Killages ახალ ნამუშევარს აანონსებს

ტრეკი 16 თებერვალს გამოვა.
Killages
Killages IG

ჯგუფი Killages ახალ სინგლს გამოსცემს. Burna – ასე ჰქვია ტრეკს, რომელიც მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე 16 თებერვალს გამოვა. ჯგუფმა ახალი ტრეკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თიზერით დააანონსა. 

Killages ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფია, რომელიც 2016 წელს რუსთავში ჩამოყალიბდა. ხუთწლიანი აქტიურობის განმავლობაში ჯგუფის ჟღერადობამ არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა. თავდაპირველად ტრეკებში ერთმანეთს პოპი, როკი, ფანკი და ჰიპ-ჰოპი ერწყმოდა, დღეს კი მათი შემოქმედება ძირითადად ელექტრონული მუსიკისა და ინგლისურენოვანი ჰიპ-ჰოპის სინთეზს აერთიანებს.

2017 წელს Killages გახდა კონკურს Newcomer-ის გამარჯვებული, რამაც მათი მუსიკა დიდ აუდიტორიას გააცნო. სწორედ ამ პერიოდში ჩაიწერა ჰიტი „ON/OFF“. 

2020 წელს ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Original Brothers“, 2023 წელს კი, მუსიკალური კოლექტივის რიგით მეორე ალბომი, სახელწოდებით  Outcast გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქართული ჯგუფი Tape Visitors მადრიდში, Mad Cool-ზე დაუკრავს

შემდეგი სტატია

“Akhalteke” – Circus Mircus ახალ ალბომს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი