მარიამ გალოგრემ ინოლა გურგულიას სიმღერის ქავერ ვერსია წარადგინა

ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მარიამ გალოგრე
Mariam Galogre IG

მუსიკოსმა მარიამ გალოგრემ ინოლა გურგულიას ცნობილი სიმღერის, სახელწოდებით „შენთან” ქავერ ვერსია გამოაქვეყნა. 

მარიამ გალოგრე:

„ინოლა გურგულიას შემოქმედებას უდიდეს პატივს ვცემ და მის სიმღერებს ყოველთვის მთელი გულით და სულით ვასრულებ ჩემს ლაივზე. კონკრეტულად ამ სიმღერის ქავერის ჩაწერის იდეა ჩემს პიანისტთან, ანატოლი ვოლოჩაისთან საუბრისას დამებადა. სწორედ მას ეკუთვნის არანჟირების ნაწილი.”

მუსიკოსის თქმით, პარტიების მიქსში და ბასის ჟღერადობაში ცვლილებების გამო,  პროექტზე მუშაობას დაახლოებით  ერთი წელი დასჭირდა.

მარიამ გალოგრე:

„ვიდეოს გადაღებაში დახმარება ჩემს მეგობარს, საბა ჩაჩუას ვთხოვე და ისიც სიამოვნებით დამთანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი როგორც ჩანაწერით, ასევე ვიდეოთი, ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. გულწრფელად მიხარია, რომ ჩემი ნამღერით ადამიანებს ის სითბო გავუზიარე, რასაც ყოველთვის ვგრძნობ, როცა ვმღერი. მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების, რომლებიც დამეხმარნენ ამ პროექტის განხორციელებაში და იმ უცხო ადამიანების, რომლებიც მწერდნენ, რომ Spotify-ზე დამედო ჩანაწერი, რათა უკეთეს ხარისხში შესძლებოდათ მოსმენა.” 

მარიამი ამჟამად მსგავსი სტილის ქავერებსა და არანჟირებებზე მუშაობს. მისი თქმით, აქვს როგორც სოლო, ასევე კოლაბორაციული საავტორო პროექტების იდეებიც. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რა მოხდა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

შემდეგი სტატია

3 Doors Down-ის ვოკალისტი ბრედ არნოლდი 2023 წლის FOX & Friends-ის ზაფხულის კონცერტების სერიის დროს, 2023 წლის 26 მაისი, ნიუ-იორკი. სლავენ ვლასიჩი/Getty Images

3 Doors Down-ის ვოკალისტი ბრედ არნოლდი 47 წლის ასაკში  კიბოსთან ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი