Stranger Things 5-ის საუნდტრეკი Billboard-ის 7 ჩარტის საუკეთესო ტოპ ათეულშია

მათ შორის: N1 ადგილი ვინილ ალბომის ჩარტში და N2 ადგილი საუკეთესო ალბომების გაყიდვების ჩარტებში.
კალებ მაკლაფლინი ლუკას სინკლერის როლში, სეიდი სინკი მაქს მეიფილდის როლში, ნოა შნაპი - უილ ბაიერსის როლში და გეიტენ მატარაცო - დასტინ ჰენდერსონის როლში ფილმში Stranger Things სეზონი 5. NETFLIX © 2025
კალებ მაკლაფლინი ლუკას სინკლერის როლში, სეიდი სინკი მაქს მეიფილდის როლში, ნოა შნაპი – უილ ბაიერსის როლში და გეიტენ მატარაცო – დასტინ ჰენდერსონის როლში ფილმში Stranger Things სეზონი 5.
NETFLIX © 2025

Stranger Things 5-ის საუნდტრეკი Billboard-ის შვიდ ჩარტში ტოპ ათეულში გამოჩნდა, მათ შორის N1 ადგილით ვინილ ალბომის და N2 პოზიციით საუკეთესო ალბომების გაყიდვების ჩარტებში.

ალბომში წარმოდგენილია Netflix-ის პოპულარული სერიალის მეხუთე და ფინალურ სეზონში გაჟღერებული კლასიკური ჰიტები, მათ შორის: მაიკლ ჯექსონის Rockin’ Robin, ABBA-ს Fernando და დევიდ ბოუის Heroes.

კომპილაცია ერთდროულად რამდენიმე ჩარტის ტოპ ათეულში გამოჩნდა:  Soundtracks (N2), Top Current Album Sales (N5), Top Rock Albums (N5), Top Rock & Alternative Albums (N6) და Indie Store Album Sales (N8). გარდა ამისა, საერთო რეიტინგში Billboard 200-ის ჩარტში ალბომი N32 პოზიციას იკავებს.

Luminate-ის მონაცემებით, 5 თებერვლით დასრულებულ კვირაში აშშ-ში საუნდტრეკის 21 000 ეგზემპლარი გაიყიდა. ამ მაჩვენებლის უდიდესი ნაწილი ძირითადად  ვინილის გაყიდვებზე მოდის (17 000), ალბომი ასევე ხელმისაწვდომი იყო CD-ზე, კასეტაზე და ციფრული ჩამომტვირთავის სახით.

ბოლო კვირაში გაყიდვების რაოდენობით Stranger Things 5-ს მხოლოდ ერთმა ალბომმა გადაასწრო: ეს იყო დონ ტოლივერის ახალი სტუდიური ნამუშევარი OCTANE, რომელიც Top Album Sales-ის ჩარტში N1 პოზიციაზე 31 000 ეგზემპლარის გაყიდვით გავიდა.  

რაც შეეხება სხვა პოზიციებს: Megadeth-ის ალბომმა გაყიდვების მეორე კვირაში Top Album Sales-ის ჩარტში პირველიდან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, ENHYPEN-ის ჩარტის ლიდერი THE SIN: VANISH მესამედან მეოთხე პოზიციაზე ჩამოვიდა, ხოლო Alice in Chains-ის ყოფილი N1 ალბომი რეიტინგში მეხუთე ადგილზე დაბრუნდა. 
Olivia Dean-ის ალბომმა The Art of Loving მეათედან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, მაიკლ ჯექსონის 2003 წლის კრებულმა Number Ones კი ვინილზე გამოცემის შემდეგ N7 პოზიცია დაიკავა, Stray Kids-ის ალბომი DO IT მეოთხედან მერვეზე, A$AP Rocky-ს Don’t Be Dumb კი მერვედან მეცხრე ადგილზე ჩამოვიდა, ხოლო ჩარტის ათეულს Lily Allen-ის ალბომი West End Girl ხურავს, რომელიც ფიზიკური ფორმატების გამოცემის შემდეგ მეათე ადგილს იკავებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„მგზავრების” სიმღერა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

შემდეგი სტატია

Moby Lindsay Hicks

Moby ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი