანონსა, რომელიც 6 თებერვალს გამოვიდა.

 Sunday Best ნიკ ჯონასის პირველი სოლო პროექტია 2021 წლის Spaceman-ის შემდეგ. პრესრელიზის თანახმად, მისი ახალი ალბომი მოგვითხრობს ქმრისა და მამის როლში ცხოვრებაზე და „გულწრფელობას, ზრდასა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას“ ეხმიანება.

ZAYN – Die For Me

მას შემდეგ, რაც One Direction-ის ყოფილი ჯგუფის წევრები  ლუი ტომლინსონი და ჰარი სტაილსი ახალი მუსიკით დაბრუნდნენ, ZAYN-იც დიდი სიახლეებით გამოჩნდა: ახალი სინგლი, ახალი ალბომი და ყველაზე მასშტაბური სოლო ტურნე კარიერაში.

ამ კვირაში ZAYN-მა თავისი მეხუთე სოლო ალბომის, KONNAKOL-ის გამოსვლის თარიღად 17 აპრილი დაასახელა. არტისტმა უკვე წარადგინა ალბომის მთავარი სინგლი Die For Me, რომელიც R&B-პოპ ჟანრის ჟღერადობისაა.

ალბომის გამოსვლის შემდეგ, 12 მაისს, ZAYN თავის ყველაზე დიდ სოლო ტურს დაიწყებს, რომელიც მსოფლიოს 31 ქალაქს მოიცავს.

Tame Impala და JENNIE – Dracula (JENNIE Remix)

მას შემდეგ, რაც Tame Impala-ს კევინ პარკერი ამ კვირის დასაწყისში JENNIE-ს მერჩით  შენიშნეს, გულშემატკივრებმა ივარაუდეს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს. JENNIE შეუერთდა ჯგუფის უახლეს ჰიტს Dracula, მისი ვოკალი და ჰარმონიები მთელ სიმღერაშია გაბნეული, რაც ტრეკს სრულფასოვანი კოლაბორაციისა და თავიდან გააზრებული ნამუშევრის შეგრძნებას აძლევს.

Dracula Tame Impala-ს მეხუთე ალბომ Deadbeat-შია შესული, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა. სიმღერა ალბომის მესამე სინგლია და ახლახან Billboard-ის Alternative Airplay ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

J. Cole  – Two Six

4 თებერვალს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში J. Cole-მა გაამჟღავნა, რომ The Fall Off იქნება „ორმაგი ალბომი, რომელიც შესაძლოა მისი ბოლო პროექტიც იყოს.” არტისტმა ასევე აღნიშნა, რომ ის მისი პირველი პროექტის კონცეფციის სრულ ციკლს შეკრავს“. სინგლით Two Six, J. Cole ხმამაღალი განცხადებით გამოდის:  If I wasn’t rapping b—h, I might just be the president. / (რეპერი რომ არ ვიყო, ალბათ პრეზიდენტი ვიქნებოდი)

sombr – Homewrecker

სიმღერა Homewrecker სტრატეგიულად, გრემის დაჯილდოებიდან სულ რამდენიმე დღეში გამოვიდა, სადაც sombr „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ ნომინაციაზე იყო წარდგენილი და თავისი ჰიტი 2 to 12 შეასრულა. ეს ახალი სინგლი კი იმის მანიშნებელია, რომ არტისტი თავის ახალ პროექტზე მუშაობს. სიმღერა სწრაფი ტემპის პოპ-ჟღერადობისაა, მსგავსად 12 to 12-ისა. ის კვლავ თავად არის სიმღერის ერთადერთი ავტორი და თანაპროდიუსერი ტონი ბერგთან ერთად.

Joji, Hotel California

ალტერნატიული R&B არტისტი Joji 2022 წლის Smithereens-ის შემდეგ თავისი პირველი პროექტით ბრუნდება. მისი მეოთხე ალბომი, Piss in the Wind, პირველია მას შემდეგ, რაც არტისტმა ლეიბლ 88rising-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა დაასრულა. მისი ახალი პროექტი საკუთარ ლეიბლ Palace Creek-ზე გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ალბომის დიდი ნაწილი ექსპერიმენტულია, სიმღერა Hotel California ძალიან ჰგავს Glimpse Of Us-ს, სადაც მისი ნაზი ვოკალი დაკარგული სიყვარულის ამბავს გვიყვება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოლივია დინი გრემის საუკეთესო ახალი არტისტი გახდა, მაგრამ იგივე ნომინაცია Brit Awards-ზე ვერ მოიგო

შემდეგი სტატია

რა მოხდა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი