Moby ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება

არტისტის კონცერტი საქართველოში Flitz Collective-ის ორგანიზებით იმართება.
Moby Lindsay Hicks
Moby
Lindsay Hicks

30 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Moby-ს ლაივ პერფორმანსი გაიმართება. არტისტის კონცერტი საქართველოში Flitz Collective-ის ორგანიზებით იმართება. 

Moby თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომლის კარიერა 30 წელზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში არტისტმა მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ელექტრონული, ემბიენტისა და ალტერნატიული მუსიკის განვითარებაზე.

მისი დისკოგრაფია მოიცავს ისეთ საკულტო ალბომებს, როგორებიცაა Play, 18 და Hotel, რომელთა ტრეკები არაერთ ფილმსა და სერიალში გაჟღერდა. 1991 წელს გამოშვებული პირველი სინგლი, სახელწოდებით Go კი Rolling Stone-ის მიერ ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერებს შორის დასახელდა და დღემდე ითვლება ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ გარდამტეხ ნამუშევრად.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა 17 თებერვლიდან დაიწყება ვებგვერდზე tkt.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კალებ მაკლაფლინი ლუკას სინკლერის როლში, სეიდი სინკი მაქს მეიფილდის როლში, ნოა შნაპი - უილ ბაიერსის როლში და გეიტენ მატარაცო - დასტინ ჰენდერსონის როლში ფილმში Stranger Things სეზონი 5. NETFLIX © 2025

Stranger Things 5-ის საუნდტრეკი Billboard-ის 7 ჩარტის საუკეთესო ტოპ ათეულშია

შემდეგი სტატია

სიყვარულის დღე წინანდლის მამულში

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი